• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

5 მიზეზი, რის გამოც ჟურნალი vogue საქართველოთი ინტერესდება

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
5 მიზეზი, რის გამოც ჟურნალი vogue საქართველოთი ინტერესდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისი

ახალი წელი ახლოვდება და იწყება ფიქრი იმაზე, თუ სად, როგორ, ვისთან ერთად გაატარებ  დროს. განსაკუთრებით რთულია ადგილის არჩევა, სადაც შენთვის სასურველი გარემო იქნება და შესაბამისად სადღესასწაულო განწყობასაც გაიხანგრძლივებ. თუ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ და თავი უიღბლო ადამიანად მიგაჩნიათ იმის გამო, რომ  სხვა ქვეყანაში წასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ გეტყვით, რომ გაგიმართლათ, ვინაიდან საქართველოში დაიბადეთ.

რამდენიმე დღის წინ „მოდის ბიბლიად“ წოდებული, ჟურნალ vogue ამერიკულ გამოცემაში, დაიბეჭდა სტატია სათაურით: „რატომ არის საქართველო (ქვეყანა და არა შტატი) ევროპის საიდუმლო მარგალიტი?“ vogue-ს სხვადასხვა ქვეყნის გამოცემა არსებობს (რუსული, ფრანგული, ბრაზილიური, ჩინური…) მათ შორის, ყველაზე გავლენიან გამომცემლობად ამერიკული vogue ითვლება, რომელსაც ამჟამად ანა ვინტური ხელმძღვანელობს და 25 ქვეყნის მასაშტაბით გამოიცემა. „სადღესასწაულო პერიოდში შეგიძლიათ დაივიწყოთ ბილეთები მილანისაკენ, გააუქმოთ მგზავრობა ბერლინში და არ იდარდოთ ლონდონის გამო. არჩევანი შეაჩერეთ საქართველოზე,” – წერს მოდის ყველაზე გავლენიანი გამოცემა. სტატიაში საუბარია, რომ  კავკასიის ერთ-ერთი პაწაწინა ქვეყნის ნახვის შემდეგ, რომელიც რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრედ მდებარეობს არის ფარული მარგალიტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორისაა მოქცეული. ეს ფარული მარგალიტი კი საქართველოა. ჟურნალ vogue-ს მიერ საქართველოს არჩევა არ ყოფილა შემთხვევითი, ვინაიდან ის უკვე დიდი ხანია საერთაშორისო დაკვირვების ცენტრში მოექცა. საქართველოს მიმართ ინტერსს ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ აქ დაბადებული დიზაინერი დემნა გვასალია უმსხვილესი მოდის სახლ „Balenciaga-ს“ კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. დემნა გვასალია წარმოშობით ქართველია და დიდი ხანია, რაც საფრანგეთში მოღვაწეობს, აქვს საკუთარი ბრენდი  Vetements. სწორედ მან ჩაანაცვლა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა მოდის ინდუსტრიაში, როგორიცაა ალექსანდრ ვენგი. კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველომ ყურადღება დაიმსახურა არის ის, რომ შტატებში უკვე კარგად იციან ქართული სამზარეულოს განსაკუთრებული გემოს შესახებ.

12380469_1017638284964895_36278078_n

5 მთავარი მიზეზი, რომლებსაც vogue გამოყოფს იმის დასასაბუთებლად, რომ საქართველოსკენ მიმავალი ბილეთების დაჯავშნა აუცილებელია:

