• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე მთავრობის წარმომადგენლებმა იმსჯელეს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mTavrobaსაბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში  არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი   ესწრებოდნენ.

მთავრობის წევრებს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტების  სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ  ანგარიში  სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ წარუდგინა.

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო. 2014 -2015 წლებში  აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა.  საჯარო და კერძო  სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების  კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის  უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას  განცხადებით, სამწუხაროდ 2013 წლამდე სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტების კონტროლი არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. ბოლო ორი წლის მანძილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად ხორციელდება.

,,2015 წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული სურათი იმისა, თუ რა მდგომარეობაა სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში. ქვეყნის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი უკვე შემოწმდა და სკოლების 80 %-ზე მეტი წლის ბოლომდე შემოწმდება. შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის შემუშავების პროცესშიც ყველა შესაბამისი უწყება – ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისი მერია და რეგიონის თვითმმართველობები არის ჩართული.   შემუშავებული რეკომენდაციები გულისხმობს ჰიგიენური ნორმების დაცვას, კვების სწორი რაციონის შექმნას და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრმა დაწესებულებამ შარშანდელთან შედერებით, კვების ობიექტებში გააუმჯობესა პირობები, რაც ნამდვილად მისასალმებელია.  რათქმაუნდა ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი სამუშაო და დიდი გზა გასავლელი, მაგრამ პროგრესი ნამდვულად უკვე სახეზეა“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2015 წელს საბავშვო ბაღებში 910 ინსპექტირება განხორციელდა (2014 წელს – 467). მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის  დაწყებასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სკოლის ბუფეტების შემოწმებაც. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, სკოლების კვების ობიექტებში 361 ინსპექტირება განხორციელდა. ინსპექტირების პროცესში გარკვეულ ობიექტებზე გამოვლინდა შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცათ.  გასულ წელს,  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სკოლების კვების ბლოკებში  408 ინსპექტირება განახორციელეს და  გამოვლენილი დარღვევების გამო 4 სკოლის ბუფეტი დახურეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა   სასწავლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებასა და ვითარების გაუმჯობესების მექანიზმებზე იმსჯელეს.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, შეხვედრაზე სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში ბავშვთა დაბალანსებული და ჯანსაღი საკვებთ უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

,,აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ  რეკომანდაციების დოკუმენტზე მუშაობა და უკვე გავწერეთ კონკრეტული გეგმა ამ რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების შესახებ. რეკომენდაციები მოიცავს პირველ რიგში საინფორმაციო ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოხდება სასწავლო დაწესებულების თანამსრომლებისთვის  დეტალური ინფორმაციის მიწოდება ბავშვთა ჯანსაღი კვების პრინციპებთან დაკავშირებით.  მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროდუქტების დიფერენცირება, განსაზღვრა, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა აუცილებელი და მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და რომელი პროდუქტები საერთოდ ამოსაღებია კვების რაციონიდან. მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა, სუსტი წერტილების მოძებნა და აღმოფხვრა, რათა ეფექტიანად ამუშავდეს ეს პროგრამა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა, თამარ სანიკიძემ აღნიშნა 2013 წლმადე არ ხორციელდებოდა სასწავლო დაწებულებების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობის  მონიტორინგი. დღეს სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით, სასკოლო დაწესებულებების შესახებ მონაცემები არსებობს. ,,ბოლო სამი წლის განმავლობაში წინსვლა შეინიშნება, თუმცა მიზანშეწონილია ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მოხდება პასუხისმგებლობის გამიჯვნა და  შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვნია ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობა. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების შემოწმების პროცესი, რათა ჰიგიენასთან და კვების ბლოკებთან დაკავშირებით ყველა საკითხები იყოს მოწესრიგებული“, –  აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით:

  • საბავშვო ბაღებში,  ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად,  აღარ გამოიყენება  ალუმინისგან დამზადებული ინვენტარი, რომელიც მიჩნეულია მეორე კლასიფიკაციის საშიშროების ელემენტად და დაუშვებელია ბავშთა კვების მოსამზადებლად.
  • საბავშვო ბაღების უმეტესობამ  მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და  სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
  • თითქმის ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა (ცხელი წყალი).
  • საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენური მდგომარეობა, მათ შორის, პერსონალის ჰიგიენა, სურსათის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რეცხვა-დეზინფიცირება.
  • სურსათის ეროვნული  სააგენტო  საბავშვო ბაღების პერსონალისთვის  პერიოდულად ატარებს   ტრენინგებს  თემაზე  „5 გასაღების პრინციპი“, რომელიც სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს შეეხება.
  • საბავშო ბაღებში სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერების გამოცხადების დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ტექნიკური სპეციფიკა თანხმდება და  ცხოველური წარმოშობის სურსათის მომარაგების პირობები მკაცრად არის რეგლამენტირებული.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

გორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

გორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

10 years ago
ესტონურ კომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების განხორციელებაზე – მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს ეწვია

8 years ago
რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

რა ქონებას ფლობს „სოციალურად დაუცველი“ მოქალაქე, რომელსაც მერიამ ორხევის დასახლებაში უკანონო ნაგებობა დაუნგრია

5 years ago

შს სამინისტრომ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by