• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა დიდი პრობლემის წინაშე დგას ებრაული საზოგადოება?!

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა დიდი პრობლემის წინაშე დგას ებრაული საზოგადოება?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ მოცემული სტატიით ასრულებს წამოწყებას საზოგადოებისთვის გაეცნო იმ რელიგიური მიმდინარეობების საქმიანობა, ღონისძიებები, არსებული თუ, უკვე მოგვარებული პრობლემები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ განსაზღვრული ოდენობით ფინანსდებიან. ასევე ჩვენ დავინტერესდით თუ, როგორ აფასებს თითოეული მათგანი რელიგიის სააგენტოს საქმიანობას, რამდენად სამართლიან  გარემოში უწევთ მათ არსებობა და როგორ ესახებათ სამომავლოდ ჩვენ ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესება. აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ დაუკავშირდი იუდეური თემის წარმომადგენელს – თბილისის სალოცავის მთავარ გაბაის მერაბ ჩანჩალაშვილს.

ებრაული თემი

გვიამბეთ იუდეური თემის შესახებ, რამდენი ხნის ისტორია აქვს მას საქართველოში?

– საქართველოში ებრაელთა შემოსვლა აღინიშნა 2600 წლის წინ. იუდეური თემი 176 წელია უკვე რაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში.  ეს რაც კალენდარია, ისე შესაძლოა უფრო ადრეც არსებობდა.

დღევანდელი მონაცემებით რამდენია თქვენი მრევლი და რა სახის ურთიერთობა გაქვთ მათთან?

– ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან არ იყო ზუსტი აღრიცხვა.  ალბათ 5 და 8 ათასის ფარგლებში.

მრევლთან გვაქვს ყველა სახის ურთიერთობები, როგორც რელიგიური, ისე პირადი და საზოგადოებრივი.

დღესდღეობით რა სახის პრობლემებს აწყდება თქვენი რელიგიური მიმდინარეობა?

– იგივე პრობლემებს რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა აწყდება. შეიძლება რაღაც ყოფითი პრობლემა იყოს,  რომელიმე ჩინოვნიკმა არ იცოდეს რაღაც და გვიწევს ხოლმე ახსნა.  მწვავე პრობლემა არ გვქონია.

როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლებთან საქართველოში?

– ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სხვა რელიგიური მიმდინარეობის  წარმომადგენლებთან. ხშირად ამას ოფიციალური ხასიათი არ აქვს, მაგრამ ბევრი ღონისძიება გაგვიმართავს ერთობლივად. რელიგიის სააგენტოს შექმნის შემდეგ, ჩვენს შორის თანამშრომლობა უფრო  გაღრმავდა.

როგორ შეაფსებდით რელიგიის სააგენტოს საქმიანობას, ხართ თუ არა კმაყოფილი მისი მუშაობით?

– მე პირადად დადებითად შევაფასებდი, რამეთუ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. მართალია, ჩვენ დიდი ჩარევები არ გვჭირდება, იმიტომ რომ ისეთ პრობლემებს ვერ ვხედავთ. ხაზ გასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველა მთავრობასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რელიგიის სააგენტოს ჩამოყალიბებით უფრო თვალსაჩინო და ორგანიზებული გახდა ეს ურთიერთობა. პრობლემებს ფაქტიურად ჩვენ თავად ვაგვარებთ, ოღონდ ყოველთვის ვგრძნობთ რელიგიის სააგენტოს გვერდით დგომას. თუმცა, სააგენტოს ჩარევა ჯერ არ დაგვჭირვებია.

სინაგოგების გაფორმება დავიწყეთ. ამ შემთხვევაში სააგენტოს მეშვეობით ხდება ეს პროცესი და ჯერ ჯერობით არცერთზე უარი არ მიგვიღია. ყველა მოქმედი სინაგოგა გადმოეცემა ებრაულ თემს.

თქვენ იმ კონფესიების რიცხვში მოხვდით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბატონო მერაბ,  რა შეიცვალა იუდეური თემისთვის მას შემდეგ რაც სახელმწიფომ ეს პროგრამა განახორციელა?

– სასიკეთოდ შეიცვალა მდგომარეობა რა თქმა უნდა. ფინანსები როცა გაქვს უფრო თავისუფალი ხარ მოვალეობა, ვალდებულებების შესრულებაში, თუნდაც საქველმოქმედო საქმიანობაში. ჩვენც ამ ფინანსებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ სინაგოგებს აღარ შეექმნებათ პრობლემები კომუნალური გადასახადების, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მხრივ იქნება ეს თუ, რელიგიური დღესასწაულების ორგანიზებისათვის. ასევე, აღზრდა-განათლებისთვის გამოიყენება ეს თანხები, ებრაული სკოლებისთვის და ბანაკებისთვის.

მადლობის  მეტი რა გვეთქმის, წინათ ესეც არ იყო, მაგრამ მაინც ურთიერთგაგებით კეთდებოდა ყველაფერი. ეს თანხები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ ვუყუროთ სხვას ხელებში და ჩვენც რაღაც ვაწარმოოთ, ვარემონტოთ ჩვენი სინაგოგები.

