• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არტისტები ვართ ეს ქართველები

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მკითხველის ბლოგი
A A
არტისტები ვართ ეს ქართველები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

msaxiobebi“ცხოვრება – სცენა, დახეული სცენის ფარდები. ამ სცენის გარეთ ვიღუპები, ვკვდები, ვთავდები…” უცნობი ავტორი

 ო, როგორ გვიყვარს თამაში, საკუთარ და სხვის ნერვებზე, თუმცა სცენაზე ყველაზე მეტად. თუ ვაღიარებთ, ამას მხოლოდ ერთი რამისთვის ვაკეთებთ- აპლოდისმენტებისთვის. სულ ველოდებით, რომ ვიღაც დარბაზში ისე აღფრთოვანდება, რომ მხოლოდ ორი მტევნის ერთმანეთზე გაწითლებამდე ტყაპა-ტყუპით არ შემოიფარგლება და ამავე მტევნებიდან რომელიმეზე მდებარე ორ თითს პირში უხეშად ჩაიდებს, მერე მთელი ძალით გამოუშვებს ჰაერს ფილტვებიდან და ერთს გემრიელად დაუსტვენს. მე შენ გეტყვი და არ ვიმსახურებთ?

ნიჭიერები ვართ და საერთოდაც, არტისტობა ჩვენი მოწოდებაა, ჩვენი, ანუ ქართველების. რატომ? მაცადეთ, ბატონო, და აგიხსნით აქვე, შინაურულად.

რომ ვუფიქრდები, ჩვენი არტისტობა ძალთა განგებამ განაპირობა. მშვენიერი სცენა გვაქვს, ერთ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული, ახლა მართალია სცენის გარკვეული მონაკვეთები მეზობელი თეატრის დირექტორებმა მიისაკუთრეს, მაგრამ ეგ არაფერი. გასტროლებზე იქნებ ჩამოვიდეს საზღვარგარეთის რომელიმე განთქმული დასი და ამ მეზობელი თეატრის დირექტორმა დაგვითმოს ის, რაც ისედაც ჩვენ გვეკუთვნის. ამაზე მერე იყოს…

სცენა მშვენიერი ბუნებრივი დეკორაციითაა გაფორმებული: აქეთ ზღვა, იქით მთა, მღვიმეები, კანიონები, უღელტეხილები და რა ვიცი, რა გინდა სულო და გულო. მაგრამ ეს არ კმარა, სცენის გარდა არაჩვეულებრივი სცენარისტები გვყავს. გააჩნია მსახიობის ასაკს. ჯერ მშობლები გვიწერენ სცენარს, მერე – ცოლები ან ქმრები, ნათესავების დახმარებით. ასტროლოგებიც არიან ჩაბმული ამ საქმეში, იმათ ვენაცვალე, წარმოგიდგენია, ყოველდღიურად გეუბნებიან, რა ფერის სამოსი მოგიხდება, დღის რომელი მონაკვეთი უნდა დაუთმო საყვარელ ადამიანს და რომელი ზოგადსაკაცობრიო ფიქრებს. მერე, თუ ასაკოვანი მსახიობი ხარ, ექიმია შენი სცენარისტი, საათების მიხედვით გაწერილი გაქვს გრაფიკი, ის არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა დალიო, ეგ არ უნდა ქნა და ა.შ. სახალისო სცენარები იწერება ხოლმე, მაგრამ აქ იმპროვიზაცია გამორიცხულია. შესაძლოა, ის სი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.

ახლა რეჟისორებს ნუღარ იკითხავ, 5 წელიწადში ერთხელ იცვლებიან, ამას წინათ რომ იყო ერთი, სახელი აღარ მახსოვს, იმან თითქოს ივარგაო, ამბობენ. შეღება სცენა, დადგა ახალი დეკორაცია, მაგრამ ნუ იტყვი და ფასადური აღმოჩნდა. სხვათაშორის, ამასწინათ ჩვენს დეკორატორს ჩაუვარდა ფეხი სცენის ორმოში, რით ვეღარ დაამთავრეს ამოვსებები და დაგებები?!

