• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას ასწავლიან მუსლიმურ მედრესეებში საქართველოში?

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ დასავლეთ საქართველოს მუფთ ბეგლარ ქამაშიძეს ისლამის რელიგიური სასწავლებლების შესახებ ესაუბრა. ვფქირობთ, დღეს როცა ქართველი მუსლიმების ქვეყნიდან გადინების გამომწვევი მიზეზები  აქტიური განხილვის საგანი გახდა, საინტერესოა, თუ რა იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე ხდება მედრესებში მოსწავლეების აღზრდა.

მედრესეები სრულად უზრუნველყოფენ მოზარდებს კვებით, განათლებით და საცხოვრებლის პირობებით. ფაქტიურად ისინი პანსიონის სახით არსებობენ და სოფლად მცხოვრები საკმაოდ ბევრი შეჭირვებული ოჯახი მედრესეების დახმარებით ახერხებს გაუმკლავდეს ცხოვრების მძიმე პირობებს.

მომავალ თაობას შეუძლია მიიღოს განათლება. მრთალია მედრესეში აღზრდილი მოზარდები ვერ იღებენ საშუალო სკოლის ატესტატს ან დოკუმენტს, რომ შემდგომ საქართველოში აკრედიტებულ სასწავლებლებში მიიღონ უმაღლესი განათლება. თუმცა, მათ აქვთ საშუალება თურქეთში აიმაღლონ მედრესეში მიღებული განათლება-კვალიფიკაცია და შემდგომ დაბრუნდნენ საქართველოში, აქ გააგრძელონ მოღვაწეობა.

სულ რამდენი ასეთი რელიგიური სასწავლებელია  საქართველოში, რა საგნები ისწავლება აქ, განიცდიან თუ არა ისინი  რაიმე სახის შეზღუდვებს სახელმწიფოსგან და სად იგეგემება სამომავლოდ ახალი მედრესეს გახსნა ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ:

საქრთველოს მუტო ბეგლარ ქამაშიძერა არის მედრესე და  როგორი სწავლების  პრინციპი აქვს მას?

– მედრესა არის რელიგიური სასწავლებელი, რომლის არსებობაც, ვფიქრობ, აუცილებელია ყველგან, სადაც ცხოვრობს მუსლიმი თემი, რათა ხელი შეუწყოს ჭეშმარიტი ისლამის (ხშირად მოიხსენიებენ ტრადიციულ ისლამად) განვითარებას, რაც მოიცავს ყურანის,  შუამავლის ქადაგების გავრცელებას.

დღეს, სამწუხაროდ, არ გვაქვს თეოლოგიური ფაკულტეტები, უნივერსიტეტები, არც სკოლებში ტარდება  რელიგიური გაკვეთილები, სადაც ექნებათ საშუალება ახალგაზრდა მუსლიმებს  მიიღონ თავიანთი რელიგიის შესახებ განათლება, თუ  რა არის ლოცვა, მარხვა, რა არის მოწყალების გაღება და სხვა სარწმუნოებრივი საკითხები. აი, ეს ყველაფერი, რომ გაიგოს ადამიანმა და მოემსახუროს ღმერთს,  ამიტომაა საჭირო მედრესეს არსებობა.

მედრესაში არა მარტო რელიგიური გაკვეთილები უნდა ისწავლებოდეს, არამედ უცხო ენებიც, ქართული ენა და ლიტერატურაც, უნდა ვეცადოთ, რომ ახალგაზრდებმა თავინთ ეროვნებასაც მიაქციონ ყურადღება. მედრესე ცდილობს სამშობლოს აღუზარდოს  რელიგიის, ისლამისა და თავიანთი ქვეყნის მოსიყვარულე შვილები.

საბჭოთა სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად საქართველოში მედრესეები აღარ მოქმედებდა. როდიდან მოხდა მათი აღდგენა და სულ რამდენი მედრესე ფუნქცინირებს დღეისთვის? რომელ რეგიონებში არიან?

– საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო მედრესეების შექმნა, მას შემდეგ რაც განათლება მიიღო ხალხმა.

დღეს თითქმის ყველა იმ რეგიონშია მედრესა, სადაც მუსლიმთა პროცენტული რაოდენობა მაღალია, აჭარის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მარნეულში. მთლიანობაში 30-35-მდეა, სადაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ისწავლება ჭეშმარიტი ისლამი და შეუძლებელია იმ იდეოლოგიის გავრცელება, რომელიც დღეს ტერორიზმთან ასოცირდება.

მედრესე

სულ რამდენი მსმენელი ირიცხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მედრესეებში? რა ღირებულებებსა  და ფასეულებებზე ხდება მოსწავლეების აღზრდა?

– დაახლოებით ათას ხუთასი მოსწავლე ირიცხება. ყველას ვინც მედრესაში მოდის  ვცდილობთ ვასწავლოთ ქვეყნის სიყვარული, ეროვნულობა, პატრიოტიზმი, ისლამი, ყურანი, შუამავლის სიტყვები. ვასწავლოთ ყველაფერი კარგი, ურთიერთ სიყვარული, დახმარება, მშვიდობა და  მშობლების დაფასება. ყველაფერი ის, რაც ქვეყანას დიდ  შედეგს მოუტანს აღმშენებლობის საქმეში.

