• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით უსუფაშვილი: “ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ორიენტირებული მოქალაქეებზე”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11219414_1024185597626465_6609130351894989718_nსაქართველო რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს და მოლდოვას შემდეგ, რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ექსპერტები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფერენციის ჩასატარებლად თბილისში პირველად შეიკრიბნენ. კონფერენციის გახსნისას, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილმა საქართველოში ღონისძიების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, ორი დღის განმავლობაში ქვეყნისთვის საყურადღებო მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობის საშუალება მოგვეცემა.

დავით უსუფაშვილი: „როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას – რატომ კეთდება ამხელა აქცენტი და რატომ ექცევა ამხელა ყურადღება სწორედ რეგიონების განვითარებას და სწორედ რეგიონული განვითარების პროცესში უთანასწორობის აღმოფხვრას? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ორიენტირებული და ფოკუსირებული მოქალაქეებზე, ადამიანებზე. ადამიანები კი ვცხოვრობთ სწორედ კონკრეტულად იმ საცხოვრისში, იმ არეალში, რასაც დღევანდელი გაგებით ჩვენ რეგიონს ვუწოდებთ, ეს არის სწორედ ის გარემო, სადაც თვითოეული ჩვენგანი, თვითოეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ოჯახის წევრები ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს, სწორედ რეგიონის დონეზე გვინდა დავინახოთ ის სიკეთეები, რასაც ეროვნული ხელისუფლება გვპირდება და აკეთებს. იმიტომ, რომ სწორედ აქ გაეცემა კონკრეტულ კითხვებს პასუხი: გვაქვს თუ არა ჩვენ სამუშაო ადგილი? ჩვენი შვილებისთვის არის თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები სათანადო ხარისხის? არის თუ არა ჯანდაცვის დაწესებულები სათანადო ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად? ბიზნესის განვითარებისთვის არის თუ არა ინფრასტრუქტურა სათანადო? ეს ყველაფერი თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში სწორედ რეგიონების დონეზე მიიღწევა ან ვერ მიიღწევა! საქართველო თავისი ზომით, მოსახლეობის რაოდენობით შესაძლოა სხვა რომელიმე ქვეყნის ერთი რეგიონის ტოლფასად წარმოვიდგინოთ, თუმცა რეგიონების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ძალიან მრავალფეროვანი გეოგრაფიული, კულტურული, კლიმატური ეთნიკური შემადგენლობა, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამოწვევას სთავაზობს.“ პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში რეგიონული განვითარების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებასა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. „თვითმმართველობის არჩევნები ეს იყო პირველი მასშტაბური მოვლენა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს თავიანთი ადგილობრივი მმართველები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჯერ კიდევ საწყისი ნაბიჯები იმ მრავალდონიანი, მრავალსისტემიანი მმართველობის მოდელის დასამკვიდრებლად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ ამოცანების ეფექტურად გადაჭრას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. თუ ჩვენ დავძლევთ უთანასწორობას რეგიონებს შორის, თუ ჩვენ ყველა რეგიონის მოსახლეობას დავანახებთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე და განვითარებაზე, მაშინ გაცილებით ნაკლები საფუძველი ექნება შესაძლო პოლიტიკურ გართულებებს. რეგიონების გაძლიერება და განვითარება არის გასაღები, ერთიანი სახელმწიფოს გაძლიერების, და არა პირიქით – ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, რაც ადგილებზე და რეგიონებში აუცილებლად წარმოშობს პრობლემებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ვიცე პრემიერი, კახა კალაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანუშ ჰერმანი მიესალმნენ. როგორც კონფერენციის დასაწყისში აღინიშნა, საერთაშორისო ფორუმი იმ საკითხების განხილვით განახლდება, რომლითაც იგი 2014 წელს კიშინიოვში დაიხურა. კონფერენციის ძირითად მიზანს კი „რეგიონული განვითარების რეალობად გადაქცევა“ წარმოადგენს. მიმდინარე კონფერენციაზე ყურადღება რეგიონულ და ადგილობრივი დონეების თვითმმართველობებზე გამახვილდება. მონაწილეები პარალელურ სესიებზე ადგილობრივი განვითარების წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და რეგიონულ განვითარებაში დიდი ქალაქების როლს, ქალაქსა და სოფელს შორის არსებულ კავშირებსა და ურბანული ცენტრების პოტენციალის საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია 1-2 ოქტომბერს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ იმუშავებს.
ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სოზარ სუბარი მექსიკელ სენატორებს შეხვდა

„პოლიტიკა გააცოცხლა ერთი ადამიანის მოსვლამ“ – სოზარ სუბარი

10 years ago
“თბილისის მიკროავტობუსი”: “თუ ისინი არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მოხდება ხელშეკრულებების გაუქმება”

თბილისის მიკროავტობუსი: “კონდენციონერების ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკეთ”

8 years ago
თურქი ტურისტების შემოსვლა ბათუმში და რიგები სარფის საბაჟოზე – საახალწლოდ ჩამოსული ტურისტების საზღვარზე გადაღებული კადრები და ბათუმელების კომენტარები

თურქი ტურისტების შემოსვლა ბათუმში და რიგები სარფის საბაჟოზე – საახალწლოდ ჩამოსული ტურისტების საზღვარზე გადაღებული კადრები და ბათუმელების კომენტარები

3 years ago
ამ დროის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,51 %-ით კახა კალაძე ლიდერობს

ამ დროის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,51 %-ით კახა კალაძე ლიდერობს

9 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by