• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ უნდა ვისარგებლოთ გაცვლითი პროგრამებით?

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

XXI საუკუნე გამოწვევებისა და ნოვაციების საუკუნეა. დღეს ცხოვრება ძალიან ჩქარი ტემპით მიმდინარეობს.  ახლა მთავარი გასაღები რითაც შეგიძლია დროს დაეწიო და თუ მოინდომებ გაუსწრო კიდეც-განათლებაა. ეს გასაღები ნებისმიერ კარს ერგება, თუმცა, რა თქმა უნდა, მის ზომასა და ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი თაობა, ახალი გამოწვევების წინაშე დგება და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. პირადად  ჩემთვის  ჩემი დღევანდელი რესპონდენტი მაგალითია იმისა თუ რა და როგორ უნდა ვაკეთოთ დღევანდელმა ახალგაზრდებმა განათლების მისაღებად. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად სტუდენტ – კახი სანიკიძეს ესაუბრა. ის ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკვე დაუგროვდა უამრავი გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისა, მოგზაურობისა და ცხოვრებისა. მას არაერთ გაცვლით პროგრამაში მიუღია მონაწილება და ახლაც აგრძელებს ამ პროგრამებით სარგებლობას.  მან გამიჩინა მოტივაცია და დამანახა, რომ მთავარია მონდომება, შრომა და შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. მთავარია გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, დაისახო მიზანი და იბრძოლო მის განსახორციელებლად. საკუთარი გამოცდილების შესახებ კი კახი სანიკიძე ინტერვიუში თავად გვესაუბრება.

12088120_1091523454193900_4619961871906382408_n

რა არის თქვენი პროფესია და რატომ აირჩიეთ ეს სპეციალობა?

– პროფესიით მედია სპეციალისტი ვარ. ბაკალავრის ხარისხი ავიღე ჟურნაილსტიკისა და მასკომუნიკაციის განხრით, მეორად პროფესიად კი სკანდინავიათმცოდნეობა ავირჩიე. მინდოდა სწავლა ისეთ სამაგისტრო პროგრამაზე გამეგრძელებინა, რომელიც ჩემს ორივე პროფესიას გააერთიანებდა, ამიტომ შვედეთში წავედი ციფრული მედიის სასწავლად. ქვეყანაში ცხოვრება მეხმარება, რომ ენა კიდევ უფრო მეტად დავხვეწო, ციფრული მედია კი მედიის მომავალია, უფრო სწორად კი უკვე აწმყო.

დაწვრილებით გვიამბეთ იმ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლითაც თავად უკვე ისარგებლეთ… (ახალგაზრდებს მიეცით რჩევა, როგორ უნდა ისარგებლონ ამ გაცვლითი პროგრამებით)

– გაცვლითი პროგრამები საკმაოდ ბევრია და საბედნიეროდ ქართველ სტუდენტებს აქვთ ბევრი შესაძლებლობა მათი გამოყენების. საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტები ჩართული არიან ერასმუსის პროგრამაში, რისი წყალობითაც სტუდენტებს შეუძლიათ ერთი სემესტრი ან ერთი აკადემიური წელი გაატარონ რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში. პირადად მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, რომელსაც ბილატერული ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული რამდენიმე უნივერსიტეტთან. ჩემი არჩევანი ტარტუს უნივერსიტეტი იყო, ესტონეთში. ასევე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტმა გამგზავნა შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, სასწავლებლად და ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში. ეს შიდა საუნივერსიტეტო კონკურსები საჯაროა და ან დეპარტამენტში შეუძლია სტუდენტს გაიგოს მეტი ინფორმაცია ან უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გაცვლითი სემესტრის დროს მიღებული გამოცდილება არის შეუდარებელი როგორც ცოდნის, ისე გართობის და სოციალური კონტაქტების შეძენის მხრივ.  ყველა სტუდენტს ვურჩევ სწავლა ისე არ დაამთავრონ, რომ თუნდაც ერთი სემესტრი არ გაატარონ უცხოეთის რომელიმე უნივერსტეტში.

377354_325335960812657_405561235_n

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო განათლების ცენტრი შეიქმნა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ ქართველი სტუდენტებს აფინანსებს, ახლა თქვენ ამ პროგრამით სარგებლობთ. გვიამბეთ რამდენად მარტივი იყო ამ პროგრამაში ჩართვა და რა არის ამ პროგრამის მიზანი?

