მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას – ამ სიტყვებით შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში, რომელსაც მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.
„პარლამენტის სპიკერი შეხვდა პოლ რაიანს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე არა ერთ კონგრესმენს, სენატორს და მას ჰქონდა ასევე ძალიან საინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. ამ ვიზიტისდროს კიდევ ერთხელ დადასტურდა მყარი მხარდაჭერა აშშ-ის, საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი,ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზეიყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ძალიანმნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ დაადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატება. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას ამურთიერთობების და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, “- აღნიშნა პრემიერმა.