ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანსს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია, ამიტომ ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილება იყო, წარმატებით და დროულად განხორციელებულიყო ყველა ის რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.











