• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში?

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

The Tbilisi Times-მა რამდენიმე თვის წინ თბილისის ქუჩებში მოსიარულე ტურისტები გამოკითხა. ჩვენი მიზანი ერთი იყო: გაგვერკვია, თუ რამდენად მზად იყო ჩვენი ქალაქი უცხო ქვეყნიდან ჩამოსული დამთვალიერებლების დასახვედრად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ტურისტებს ვთხოვეთ, ეთქვათ, რა მოსწონთ ჩვენს ქალაქში და რა – არა. მაშინ წინ ბევრმა საინტერესო პრობლემამ წამოიწია, მათგან მთავარი კი ესენი იყო:

1. ქალაქში საპირფარეშოების სიმცირე;

2. არ არის რუკები ან საინფორმაციო დაფები, რომლებიც ტურისტებს მიმართულებას მისცემს ან აუწყებს, თუ სად რომელი ღირსშესანიშნავი ადგილი, მუზეუმი თუ დასასვენებელი  ცენტრი უნდა ნახონ;

3. ტურისტების ოფისის მოძებნა ძალიან რთულია;

4. ღირსშესანიშნავ ადგილებში, მაგალითად, ტაძრებში არ არის წარწერები. გიდის გარეშე მოგზაური ტურისტები ვერ იგებენ, რატომ არის ესა თუ ის ადგილი განსაკუთრებული. მათი რეკომენდაცია იყო,რომ ასეთ დაწესებულებებში ხელმისაწვდომი იყოს  მოკლე აღწერა ან ისტორია.

უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.ttimes.ge/archives/45029

აღნიშნულბ სტატიაში აღვნიშნე, რომ ეს არ იყო „თბილისი თაიმსის“ ერთჯერადი ინიციატივა და ჩვენ საქართველოს დამთვალიერებლებთან მსგავს საკითხზე საუბარს ისევ განვაგრძობდით. ასეც მოხდა და გთავაზობთ ახალ გამოკითხვას წამოჭრილ ბევრ ახალ პრობლემასთან და სასიამოვნო შთაბეჭდილებებთან ერთად:

salovaketi სლოვაკეთი:

ძალიან მოგვწონს ღამის თბილისის ხედი, განსაკუთრებით კი ძველი თბილისის – ლამაზი მთები, ხიდი, ვსეირნობთ ქვაფენილზე, ვიხედებით ზევით და სრულიად განსხვავებულ არქიტექტურას ვხედავთ. ასეთი კონტრასტი არსად გვინახავს, სიძველე და თაამედროვეობა ერთმანეთთან კარგადაა შერწყმული.

ტურისტული თვალსაზრსიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში გადაადგილება არ არის ძალიან რთული. მეტრო კარგად ორგანიზებულია, თავისუფლად მივდივართ ერთი პუნქტიდან მეორეში. ერთხელ, ბაზარშიც წავედით და საერთოდ არ გაგვიჭირდა. ფასები საშუალოა, არც ძვირი და არც იაფი.

რაც შეეხება სამზარეულოს, ყველაფერი ძალიან გემრიელია. ყოველ დღე ახალ-ახალ  კერძებს ვაგემოვნებთ და მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა გვიჭირს.

ჩვენ არა მხოლოდ თბილისით, არამედ მთელი საქართველოთი აღფრთოვანებულები ვართ. ქუთაისის აერტოპორტში ჩამოვფრინდთ და იმ წამიდანვე დავიწყეთ მოგზაურობა. დავათვალიერეთ ქუთაისი, ზუგდიდი, კახეთი, ყაზბეგი და სვანეთი. რამდენიმე სოფელშიც ვიყავით და ბუნებამ ჩვენზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

ქართველი ხახი ძალიან კეთილია. ძირითადად, ისინი კეთილგანწყობილი არიან ჩვენ მიმართ, მაგრამ ზოგიერთ დაწესებულებაში ძალიან ცუდი მომსახურებაა. რესტორანსა თუ სავაჭრო ობიექტებში რამდენიმე ადამიანი ისე ცუდად გვეპყრობოდა, რომ ბოლოს აღარაფერი შევიძინეთ და გამოვიქეცით. თავი დამნაშავედ ვიგრძენით – თითქოს ჩვენი ბრალი იყო მათი უხასიათო განწყობა. მაგრამ ასეთი შემთხვევები ვერაფრით შეგვიცვლის შთაბეჭდილებას ამ ულამაზეს ქვეყანაზე, რადგანაც ჩვენივე თვალით ვხედავთ, თუ როგორი თბილი ხალხი ცხოვრობს აქ.

