• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბადრი კოჭლამაზაშვილი: “უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით”

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ბადრი კოჭლამაზაშვილი: “უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით”
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბადრი კოჭლამაზაშვილითბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ახლობლების ბრალდებას ”უზომოდ შეურაცხმყოფელად” მიიჩნევს.

როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი საგამოძიებო უწყებას მიმართავს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადება, რომლის მიხედვითაც გასამართლებულების ახლობლები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და თუკი გამოიკვეთება დანაშაული, დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი.

“გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს, სათანადო რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად სამწუხაროდ, მონაწილეობდა ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მისი თქმით, თუკი მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს საქმე და თუ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები მიზნად არ ისახავენ მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, მაშინ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავისუფლად შეეძლოთ მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

“მათ შეეძლოთ, ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად. დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავალის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემს მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით. რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, ლოგიკას არ ექვემდებარება.

“საინტერესოა, ვისგან უნდა მიმეღო ქრთამი გამამატყურენებელი განაჩენის გამოტანაში. ალბათ ან დაზარალებული მხარისგან ან პროკურატურისგან, მაგრამ მათ თავად გამორიცხეს პროკურატურის წვლილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მათთვის დარბაზის დატოვების საფუძველი გახდა. მათ მიიჩნიეს, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულებთან მიმართებაში ჰუმანური იყო”, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

რაც შეეხება მისი ძმის პროკურატურაში მუშაობას, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების ახლობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ თანამდებობასთან დაკავშირებით.

ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მისი ძმა პროკურატურის სისტემაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ მიმართულებით მხარეებს არ ჰქონიათ.

Share5Tweet3

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე
ახალი ამბები

რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო

11/01/2026
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
ახალი ამბები

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

საინტერესო

საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს

საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით გერმანიის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს

9 years ago
„მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ”

„მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მათ რიგებში გმირები მსახურობენ”

11 years ago
“ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ “

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი დამტკიცდა

11 years ago

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნება

8 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by