ებრაული თემი

ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ყველა მთავრობა გაგებით ეკიდებოდა ჩვენ პრობლემებს, მაგრამ ახლა, თავად ბიძინა ივანიშვილმა პირადი ხარჯებით დააფინანსა და გაარემონტა საქართველოში მოქმედი სინაგოგების 60%. თითქმის თავიდან აშენდა საქართველოში ებრაელთა მუზეუმი, ესეც მისი პირადი ფინანსებით, მაგრამ ეს მაინც ამ მთავრობას ეწერება.

მანამდე რის ხარჯზე არსებობდა იუდეური თემი? რა იყო თქვენი შემოსავალი?

– შემოწირულობებით. მანამდე იყო შემთხვევები, როცა სინაგოგები ელექტრო-ენერგიის გადასახადს ვერ იხდიდნენ,  ჰქონდათ წყლის გადაკეტვის საშიშროება. შეიძლება ყველგან არ არის მრევლი, მაგრამ სინაგოგა ჩვენთვის წმინდა ადგილია და შენახვა, რეაბილიტაცია, მოვლა სჭირდება, დარაჯი იქნება თუ კომუნალური გადასახადები და ამ მხრივ თავისუფლები ვართ.

ძირითადად რა ღონისძიებებს, პროექტებს ახორციელებთ რელიგიის სააგენტოს მიერ იუდეურ თემისთვის გამოყოფილი თანხებით და რამდენად გამოიყენება ის მრევლის კეთილდღეობისთვის?

– ეს თანხები სრულიად, მიზნობრივად ხმარდება ებრაული თემის, ებრაული სკოლების, სინაგოგების ფუნქციონირების ხარჯებს. სხვაგან ეს შემოსავალი არსად არ მიდის. ხმარდება მხოლოდ ებრაულ საქმეს.

გვაქვს ძალიან ბევრი ღონისძიებები ჩატარებული. არის ებრაული დღესასწაულები, რომელიც გარკვეულ ღონისძიებებს მოიცავს, წესები, ადათები და მათ ვიცავთ. გასულ თვეს იყო ოთხი დღესასწაული, რომლის დროსაც საჭირო იყო ერთი კვირის მანძილზე  გაშლილიყო სუფრა და დაპურებულიყი გაჭირვეულები, ღარიბები, ამისთვის უნდა  მოწყობილიყო შესაბამისი იფრასტრუქტურა.

ყოველთვიური ხარჯები სჭირდება გარემონტებულ სინაგოგასაც. ყველა ებრაული დღესასწაული ტარდება თავის დროს და შესაბამისი წესების დაცვით. ამისთვისაც ვიყენებთ დაფინანსებას.

როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ ტოლერანტულ გარემოს, რა არის საჭირო იმისთვის რომ ამ ხმრივ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს და გაუმჯობესდეს?

– ტოლერატულობას ყველაზე მეტად წარმოსახავს დღევანდელი მდგომარეობა, თუნდაც აი ამ პატარა უბანში(ძველი თბილისი) ამდენი კონფესია ერთად ცხოვრობს. მე ვთვლი, რომ ხელოვნური ჩარევები არ არის საჭირო ხალხი ყოველთვის პოულობს ერთმანეთთან მისასვლელ გზას. პირიქით ხელი არავინ არ შეგვიშალოს და ყოველთვის გამოვნახავთ საერთო ენას.

ბატონო მერაბ, დასასრულს გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ?

– საერთოდ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვართ იმ მხრივ რომ ბევრი ებრაელი წავიდა საქართველოდან და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. რაც ცოტანი ვართ უფრო და უფრო გვიჭირს ერთმანეთთან დაკავშირება, იმიტომ რომ არის რეგიონები, სადაც ორი სამი ებრაელია დარჩენილი, ესენი არიან ძირითადად მოხუცები, რომლებიც არ ტოვებენ თავიანთ სახლ-კარს. ეს ადამიანები არიან მისახედი. სამომავლოდ ამ პრობლემებს გვინდა შევხედოთ, რომ საქართველოში არ დაიკარგოს ებრაული სული, არ გაუჭირდეს არცერთ ებრაელს.

ესაუბრა

სოფიკო ნინიკაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

“უკეთესი მოლოდინი არ იყო”

11 years ago
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა

10 years ago

თბილისში იაპონური კულტურის ღონისძიებების ციკლი ჩატარდება

8 years ago
„დროა, უფრო გლობალურად დავიწყოთ ფიქრი“ – 21 წლის სტუდენტი, რომელმაც საზღვარგარეთ უამრავ პროექტში უკვე მიიღო მონაწილეობა

„დროა, უფრო გლობალურად დავიწყოთ ფიქრი“ – 21 წლის სტუდენტი, რომელმაც საზღვარგარეთ უამრავ პროექტში უკვე მიიღო მონაწილეობა

10 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by