• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იური ვაზაგაშვილის მკვლელს გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 12 ავტომანქანა დაუბრუნდებათ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროკურატურა2015 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში,  შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით,  ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად დაუნიშნა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2015 წლის 7 თებერვალს, მკვლელობის ჩადენიდან მოკლე დროში. გიორგი სოსანაშვილს  ბრალი ედებოდა შემდეგში: იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გადაარჩინე სიცოცხლე“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის  გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა,  რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გიორგი სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც გიორგი სოსანაშვილის მიერ სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) ასევე საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება). პროკურატურის მიერ მოპოვებული და წარდგენილი 9 ტომი მტკიცებულების გამოკვლევას სასამართლომ დაუთმო თითქმის 4 თვე. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის 70 მოწმე, გამოკვლეული იქნა 20-ზე მეტი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის გენეტიკური, სასამართლო-სამედიცინო, ნიადაგის, ბალისტიკური და სხვა. აღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე უტყუარად დადასტურდა, გიორგი სოსანაშვილის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით იური ვაზაგაშვილის მკვლელობა.

ShareTweet

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026

საინტერესო

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება

თავდაცვის უწყება: რეორგანიზაცია ერთპიროვნული ნაბიჯი არ ყოფილა

9 years ago
ინდოეთში კოვიდგადატანილი პაციენტები იშვიათ, მომაკვდინებელ ინფექციას ებრძვიან

ინდოეთში კოვიდგადატანილი პაციენტები იშვიათ, მომაკვდინებელ ინფექციას ებრძვიან

5 years ago

სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე მთავრობის წარმომადგენლებმა იმსჯელეს

11 years ago
მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

5 years ago

ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

პატარა ბინაში ავეჯის შერჩევა მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის. ხშირად ერთი სივრცე ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: სამზარეულო, სასადილო ზონა, სამუშაო...

მეტის ნახვაDetails
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026
  • საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by