საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
“მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.