– ნამდვილად, განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს პრემიერის ინიციატივით დაარსდა. მე ვიყავი იმ პირველი ნაკადის ერთ–ერთი წევრი, რომელმაც დაფინანსება მიიღო ცენტრისგან. ცენტრმა დამიფინანსა უნივერსიტეტის სწავლის საფასური და საცხოვრებელი ხარჯები პირველი წლის განმავლობაში. ზაფხულში კი, მას შემდეგ რაც ნიშნების ფურცელი წარვადგინე და დავადასტურე, რომ  პირველი აკადემიური წელი წარმატებით დავხურე, ცენტრმა თანხა მაგისტრატურის მეორე წლისთვისაც გამომიყო. კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ მარტივია. უნივერსიტეტს თავად სტუდენტი ირჩევს და საბუთებსაც დამოუკიდებლად აგროვებს. მას შემდეგ რაც უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტისგან ჩამოვა უპირობო მიღების წერილი, სტუდენტი  მიმართავს  განათლების საერთაშორისო ცენტრს და თხოვს დაფინანსებას. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მისი თხოვნა დაკმაყოფილდება. აპლიკაცია ონლაინ რეჟიმში ივსება, რაც ერთობ მოსახერხებელია.

რამდენად მარტივია ყოველჯერზე ახალი გარემოს შეგუება?

– მარტივი არ არის, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების დიდი გამოცდილება დამიგროვდა,  ყოველთვის  როდესაც ახალ ქვეყანაში გადავდივარ, ვღელავ. თუმცა ალბათ ეს ღელვა და უცხოს ნახვის სურვილია რის გამოც, კიდევ უფრო მეტის და მეტის ნახვის წყურვილი მკლავს. ინგლისი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა სხვა ევროპული ქვეყნებთან შედარებით. ევროპაში ყოველთვის თავს სახლში ვგრძნობ და ადვილად ვეჩვევი გარემოს. თუმცა ინგლისი ის ევროპული ქვეყანა იყო, სადაც ბევრი ახალი რაღაცის სწავლა მომიხდა, საგზაო მოძრაობიდან დაწყებული ონკანის გამოყენებით დამთავრებული. ძალიან მომწონს საკუთარი თავის გამოწვევა და სირთულეებთან ჭიდილი, ამიტომ ვცდილობ საცხოვრებელი ადგილი ხშირად შევიცვალო, გავეცნო ახალ ქვეყნებს, კულტურებს და საგანმანათლებლო სისტემებს. ამჟამად ვსწავლობ ინგლისში, სასექსის უნივერსიტეტში ერასმუსის გაცვლითი პროგრამით. სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ კი ისევ შვედეთში დავბრუნდები სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად. ინგლისში სწავლა განსაკუთრებულია, ქვეყანას ემჩნევა ეკონომიკური სიძლიერე. მედია ლაბორატორიაში გვაქვს უამრავი მაღალი დონის ტექნიკა, კომპიუტერები გამოყოფილია ყველა სტუდენტისთვის,  ყოველ მხრივ ძალიან ორგანიზებული სკოლაა. ჩემი პროგრამა შვედეთში ძირითადად თეორიულია, მოგეხსენებათ ციფრული მედია ისეთი სპეციალობაა, სადაც პრაქტიკული უნარები ძალიან საჭიროა, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა კიდევ ერთი გაცვლითი სემესტრი და ჩამოვსულიყავი აქ. სასექსის უნივერსიტეტი ჩემთვის მეშვიდე უნივერსიტეტია, სადაცვ ვსწავლობ.

10402734_830780060268242_3808812218304581969_nგარდა იმისა, რომ მოგცათ განათლება და გამოცდილება, რა მიიღეთ ამ გაცვლითი პროგრამებით?

– გაცვლითი პროგრამა და ზოგადად უცხოეთში ცხოვრება ძალიან დიდ გავლენას ახდენს სტუდენტზე. სახლიდან, ოჯახისგან შორს,  როდესაც ხარ ყველაფერს ბევრად უფრო მალე სწავლობ, ხდები ძალიან დამოუკიდებელი და თავდაჯერებული. გაცვლითი პროგრამების წყალობით ასევე შევიძინე უამრავი მეგობარი მთელი მსოფლიოდან. მოგზაურობის დროს სასტუმროში დარჩენა აღარ მიწევს, რადგან ყველაგან მყავს მეგობრები. სოციალურ ქსელში შესვლაც ძალიან საინტერესოა. რამე მნიშვნელოვანი როდესაც ხდება რომელიმე ქვეყანაში, ყოველთვის მყავს ნაცნობი იქიდან და შემიძლია ინფორმაცია პირველი წყაროდან მივიღო.

ვიცი, რომ თქვენ საშუალება გქონდათ გემოგზაურათ სხვადასხვა ქვეყანაში, როგორია თქვენი შთაბეჭდილება? რომელ ქვეყანას გამოყოფდით და რატომ?

