ადლი მანსური, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტი გახდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ შეკრებილი ეგვიპტელები ახალი, დროებითი პრეზიდენტის დანიშნვა იზეიმეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ადლი მანსურმა სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მიმდინარე ცერემონიალზე საზეიმო ფიცი დადო.
ერთი კვირის მანძილზე პრეზიდენტს და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებამ, რომელსაც 50 ადამიანი შეეწირა, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლა გამოიწვია.
არმიის მეთაურმა, აბდულ ფატა ხალილ ალ-სისიმ ძალადობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ძალაუფლებას ჩამოაცილა და ახალი ლიდერის არჩევამდე ხელისუფლება უზენაეს სასამართლოს გადააბარა.
ეგვიპტის პროკურატურამ ყოფილი მმართველი პარტიის, მუსლიმთა საძმოს 300 წევრის დაპატიმრების ორდერი გასცა.
05.07.13