• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

12112130_623963534373753_1782209158622939849_n“ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა “გაზპრომთან”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა , ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ კახა კალაძე პარლამენტში მივიდეს და “გაზპრომთან” დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი გასცეს, კახა კალაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავისთან ენერგეტიკის სამინისტროში მიიპატიჟა. “მე, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ. თავისუფლად შეუძლიათ მობრძანდნენ ენერგეტიკის სამინისტროში. მე გუშინ მოვუსმინე გარკვეული პარტიების განცხადებებს. შემიძლია გითხრათ, რომ ღია კარებს ამტვრევენ. აბსოლუტურად გაუგებარია, გაუმართლებელია ის განცხადებები, რა ჭრილშიც ისინი აკეთებენ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, აზიის ქვეყნები, კავკასიაში მდებარე ქვეყნები, ყველა, წლებია თანამშრომლობს “გაზპრომთან”. ჩვენი ხელისუფლება, წინა და იმის წინა ხელისუფლება თანამშრომლობდა “გაზპრომთან” და მე ვფიქრობ, პრობლემა არ შექმნილა. დღეს რატომ წამოიწია ეს საკითხი, როდესაც ჩვენ ყოველწლიურ რეჟიმში ვახორციელებთ ამ კომპანიასთან მოლაპარაკებას. ყოველწლიურად შემოგვაქვს ბუნებრივი აირი რუსეთიდან, ვფიქრობ, გაუგებარია ეს განცხადებები”, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, როცა კახა კალაძე “გაზპრომის” წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრას, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დარგში არსებული თანამშრომლობა. “კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ვთანამშრომლობთ “ინტერრაოსთან”, შემოგვაქვს ელექტროენერგია რუსეთიდან. მაშინაც კი, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, 2008 წელს, ბუნებრივი აირიც, ელექტროენერგიაც რუსეთიდან შემოგვქონდა და პრობლემა და კითხვა არ გაჩენილა და რატომ ჩნდება დღეს. წინა ხელისუფლების ხერხემალი ღიად ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს ინვესტიციებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა და ენერგეტიკულ მიმართულებას ნუ გავაპოლიტიკურებთ. ნუ გადავიყვანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში. ეს ურთიერთობები წლების წინ იყო, არის და მომავალშიც იქნება”, – განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არავითარ დივერსიფიკაციაზე აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, კალაძემ აღნიშნა, რომ დივერსიფიკაცია დღესაც არის. “ჩვენ მარტო ერთი მომწოდებელი არ გვყავს. ბუნებრივ აირს ჩვენ ვიღებთ აზერბაიჯანიდან, ასევე რუსეთიდან, მომავალში რა იქნება ამ მიმართულებით, ვნახოთ. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ზოგადად მსოფლიოში. ისეთი ქვეყნები უკვე მისაღები ხდება, რომლებიც წლების განმავლობაში მიუღებელი იყო. ანუ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

არტისტები ვართ ეს ქართველები

არტისტები ვართ ეს ქართველები

11 years ago

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

13 years ago
იანის სარტსი: „ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში“

იანის სარტსი: „ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადეკვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში“

12 years ago
აფხაზეთის ე.წ.პარლამენტი სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის სოხუმში შეხვედრას სთავაზობს

აფხაზეთის ე.წ.პარლამენტი სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის სოხუმში შეხვედრას სთავაზობს

6 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by