ამერიკაში მყოფი ქართველი – გვანცა არჩვაძე ,,ფეისბუკზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:
,,ნიუ ორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს შემთხვევით მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ ჩემ ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურქდღება და აჟიტირებულმა მკითხა:
ქარათველი ხარ?
გაკვირვებულმა შევხედე, არც ქართველს გავდა აშკარად და არც რომელიმე საბჭოთა ქვეყნის წარმომადგენელს.
კი თქო ვუპასუხე,
მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე, ჩიკაგოს უნოვერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი.
წამიკითხე თქო ვკითხე, ჩემდა გასაოცრად ფანტასტიურად წაიკითხა.
ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ეხლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიას და კულტურას კარგად იცნობს, ასევე გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება.
ამ ამბავმა დღე გამიხალისა, სასიაოვნოა როცა შენს პატარა სამშობლოზე ამხელა ვებერთელა ქვეყანაში შეხვდები უხოელ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა.“ – წერს გვანცა არჩვაძე.
ნატალია ჯალაღონია