• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცარიელი ბაზრობა ვარკეთილში

11 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
ცარიელი ბაზრობა ვარკეთილში
26
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

12400040_1020517111343679_615147222_o„ყველაფერი მაინც ჩინურია, რაც უფრო იაფად იყიდი მით უკეთესი“

ვარკეთილის მეტრო, ეს არის ადგილი, სადაც ერთდროულად შეგიძლია ნახო კაზინო “Las Vegas”-ი და  „თათრების ბაზრობა”. ასე მგონია მხოლოდ საქართველოში თუა მსგავსი კომბინაციები. ეჭვი მეპარება ამერიკის ან ევროპის რომელიმე ქალაქში პოკერის სასახლე და „გეტრის“ გამყიდველი ერთად მდგარიყოს. თუმცა ვარკეთილში რას არ ნახავ ადამიანი.

თვითონ უბანი საკმაოდ წყნარია, რასაც ვერ ვიტყვით ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ზემოთ ვახსენე, მეტროსთან ძალიან ახლოს არის თათრების ბაზრობა. ალბათ მკითხველს გონია, რომ ეს არის ადგილი, სადაც ასობით და ათასობით ადამიანი ტრიალებს, ირევა, მიდი-მოდის, ვაჭრობს, მაგრამ საქმე ასე სტანდარტულადაც არაა.  ბაზრობა ძალიან მშვიდი ადგილია მასთან მისასვლელ გზასთან შედარებით. მიწისქვეშა ამოსასვლელიდან თავის ამოყოფა და რაიმე უცნაური ნივთის ყიდვის შემოთავაზება ერთია. უცებ შემოგეგებება ქალბატონი, ჩვენში რომ „ციგნებს“ ვეძახით და გთავაზობს „კეტს“ ხუთ ლარად. ჯერ არ აქცევ ყურადღებას და გგონია, რომ ასეთი აქ მხოლოდ ერთი ან ორი დგას. თუმცა მოლოდინი არ გიმართლდება და მიწიქვეშიდან ბოლომდე ამოსული ხედავ, რომ „თათრების ბაზრობამდე“ მისასვლელი გზა ფაქტიურად არც კი ჩანს. მხოლოდ წვრილი ბილიკი, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა და ისიც ისეთი გაუვალია, რომ ხუთი წუთის გასავლელ გზას, ნახევარსაათიან მოგზაურობად გადაგიქცევს.

მე გავბედე და ჩავუყევი ამ გზას და ვიხილე ბევრი ჩემთვის და ალბათ, თქვენთვისაც უჩვეულო რამ. ფეხსაცმელები ათ ლარად, რომლის ფასსაც მისი კითხვის და  არ ყიდვის შემდეგ ორმაგად გიკლებენ და ხუთად გატანენ, გოგონების ჟაკეტებიც დაახლოებით ათ ლარად და მოკლედ, ყველაფერი ათ ლარად, თუ ცოტა სახე მოგეღუშა მაშინ ხუთადაც.  მე გავჩერდი ერთ-ერთ „დახლთან“, ბრჭყალები იმიტომ, რომ დახლები აქ არ არის, ეგრედ წოდებული „ტავარი“ აქ მიწაზე დაფენილ ნაჭრებზე უწყვიათ, ისიც ერთი-ორს. ზოგს პირდაპირ მოფენილი აქვს „სუფთა“ ასფალტზე. შევჩერდი იმიტომ, რომ დამაინტერესა რას უმზერდა და რაში იქექებოდა  გულმოდგინედ ქალების ჯგუფი. აღმოჩნდა დაგდებულ ყუთში თავმოყრილი ქალის თეთრეული. ერთ ქალბატონი ეუბნება თავის თანმხლებ ქალბატონს: „ვიყიდი ერთ ხუთცალს, ორ ლარად კიდევ სად იშოვი. გავრცეცხავ და ეგ იქნება, რამდენიმე ჩაცმაზე ხო ივარგებს, ყველაფერი მაინც ჩინაურია, რას უფრო იაფად იყიდი მით უკეთესი“. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ აქ მთავარი ფასია, და არა ხარისხი.

დაახლოებით თხუთმეტწუთიანი წვალების შემდეგ მივაღწიე „თათრების ბაზრობამდეც“. შეგრძნება ძალიან უცნაური დამრჩა. ასე მეგონა ხალხისაგან მიტოვებულ, მივიწყებულ ადგილზე მოვხვდი. აქ პირველად არ ვარ, თვითონაც ვარკეთილის მკვიდრი ვარ და სულ რაღაც ოთხი წლის წინ, როცა გარევაჭრობა აიკრძალა, აქაურობა  პატარა ლილოს გავდა. ახლა მიმოვიხედე და დახლებთან მოღუშული გამყიდვლების მეტი ვერავინ ვერ დავინახე. აქა იქ ერთი-ორი მყიდველი თუ მოჩანდა, ან უბრალოდ დამთვალიერებელი.  მივედი ჯინსების გამყიდველთან და პირველი რაც ვკითხე ეს იყო: „-აქ სულ ასეთი სიცარიელეა? -რაც ეს ქურთებია თუ ციგნები გამოჩნდნენ მის მერე ერთი შარვლის გაყიდვა ჩემთვის ზეიმია. ყველა იქ მიდის, როგორ არ მივლენ, ხუთ ლარად რო იყიდი ერთ კაბას. იმათ არც ადგილის ფული აქვთ გადასახდელი, არც გადამყიდველები არიან, გგონია ნაყიდი უდევთ ეგ საქონელი იქ? როგორ შოულობენ ეგ კიდევ საკითხავია. ჩვენ კიდე რამდენი რამე უნდა გავითვალისწინოთ, თანაც მოგება ხო უნდა ვნახო, ტყუილად ხო არ ვიდგები აქ დილიდან საღამომდე“.  ჩემს პატარა შეკითხვას ისეთი პასუხი მოყვა, რომ ჩემთვის ყველაფერი გასაგები და ნათელი გახდა.

გამოვედი ბაზრობიდან და ისევ ჩავუყევი იმავე გზას. მივედი ერთ-ერთ გარე მოვაჭრესთან და ვცადე მეკითხა, იხდიდა თუ არა მიწის ფულს, მას კი გაეცინა და რაღაც ჩაილაპარაკა თავის ენაზე, მერე მითხრა არ ხარ შენ მყიდველი და გაიარეო. რომ მოვიხედე ჩემს უკან პატარა რიგი ჩამდგარა: „გოგონა გამოიწიე თუ არ ყიდულობ არაფერს“, –  გაისმა მკაცრი ხმა.

სოფო ხურცილავა

 

Share10Tweet7

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა

12 years ago

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ირაკლი მატკავა და კახაბერ გულედანი დაინიშნენ

10 years ago

პროკურატურამ ორი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

10 years ago
„უახლოეს ხანში პარტიის ახალი რესურსი იქნება წარდგენილი“ – გია ვოლსკი

“ნარმანიას და კალაძის თვისებების დაპირისპირება არ არის სწორი” – გია ვოლსკი

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by