• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ფასების კონტროლი არ ხდება“ – ვინ ეწინააღმდეგება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებას?!

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„ფასების კონტროლი არ ხდება“ – ვინ ეწინააღმდეგება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებას?!
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიოში არაერთ განვითარებულ ქვეყანას აქვს კანონი, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს იცავს. საქართველოში კანონპროექტი შემუშავებულია, მაგრამ მისი დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოქალაქეები იძულებულნი არიან თავად დაიცვან საკუთარი უფლებები. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ  ბოლო წლებში სამომხმარებლო კულტურა ამაღლდა და  მომხმარებლები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, მიდიან სასამართლოში, დგებიან კამერების წინ და ხმამაღლა საუბრობენ, თუ ვინ არღვევს მათს უფლებებს, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ქალბატონმა მადონამ სააფთიაქო საწარმოებსა და მომხმარებელთა შორის არსებულ პრობლემებზეც გვესაუბრა, და აღნიშნა, რომ ახლახან მონიტორინგიც დაწესდა მათზე, რაც ამ დრომდე არ არსებობდა. როგორ გამოიხატება მომხმარებელთა უფლებების დარღვევა ფარმაცევტულ ბაზარზე და რა მონაცემებს მფლობს ფედერაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეიტყობთ  ინტერვიუდან.

99217e63-028f-4f07-b443-23d89204fd79ქალბატონო მადონა, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე მოგვიყევით, რა პერიოდს მოიცავს,ორგანიზაციის მუშაობის უმთავრესი მიზანი რა არის?

– მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია ჩამოყალიბდა 1996 წელს და ეს იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც შემდგომ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია ეწოდა. 2007 წლიდან ფედერაციას ვხელმძღვანელობ მე. ჩვენს მიზნებზე სახელწოდებაც მეტყველებს-მომხმარებელთა უფლებების დაცვა უხარისხო პროდუქციასა და მომსახურებისაგან.

ფარმაცევტულ ბაზარს როგორ შეაფასებდით,  ხშირია მოსაზრებები, რომ კომპანიები ხელოვნურად ზრდიან ფასებს, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

– მოსაზრებას, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტური კომპანიები ბატონობენ არ ვეთანხმები, ვინაიდან საქართველოში არაერთი სააფთიაქო ქსელი გვხვდება: პე-ეს-პე, ჯი-პი-სი, ავერსი, ფარმადეპო, ფარმასიტი… ჩვენს ქვეყანაში ფასების კონტროლი არ ხდება  და შესაბამისად ამ დრომდე მონიტორინგი არც სააფთიაქო ქსელებს უტარდებოდა. ითვლებოდა, რომ კომპანიები ყველანაირი კონტროლისგან იყვნენ გათავისებული, ამიტომ რთულია საუბარი ხარისხზე. რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ, ეს ეკონომისტებმა უნდა დაითვალონ და დაადგინონ: შეთანხმებული ფასებია, თუ არსებულ მდგომარეობას შეეფერაბა.

თქვენი მონაცემებით, ყველაზე მეტად მომხმარებელთა უფლებები რომელი ფარმაცევტული  კომპანიის მიერ ირღვევა (როგორ გამოიხატება)?

– კონკრეტულ კომპანიებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ პირადად ჩემში პროტესტს იწვევს, როდესაც ექიმის მიერ  გამოწერილია კონკრეტული მედიკამენტი და სააფთიაქო ქსელის მუშაკები თავს უფლებას აძლევენ, რომ ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე შეცვალონ იმ ანალოგი პრეპარატით, რომელიც მათს ქსელშია. ვფიქრობ, მისასალმებელია, როდესაც მხოლოდ რეცეპტით დაიშვება გარკვეული მედიკამენტების გაცემა მომხმარებელზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ კანონის შემდეგ ავტომატურად ძალიან ცუდი ტენდენცია დაინრეგა. აფთიაქებში გაჩნდა პიროვნება, რომელიც ადგილზე გამოწერს რეცეპტს. ეს ფაქტი კი თავისთავად აზრს უკარგავს კანონის არსს – თვითმკურნალობის პრეცენდენტის აღმოფხვრასა და  ექიმთან მისვლის კულტურის დანერგვას.

თქვენი ინფორმაციით, ევროპის განვითარებული ქვეყნებში ფარმაცევტულ ბაზარზე რა მდგომარეობაა? მათთან მომხმარებელთა უფლებები როგორ რეგულირდება, რა განსხვავებები შეიძლება დასახელდეს?

– ვინაიდან, ეს სფერო არ არის ბოლომდე დარეგულირებული, საქართველოში ყველაფერი დაშვებულია. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც  სამკურნალო დაწესებულებებში მივდივარ და სააფთიაქო ქსელების რეკლამებს ვხედავ. არასასურველი ფაქტია, როდესაც ექიმებს ხელშეკრულებები აქვთ დადებული და  ისინი ანაზღაურებას იღებენ თუ კონკრეტული კომპანიის მედიკამენტს „გაასაღებენ“. მე, როგორც მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა და ამ კითხვაზე პასუხი თავად ვერ გავეცი. როდესაც კომპანია, რომელიც აწარმოებს წამლებს და ამავდროულად კლინიკას ფლობს, საინტერესოა, თავის მიერ ნაწარმ მედიკამენტზე გააკეთებს არჩევანს, თუ იმ პრეპარატზე, რომელიც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი?

ზოგადად, რამდენად დაცულია დღეს მომხმარებელთა უფლებები, ბოლო წლების განმავლობაში რა შეიცვალა?

– აბსურდულია მომხმარებელთა უფლებების დაცულობაზე საუბარი, მაშინ როდესაც ქვეყანაში კანონიც კი არ გვაქვს. ახლახან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ კონგრესზე ვიმყოფებოდი, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ არ ჰქონდა. ეს ქვეყნის სირცხვილია, ვინაიდან იქ, სადაც არ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები, არ შეიძლება საუბარი ჯანსაღ, კონკურენტუნარიან გარემოზე. არა მარტო მომხმარებელთა, არამედ ადამიანის უფლებებიც ირღვევა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  მომხმარებლთა უფლებების დაცვის კანონპროექტი შემუშავებულია და საშემოდგომო სესიაზე მისი განხილვა უნდა მომხდარიყო. მისი წარდგენა რა შედეგით დასრულდა?

– დიახ. კანონპროექტი მზად არის, მაგრამ პირადად მე, ვვარაუდობ, რომ უახლოეს მომავალში ეს კანონი ძალაში არ შევა. კანონპროექტის წარდგენას ნულოვანი დაინტერესება მოჰყვა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მოწინააღმდეგეები უპირველესყოვლისა არიან ბიზნესგაერთიანებები. მათი არგუმენტაცია, თუ რატომ არ სურთ კანონის მიღება ჩემთვის ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული. კანონი ითხოვს ერთადერთ რამეს-არ მოატყუო მომხმარებელი. იყავი კეთილსინდისიერი მწარმოებელი და მომხმარებელი ამას დაგიფასებს. სხვა აზრი ამ კანონში ჩადებული არ არის, გამომდინარე აქედან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორები, რომლებიც  კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები არიან.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

გმირთა მოედანზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

გმირთა მოედანზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა

3 years ago
პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

8 years ago
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის

3 years ago
ევროპის მასშტაბით გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ღარიბაშვილი

ევროპის მასშტაბით გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს – ღარიბაშვილი

5 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by