ჩვენი სურვილია განათლებული წინამძღვრები აღვზარდოთ, რა თქმა უნდა, ყველა სასულიერო პირი ვერ გამოვა, მაგრამ რელიგიური თვალსაზრისით ჩამოვაშორებთ ადამიანებს ქურდობას, ნარკომანიას, ყველანაირ ცუდს.

ძირითადად რა საგნებს ასწავლიან? რა სახის შემეცნებითი ღონისძიებები, პროგრამები ხორციელდება მათი განათლებისთვის? და  რამდენად კვალიფიციური კადრები არიან ჩართული სასწავლო პროცესში?

– აქ ისწავლება ყურანის კითხვა, ისლამის დოგმატიკა, ისლამის ცოდნის წყარო ანუ რა არის ისლამი, რა არის ნებადართული და რა აკრძალული. გარდა ამისა უტარდებათ სემინარები, რელიგიური აგიტაციები.

მედრესას ვარქმევთ, მაგრამ ძირითადად ესენი არიან პანსიონები, სადაც ბავშვები სკოლის გაკვეთილებსაც ამზადებენ და თან ლოცულობენ. უფრო მეტი ყურდღება ეთმობა სკოლის გაკვეთილებს, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება განათლებული ფიზიკოსიც, ქიმიკოსიც, ექიმიც და მოსამართლეც, რადგან განათლებული ადამიანი უკვე საშიში აღარაა და ქვეყნისთვისაც სიკეთის მომტანია.

მასწავლებლები არიან კვალიფიცირებულნი, განათლებულნი, მუშობენ თავიანთი ბავშვებისთვის, ქვეყნისთვის და ხშირად სამმართველოს გასაკეთებელსაც ისინი აკეთებენ. ყველა პრობლემურ საკითხში ეხმარებიან ბავშვებს. მედრესეების საშუალებით ვეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს. მათ, ვისაც საშუალება არ აქვს  შვილებს მისცეს განათლება.  ვცდილობთ, ასეთი ბავშვები არ ასცდნენ გზას და გაიზარდონ თავანთი  ქვეყნის, რწმენის მოსიყვარულეები.

მედრესე

უზრინველყოფს საჭირო ლიტერატურის ბეჭვდას და მედრესეებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენასა?

– სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აქვს განათლების განყოფილება, სადაც არის წიგნის გამომცემლობა. ვუშვებთ ყველა ლიტერატურას, რომელიც ესაჭიროება მედრესის მოსწავლეებს, მრევლს. არის მზაობა იმისა,  რომ ბევრი გაკეთდეს მათი განათლებისთვის,

მედრესეები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ძირითადად ფინანსდებიან სხვადსახვა შემოწირულობებით. თუმცა  შემოწირულობებში ჩვენც შეგვაქვს წვლილი და რა თქმა უნდა, ყველა მუსლიმანს, იმისთვის,  რომ აღზარდონ ჩვენი შვილები რელიგიურად.

მედრესეს შექმნასა და ფუნქციონირებაში გექმნებათ თუ არა რაიმე პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგაონებისა თუ მოსახლეობისგან?

– არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მხრივ. პირიქით ბათუმში სახელმწიფომ ჩვენ შეგვიძინა შენობა, რომლშიც ვაპირებთ მედრესის გახსნას, რომელიც დაახლოებით 80-100 მოსწავლეს დაიტევს. იგეგმება აღმოსავლეთ საქართველოშიც ერთი შენობის გადმოცემა.

განათლების სამინისტროსთან მიმართვით ჩვენ ვგეგმავთ, რომ სერთიფიკატებიც გადავცეთ მოსწავლეებს მედრესას დამთავრების შემდეგ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share5Tweet3

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

“ცოლი შუახევში მოტყუებით ჩაიყვანა და მდინარის პირას ყელი გამოჭრა” – საზარელი მკვლელობის დეტალები

“ცოლი შუახევში მოტყუებით ჩაიყვანა და მდინარის პირას ყელი გამოჭრა” – საზარელი მკვლელობის დეტალები

2 years ago
ჩანთები, რომლებიც პატარა ნაჭრების ერთმანეთზე გადაკერებით იქმნება  – “პლუმპი”

ჩანთები, რომლებიც პატარა ნაჭრების ერთმანეთზე გადაკერებით იქმნება – “პლუმპი”

4 years ago
“მიუხედავად სათარჯიმნო წარმატებისა, ყოველთვის მინდოდა, კარგი ფოტოგრაფი ვყოფილიყავი” – ზურა დააშაშვილის პერსონა

“მიუხედავად სათარჯიმნო წარმატებისა, ყოველთვის მინდოდა, კარგი ფოტოგრაფი ვყოფილიყავი” – ზურა დააშაშვილის პერსონა

4 years ago
სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოინგრა

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by