– ყველა ქვეყანა რაღაც ნიშნით გამორჩეულია. ბევრი ქართველი მოგზაურობს პარიზში, რომში, კაიროში და სხვა ტურისტულ ადგილებში. უდავოდ საინტერესო ქალაქებია ყველა, თუმცა მე ყოველთვის ნაკლებად პოპულარული ქვეყნები მიზიდავდა.  18 წლის როდესაც ვიყავი და გავიმარჯვე პროგრამაში, რომელიც შესაძლებელობას მაძლევდა გამევლო სტაჟირება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში, მე ავირჩიე სერბეთი და ეს არჩევანი არასდროს მინანია. ჩემი საყვარელი ქვეყანა კი შვედეთია. სტოკჰოლმის “გამლა სტანი” ანუ ძველი უბანი, ეს  არის ულამაზესი ადგილი. იქ სეირნობა არასდროს მომბეზრდება. ასევე მომეწონა ბელგიის პატარა ქალაქები გენტი და ბრიუგე. საბერძნეთის კუნძულები, ქალაქი პორტო პორტუგალიაში, უდაბნოები ემირატებში და სხვა მრავალი. შვედეთს იმიტომ გამოვარჩევ, რომ გარდა სილამაზისა ძალიან განვითარებული ქვეყანაა. სამედიცინო მომსახურება, სკოლა, უნივერსიტეტი, ყველაფერი უფასოა. არის ეკოლოგიურად ძალიან სუფთა და მწვანეშია ჩაფლული ყველა ქალაქი. შვედეთის გენდერული თანასწორობაც მსოფლიოში ცნობილია. ზოგადად ადამიანთა უფლებები ძალიან კარგად არის დაცული. ღარიბსა და მდიდარს შორის სხვაობა ანუ „ჯინის კოეფიციენტი“ ძალიან მცირეა. შვედები სასიამოვნო გარეგნობის და გამორჩეულად დახვეწილი გემოვნების ხალხია. ყველა ეს და კიდევ სხვა მრავალი მიზეზი შვედეთს ერთ–ერთ საუკეთესო ქვეყანას ხდის საცხოვრებლად.

როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა თვისებებია საჭირო წარმეტების მისაღწევად?

– პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა. შენ თუ არ გჯერა შენი წარმატების ვერც სხვას ვერ დააჯერებ. აუცილებელია საკუთარ თავში კარგად იყო გარკვეული. ზუსტად იცოდე რას მოელი როგორც საკუთარი თავისაგან, ისე გარშემომყოფებისაგან. აუცილებელია დაგეგმვა და საკუთარი თავის პერიოდულად შეფასება. სასურველია განათლებული და გამოცდილი ხალხის სიახლოვეს ტრიალი, რომ პროგრესი არ შეწყვიტო და მუდმივად ისწავლო რაიმე. ასევე არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს მადლიერება. მე ყოველთვის მადლიერი ვარ ყველა იმ შემოთავაზების თუ ინფორმაციის, რომელიც ჩემს მეგობრებს ჩემთვის გაუზიარებიათ.

თქვენ გაქვთ შეხება როგორც ქართველ ასევე უცხოელ ახალგაზრდებთან, როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი განსხვავება მათ შორის?

– ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის დიდი განსხვავება არაა. განსხვავება უფრო საგანმანათლებლო სისტემებშია. ქართველი სტუდენტები, რომლებიც უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ჩემთან ერთად, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ სხვა უცხოელ თანაკლასელებს.

12038131_1085231618156417_8265841396884741224_n

რა არის თქვენი მიზანი? რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში

– ინგლისში სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩამოვედი და ვფიქრობდი, რომ გრძელი და ნაყოფიერი ზაფხულის შემდეგ შესანიშნავი დრო იყო სწავლის დასაწყებად. უცებ კი გამოჩნდა შესაძლებლობა და მივფრინავ ხორვატიაში ევროკავშირის ერთ-ერთ პროექტზე, როგორც ბრიტანეთის წარმომადგენელი. ასე რომ სწავლას მომდევნო კვირიდან შევუდგები. წინასწარ დაგეგმვა ძალიან კარგია, რომ სწორ გზას არ აცდე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იყო მზად და ენთუზიაზმით დათანხმდე იმ საინტერესო და სასარგებლო შემოთავაზებს, რომელიც ცხოვრებაში არაერთია.

 ესაუბრა

ანო მუქათარიძე

ano mukataridze

Share2Tweet1

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026

საინტერესო

იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

„OGP“-ის გლობალური სამიტისთვის რეგისტრაცია დაიწყო

8 years ago
„პუტინი უნგრეთის პრემიერს უკრაინის ერთ-ერთ ნაწილს დაჰპირდა“ – ქვეყნის რომელ ტერიტორიაზე საუბრობს მედია 

„პუტინი უნგრეთის პრემიერს უკრაინის ერთ-ერთ ნაწილს დაჰპირდა“ – ქვეყნის რომელ ტერიტორიაზე საუბრობს მედია 

4 years ago
26 სექტემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

თბილისში მიმდინარე კვირა თბილი და მზიანი იქნება

9 years ago
სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბიტურიენტი მსჯავრდებულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაასაჩუქრა

10 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by