• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

garibaგაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს; ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გაეროს როლი საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერაში და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველო პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს.

„გაერო არის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიო სიმბოლო და გლობალური მშვიდობის მედროშე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გასულ კვირას პარიზში, ბეირუთსა და ეგვიპტეში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა და ბარბაროსულმა ძალადობამ, რომელიც, სამწუხაროდ, ასე გახშირდა, მთელი მსოფლიო შეძრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა გაეროს ქარტიის პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო 1992 წელს, გაეროში გაწევრიანებისთანავე შეუერთდა.

„გაეროს მიზნებია, დაიცვას შთამომავლობა ომისგან, რომელმაც ჩვენს თაობას უკვე ორჯერ გამოაცდევინა კაცობრიობის ისტორიაში არნახული სიმწარე; ხელი შეუწყოს რწმენის გაღვივებას, რომ დაცული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები, ყველა ადამიანის ღირსება – მამაკაცებისა და ქალების, ასევე დიდი და მცირე ერების თანასწორი უფლებები; უზრუნველყოს პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის დაცვასა და ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მომდინარეობს სხვადასხვა შეთანხმებიდან და საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროებიდან; ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესს და თავისუფალი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს ჯგუფის თანამშრომლობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და მადლობას უხდის გაეროს იმ როლისთვის, რომელსაც ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში ასრულებს.

გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობის მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა. ნილს სკოტმა განსაკუთრებით აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის მნიშვნელოვანი წვლილი გაეროსთან თანამშრომლობაში.

„გაერო თავისი ფონდების მეშვეობით საქართველოს მთავრობის თანადგომას აგრძელებს, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ღირებულებები, ხელი შეეწყოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერდეს სოციალური სამართალი“, – განაცხადა ნილს სკოტმა.

სოციალური სამართლიანობის კონტექსტში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდზე, რომელთანაც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ხელი მოაწერეს გაეროს პარტნიორობის 2016-2020 წლების გეგმას საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი გაზრდის საქართველოს როლს გაეროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მთავრობის ადმინისტრაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ორიგინალური წინდები, რომელზეც მოთხოვნა ქართულ ბაზარზე იზრდება

ორიგინალური წინდები, რომელზეც მოთხოვნა ქართულ ბაზარზე იზრდება

9 years ago

ირაკლი ალასანია: “ნატო-მ უნდა შესთავაზოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში”

13 years ago
სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

11 years ago

სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს დღეს 20 ახალი საპატრულო მანქანა გადაეცემა

13 years ago

ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი
ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი

10/27/2026

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, ხოლო სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დონე ამ რის­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რია. ხში­რად, რო­დე­საც...

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

10/27/2026
“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

“არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა

10/27/2026
„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად…“ – თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

10/27/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი 10/27/2026
  • “გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები 10/27/2026
  • “არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა 10/27/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by