თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული კანდიდატურა, კონკურსის საფუძველზე, კომისიამ შეარჩია და დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობას დასანიშნად თბილისის მერმა წარუდგინა.
ასევე, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე დაინიშნა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.