მსახიობებიც ვარგივართ, ისე ბუნებრივად ვთამაშობთ, სინამდვილე გეგონება. ამას წინათ ვდგამდით მე და ჩემი კარის მეზობელი გულწრფელი პატიჟისა და გულთბილი მილოცვის სცენას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასში ასტრონომიული დახვეწილობა ვიგრძენი, რამდენიმე წამით კი გავიფიქრე, მართლა ხომ არ უხარია, მანქანა რომ ვიყიდეთ და მართლა ხომ არ მეპატიჟება ჭიქა ყავაზე-მეთქი. მაგრამ მერე გამახსენდა, სათაურში რაც გითხარით და თამაში განვაგრძე.

ჰოდა, ამ გენიალურობის შემყურემ, ვიფიქრე თეატრალურ ინსტიტუტში ხომ არ დავამატოთ ქართველობის ფაკულტეტი-მეთქი? რატომაც არა? ერთობ საინტერესო ლექციები იქნება, სტუდენტები შეისწავლიან, მაგალითად, როგორ უნდა შევქმნათ ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომ მუდმივად კუმირებს, კერპებს და ლიდერებს ვეძებდეთ, აქვე წამოიწევა ჩვენი ისტორიული ანალიზის მუდმივი თემა: სტალინი უფრო მაგარი იყო, თუ ბერია. სტუდენტები გაიგებენ იმასაც, რომ ჩვენი ლიტერატურული აზროვნება ვერ გასცდა საკითხს – „დათა თუთაშხია“ მართლა ამირეჯიბისაა თუ კონსტანტინეს მოპარა. ვისთან ,,დადიოდა“ რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის დედა და არის თუ არა ის ქართველი.

სასწავლო პროცესი, რომ არ გადაიტვირთოს, პრაქტიკულად შევასწავლით ისეთ სახალისო სიტუაციებს როგორებიცაა: ღიპიანი თამადობა და რამდენიც ჩაგეტევა იმდენის ჩასხმა მუცელში, წამიერად ყველას შეყვარების და დაძმობილების ფენომენი ქართულ სუფრაზე. ქელეხში დატირების რიტუალის სწავლებისთვის, მოვიწვევთ პროფესორებს გურიიდან. სამეგრელოდან კი გვესტუმრებიან ის ადამიანები, რომლებიც განიხილავენ, როგორ გავიგოთ მთელმა სანათესაომ, იყო თუ არა ჩვენი რძალი პირველ ღამეს ქალიშვილი. საგამოცდოდ კი ქართველი მოღალატე ვაჟკაცი წაიკითხავს ლექსს (გამოთქმით): ,,ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე სხვისი ლამაზი მინდა.“ამ და სხვა უამრავი საინტერესო საკითხის შესწავლის შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება სცენაზე დასადგომად.

ახლა კი, ყურადღება! სცენაზეა საქართველო. ფარდა იხსნება და ისმის ყველასთვის საყვარელი ,,ჩემო კარგო ქვეყანავ…“, სცენაზე ვდგავართ ყველანი, ასტრონომიული დახვეწილობით ვასრულებით გინდ კომედიას, დრამას, მელოდრამას, მიუზიკლს… მერე ტაშს გვიკრავენ, ხელის გულების დაწითლებამდე. ანშლაგია.

ფარდა იხურება.

დეკორაცია ინახება.

მსახიობები ვიძინებთ.

ვინმემ გამორთეთ რა ეს სიბნელე სცენაზე.

გვანცა დევიძე 

ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

გიორგი ქობულია- ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სამთავრობო და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილი იქნება

გიორგი ქობულია- ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სამთავრობო და სხვა ღონისძიებების ჩატარების ადგილი იქნება

7 years ago
„უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული…“ – ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში

„უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული…“ – ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში

2 years ago
რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში, კორპუსიდან 17 წლის გოგო გადმოვარდა

2 years ago
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტი გამოვლინდა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by