• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სიყვარულის შენარჩუნება მეცნიერული მეთოდით – 100%-იანი გარანტია!

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სიყვარულის შენარჩუნება მეცნიერული მეთოდით – 100%-იანი გარანტია!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
siyvaruliართურ არონი, ამერიკელი ფსიქოლოგი, ცნობილია არამხოლოდ 36 კითხვით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უცხო ადამიანს შევაყვაროთ თავი, ნამდვილი მეცნიერი სიყვარულის ფსიქოლოგიურ ფენომენს იკვლევს. კვლევა, სახელწოდებით “შეყვარება 36 კითხვის მეშვეობით”, 20 წლის წინ ჩატარდა და დღემდე გაოცებას იწვევს.
შეყვარება ბოლოს და ბოლოს, ძალიანაც რთული არ არის. უფრო საინტერესოა, როგორ შევინარჩუნოთ ეს გრძნობა წლების განმავლობაში, ყოველდღიური რუტინის მიუხედავად. არონს ამ საკითხზე ძალზე საინტერესო პასუხი გააჩნია: პიროვნების ზრდა: ძირითადი ინსტინქტი არონი პიროვნების ზრდის თეორიას ემხრობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გამუდმებით გვესაჭიროება ახალი შთაბეჭდილებების, ცოდნის, გამოცდილების მიღება. ამის საუკეთესო საშუალება კი – სიყვარულია.
პიროვნება პარტნიორის ხარჯზე სწრაფად იზრდება – ახალი სურნელები, ცოდნა, განცდები, მეგობრები და ნათესავებიც კი. ეს, რაღა თქმა უნდა, ორმხრივი პროცესია – პარტნიორიც იზრდება პიროვნულად. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ განვიცდით მტკივნეულად განშორებას, სწორედ ის არის, რომ პიროვნების ზრდის ნაცვლად, ამ დროს პირიქით, დაკნინება ხდება, ჩვენ უფრო “პატარები” ვხდებით, ეს კი ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.
პირველი, ურთიერთზრდის საოცარი განცდა, როდესაც წყვილს საერთო ინტერესები გააჩნია, ათას სისულელეზე შეუძლიათ დილამდე იცინონ, გაუზიარონ საიდუმლო, გამოცდილებები, უკვე წარსულშია (ეს პერიოდი დაახლოებით 6 თვიდან 2 წლამდე გრძელდება). მერე უკვე პარტნიორებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან და ზრდაც წყდება. ხანდახან, ასეთ სიტუაციას ბავშვის გაჩენა შველის – ხელს უწყობს ცნობიერების გაფართოებას.
ბავშვები იზრდებიან, იცვლებიან, შეიცნობენ სამყაროს და ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად ხდება. მაგრამ წყვილების უმეტესობისთვის ეს საკმარისი არ არის. ადამიანური ექსპერიმენტები თავდაპირველად, შეიძლება ბანალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.
არონმა კოლეგებთან ერთად რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლებიც ხანგრძლივ ურთიერთობას ეხება. მან 53 საშუალო ასაკის წყვილი შეარჩია და სთხოვა, 10 კვირის განმავლობაში მის მითითებებს დამორჩილებოდნენ. წყვილების მესამედს აქტიური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა: თხილამურები, ცეკვა, კონცერტები, ლაშქრობა. მეორე ჯგუფს სასიამოვნო, მაგრამ ნაკლებად აქტიური დასვენება დაევალა: კინო, რესტორნები, მეგობრებთან სტუმრობა.
მესამე ჯგუფი კი საკონტროლო იყო და ჩვეული რიტმით განაგრძობდა ცხოვრებას. აღმოჩნდა, რომ ქორწინებით კმაყოფილი სწორედ პირველი ჯგუფი გახლდათ, რომელმაც აქტიურად და საინტერესოდ დაისვენა. მეტად ზუსტი და კონტროლირებადი ექსპერიმენტი ლაბორატორიაში ჩატარდა.
წყვილების ნახევარს დაევალა, მათთვის ჩვეული საქმიანობით დაკავებულიყვნენ. მეორე ნახევარს კი, უცნაური და აზარტული რამ შეასრულებინეს – ისინი ერთმანეთზე ხელ-ფეხით გადააბეს და აიძულეს, ასე გადაბმულებს ეხოხათ და წინააღმდეგობები გადაელახათ – თავებით ხის კასრები ადგილიდან უნდა დაეძრათ. ამ ექსპერიმენტითაც ცხადი გახდა, რომ მეორე წყვილი ურთიერთობებით იმათზე მეტად კმაყოფილი იყო, ვიდრე ის წყვილი, ვინც ჩვეულებისამებრ, მონოტონურად ატარებდა ყოფას.
ფსიქოლოგების რჩევა, მეტი დრო გავატაროთ პარტნიორთან და ერთობლივად დავკავდეთ საოჯახო საქმეებით – უსარგებლო რამაა. მთავარი ისაა, რისკენ მივყავართ ამ თეორიას. “თუ ურთიერთობები პიროვნების ზრდის საშუალებას არ იძლევა, პარტნიორების ერთად ყოფნამ შეიძლება უკუჩვენება გამოიწვიოს”.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რისთვის უნდა გავატაროთ მეტი დრო ერთად, თუ მას ერთსა და იმავე სერიალების ყურებასა და სახლის დალაგებაში ვატარებთ? დოქტორი არონი გვირჩევს, თავი ავარიდოთ რუტინებს.
გასაგებია, რომ ყველა წყვილი ვერ შეძლებს ერთად ევერესტის დალაშქვრას, მაგრამ სავახშმოდ ერთსა და იმავე რესტორნის ნაცვლად, ყოველ ჯერზე სხვადასხვას თუ ესტუმრებით, ესაც ახალი შთბეჭდილება და სასიამოვნო განცდა იქნება. და მნიშვნელობა არ აქვს, თუკი თქვენი საყვარელი რესტორანი საუკეთესოა, დანარჩენები კი – ისე რა. ყოველი უქმეზე ახალ-ახალი ჰობი უნდა აღმოაჩინოთ და ერთად აკეთოთ ეს საქმე.
წყარო: marao.ge
ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექტემბრის თვის და იანვარ-სექტემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

11 years ago
სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან…

სპორტსმენები აზარტული თამაშების რეგულაციებზე: ან ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან სპორტიდან…

5 years ago

“ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდში მოხდება”

11 years ago
პოლიციელებმა აქციაზე სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას ნახმარი წინდა მისცეს სისხლის შესაჩერებლად – უფლებები საქართველო

პოლიციელებმა აქციაზე სასტიკად ნაცემ ახალგაზრდას ნახმარი წინდა მისცეს სისხლის შესაჩერებლად – უფლებები საქართველო

2 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by