“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ფონდ “იავნანას” აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
“რადგან „საქართველოს განვითარების ფონდი“ ჩემგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, გავაუქმე ჩემი ყველა გასტროლი საზღვარგარეთ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელობა ბატონ გურამ ახალაიას გადავაბარე. თუმცა ვრჩები გამგეობის წევრად და, რა თქმა უნდა, ფონდის აქტიურ მონაწილედ”, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება ფონდ “ივერიისა”, მის მახათას მთაზე მშენებლობას გამგეობა და ქტიტორთა საბჭო გააგრძელებს.
“უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მახათას მთაზე მშენებლობას გააგრძელებს გამგეობა და ქტიტორთა საბჭო. მე კი მთლიანად გადმოვერთვები „საქართველოს განვითარების ფონდის“ საქმიანობაში”, – ამბობს ბურჭულაძე.