ukraina უკრაინა:

ცენტრალურ ქუჩებში სეირნობა და ქალაქის დათვალიერება დიდი სიამოვნებაა. ყველაფერი ძალიან ლამაზია. თბილისი ძველი ქალაქია და მისი არქიტექტურა ძალიან მოგვწონს, ყველგან დახვეწილობა იგრძნობა, რაც ძალიან მიმზიდველია.

ძალიან გემრიელი სამზარეულო გაქვთ. თავს ძლივს ვთოკავთ, რომ ბევრი არ მივირთვათ, მაგრამ მომატებული კოლოგრამების დასაკლებად უკვე გეგმებიც დავალაგეთ – უკრაინაში ჩასვლისთანავე  ვარჯიში უნდა დავიწყოთ.

საქართველოში შთამბეჭდავი და კეთილი ხალხი ცხოვრობს. მგონი, ყველა მათგანი მუსიკალურია, ყველა მღერის და ცეკვავს.

ძალიან არ მოგვეწონა ის, რომ ქალაქში საშინელი გამონაბოლქვია. მთაზე როდესაც ავედით,  შედარებით სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით, მაგრამ ქვემოთ ჩამოსვლა საშინელება იყო. მეორე ძალიან ცუდი ფაქტორი არის ის, რომ ყველა სიგარეტს ეწევა და თან ყველგან. ჩვენთან  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა კანონით აკრძალულია, აქ კი ყველა კუთხეში ეწევიან. ეს ჩვენთვის დისკომფორტია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქალაქში გადაადგილება რთულია. ჩვენ, ტურისტები, ძალიან დიდ დროს ვანდომებთ სასურველი ღირსშესანიშნავი ადგილის მოძებნას, რადგანაც ქალაქში მიმართულების მაჩვენებლები თითქმის არ არსებობს. ქალაქის ცენტრში კი არის საინფორმაციო ჯიხური, თუმცა ამ ადგილიდან მოშორებით რომ გზა აგვერიოს, სად უნდა წავიდეთ, არ ვიცით.

 germaniaგერმანია:

ბუნება და ხედები მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით კი მაღალ მთასა და კავკასიონზე. ჩვენ სვანეთსა და ყაზბეგში ვიყავით და აღფრთოვანებულები ვართ. ორივეს გვიყვარს მთა, წამოსვლამდე ბევრი ვიფიქრეთ და უკვე ვიცოდით, რა ადგილებსაც დავათვალიერებდით, თუმცა რეალურმა სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა.

მოგზაურობამდე ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია შევაგროვეთ საქართველოს ისტორიის, კულტურისა თუ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გსტუმრებოდით. ერთი წამითაც არ ვნანობთ ჩვენს არჩევანს. პირიქით, საერთოდ არ გვინდა უკან დაბრუნება.

 თბილისი განათებული შადრევნებითა და ძველი შენობებით ძალიან ლამაზია. ჩემი აზრით, დედამიწაზე არ არსებობს კერძი, რომელიც ხაჭაპურს შეედრება. ძალიან გემრიელია ქართული ღვინოც.

რაც შეეხება უარყოფითს, ქალაქის ჰაერი ძალიან დაბინძურებულია, ჩვენთვის, ხანდახან, სუნთქვაც კი რთულია. ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს და თან ცუდად, გზის გადაკვეთისას მაინც ფრთხილად ვართ ხოლმე იმიტომ, რომ, ხშირად, მოძრაობა ფეხითმოსიარულეთა გზაზე გადასვლის დროსაც კი არ ჩერდება. ასევე პრობლემურია, რომ მოსახლეობამ არ იცის ინგლისური ენა. ახალგაზრდებთან უფრო შესაძლებელია კომუნიკაცია, ვიდრე შედარებით უფროს ადამიანებთან.

 polonetiპოლონეთი:

ჩვენ ძალიან მოგვწონს ქართველი ხალხი. ისინი თბილები არიან და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან. ამავდროუად, მათი უმრავლესობა აშკარად ძალიან ემოციურია. რამდენჯერმე შევესწარით შემთხვევას, როდესაც მამაკაცები ძალიან ხმამაღლა მეტყველებდნენ და, თითქოს, კონკრეტულ საკითხს განიხილავდნენ. მათი საუბარი ჩხუბს ჰგავდა, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ ერთმანეთს გადაეხვივნენ და ბოლომდე ვერ მივხვდით, რა მოხდა.