  1. კალორიული სამზარეულო – არ არის გასაკვირი, რომ ქართულმა სამზარეულომ გადაკვეთა  ატლანტის ოკეანე. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართული გასტრონომიული ობიექტები. ვის არ უყვარს ისეთი გემრიელი კერძები, როგორებიცაა: ხაჭაპური, ბადრიჯანი ნიგვზით, ხინკალი და ა.შ. ჟურნალში ყველაზე გემრიელ, კალორიულ, კერძად დასახელებულია ნაციონალური „აჭარული ხაჭაპური“. და რა თქმა უნდა, ქართული ღვინო, რომლის დაგემოვნების სურვილიც მუდამ არსებობს.
  2. ძველი თბილისი, რომელიც რიყის ქვებითაა აგებული – თბილის ძველი უბნების არქიტექტურა უძველესი დროიდან იღებს სათავეს. უმეტესად ძველი ბიზანტიურ-რუსული სტილის შენობები გვხვდება. მე-12 საუკუნეში აგებული მეტეხის ტაძარი პირდაპირ კლდის თავზეა, ხოლო მიმდებარედ სახლები იმდენად მჭიდროდ არის  განლაგებული, შთაბეჭდილებას ტოვებენ რომ სადაცაა მდინარე მტკვარში შეცურავენ. აქვე ნახსენები რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი და თბილსის სახლების აივნები, რომლების დედაქალაქის გამორჩეულ სილამაზეს წარმოადგენენ.
  3. ეროვნული ბალეტი-ეს არ არის გედების ტბა. ბალეტზე საუბრისას უფრო ხმლები, ფაფახი და უცნაური ჩაცმულობა უნდა ვახსენოთ. ქართულ ცეკვებზე საუბრისას, უნდა აღვნიშნოთ ქართული ეროვნული საბალეტო დასი – სუხიშვილები, რომელიც 1945 წელს  ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა დაარსა. ქართული ცეკვის სტილი არის ძლიერი და  მტკიცე.
  4. გოგირდის აბანოები – უძველესი ტრადიციის თანახმად, გოგირდის აბანოებს აქვს ჯადოსნური სამკურნალო ძალა,ამავდროულად, ის წმენდს კანს  და აჯანსაღებს სისხლის მიმოქცევას. ეს შესანიშნავი განტვირთვა და  დასვენება სულ 20-დან 70 დოლარამდე დაგიჯდებათ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ინდივიდუალური აბანოებით,სადაც პერსონალურად მოგემსახურებიან  და საშუალება გექნებათ,  თავი იგრძნოთ სრულ ფუფუნებაში.
  5. სად დავრჩეთ?!  Rooms Hotel – თბილისში ჩამოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ  ღამე გაათენონ სასტუმრო Rooms Hotel-ში, ან როგორც ადგილობრივები უწოდებენ, მარტივად, Rooms -ში. სასტუმრო ერთდროულად აერთიანებს ქართულ და ნიუ-იორკულ სტილს. აქ თქვენ ნახავთ გამორჩეული დეკორის ელემენტებს: უძველეს ხალიჩებს, ხავერდის კომფორტულ სავარძლებს, მრავალფეროვან ბიბლიოთეკას. თუ გშია, ან გწყურია, აქვე არის კოქტეილის ბარი და გემრიელი საჭმელი. შეგიძლია გქონდეს იმედი, რომ  კარგად დაისვენებდა განიტვირთები.

12387852_1017638818298175_1165313967_n

პ.ს 

როდესაც ისეთი გავლენიანი ჟურნალი, როგორიც vogue-ა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის ირჩევს შენს სამშობლოს და ინტერესდება მისით, უნდა მიხვდე, რომ მნიშვნელოვანის ნაწილი ხარ და ეს შემთხვევითად არ ხდება, არც ვინმეს პროტექციით და არც პოლიტიკური ინეტერესების გამო. ეს ფაქტია და არა სურვილი. იმედია, აღარ ფიქრობ, რომ უიღბლო ხარ, რადგან  შენი მეგობარი, თანამშრომელი, ან უბრალოდ მეზობელი ახალ წელს ევროპის რომელიმე დედაქალაქში შეხვდება და შენ ისევ საქართველოში მოგიწევს დღესასწაულის აღნიშვნა. გაიხსენე, რომ ქართული კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო, გაძლევს შესაძლებლობას დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო საკუთარ თავს. მთავარი განწყობაა, ამიტომ აიმაღლე მოტივაცია და ახლავე დაიწყე საახალწლო დღეების დაგეგმვა.

წყარო: vogue.com/13374813/travel-guide-tbilisi-georgia/?mbid=social_facebook

ნანუკა მაღლაკელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

საინტერესო

პროფესიული კოლეჯები კომპანია „ჯინო ფერედაისთან“ ითანამშრომლებენ

12 years ago
სად არის და რატომ არ ჩანდა შუშანა ბებო?

სად არის და რატომ არ ჩანდა შუშანა ბებო?

10 months ago

NDI: გამოკითხულთა 74% მარიხუანის ლეგალიზებას არ ემხრობა

8 years ago
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

2 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by