რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 9 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე დაიხურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით იცვლება ძირითადი გამწევი ბაგირი.
სარემონტო სამუშაოები დაიწყება 9 ნოემბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას საბაგირო გზა დროებით დაიხურება.
სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშს უხდის.