თბილისი ლამაზი და ძველი ქალაქია, რომელიც თავისებური არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენ, იმედია, არ დავიკარგებით, მაგრამ დედაქალაქში ყველაფერი მაინცდამაინც კარგად ორგანიზებული და თვალსაჩინო არაა. აღარც გვახსოვს, სად შეგვხვდა ტურისტული ოფისი ან რაიმე მინიშნება კონკრეტული მიმართულების შესახებ. ყველაფერს ჩვენ თავად ვეძებთ და დამერწმუნეთ, სპეციალური ბანერების გარეშე გადაადგილება ძალიან არაკომფორტულია. საერთო ჯამში, ქალაქს მაინც ეტყობა, რომ ევროპისკენ ისწრაფის, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამის განვითარებაა საჭირო.

აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით.  ერთხელ, ერთ ცოლ-ქმარს ვკითხეთ, თუ სად შეიძლებოდა მიგვეგნო შადრევანისთვის, სადაც ყურძნის გარეცხვას შევძლებდით. მათ სახლში წაგვიყვანეს, გაგვიმასპინძლდნენ, თან ღვინო და მურაბებიც გამოგვატანეს და ისე გამოგვიშვეს. ასეთი რამ არსად მსმენია.

 rusetiრუსეთი:

თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, თუმცა მას არც სხვა ადგილები ჩამოუვარდება. ჩვენ კახეთი და სვანეთი დავათვალიერეთ და მათი მშვენიერი ხედებით, ბუნებითა და გარემოთიც აღვფრთოვანდით. უგემრიელესია ქართული ღვინო, ყველი და კერძები. ხაჭაპური და ხინკალი ძალიან შეგვიყვარდა და ადგილობრივ მზარეულს მათ დასამზადებლად საჭირო რექეპტებიც კი გამოვართვით.

ჩვენთვის აღსანიშნავია თვითონ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. მათში ერთიანი სული შეიმჩნევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში დაუდგებიან. ზოგადად, ძალიან ლამაზი ერი ხართ.

ძალიან ცოტა რამ არმოგვწონს. ერთ-ერთი არის სიტუაცია თბილისის ქუჩებში. მძღოლები ავტომანქანებს ძალიან ცუდად ატარებენ და გზის გადაკვეთა საშიშია. მეორე უარყოფითი ფაქტორია ის, რომ ბევრი ადამიანი ეწევა სიგარეტს.

აქ წარმოდგენილი მაგალითების გარდა, ჩვენ გამოვკითხეთ ტურისტები საფრანგეთიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან… ისინიც მსგავს ან ზუსტად იმავე მახასიათებლებზე საუბრობდნენ. როგორც ნახეთ, წინა გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების უმრავლესობა დღეს ისევ აქტუალურია. ამასთან, მათ რიცხვს კიდევ დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ესენია: ქალაქის დაბინძურებული ჰაერი, მანქანების ქაოტური მოძრაობა და მწეველი ადამიანების დიდი რაოდენობა.

აღნიშნული ზოგიერთი პრობლემის მოგვარება თავად ჩვენი თვითშეგნების ამაღლებაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმედია, რომ სახელმწიფც ნელ-ნელა უფრო მეტად იზრუნებს იმ სფეროს წინსვლაზე, რომელიც მისი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

„თბილისი თაიმსი“ მსგავს გამოკითხვას პერიოდულად ისევ შემოგთავაზებთ.

 ესაუბრა

თეა ღვინაძე

თეა ღვინაძე

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 170 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 170 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

12 years ago

„მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას ეწვია

11 years ago

მამუკა ბახტაძე უმრავლესობის წევრებს ხვდება

8 years ago
მოძღვარი, რომელმაც ძვირფასი საჩუქრები გაჭირვებულების დასახმარებლად გაყიდა

მოძღვარი, რომელმაც ძვირფასი საჩუქრები გაჭირვებულების დასახმარებლად გაყიდა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by