ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე მზად არის პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან და ე.წ.”ციხის კადრების” საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
როგორც ბედუკაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ის ხვალ 12:00 სათზე მედია სისტემა “რეპორტიორში” პრეს-კონფერენციას გამართავს.
“ხვალ,10 ივლისს 12 სათზე მედია სისტემა “რეპორტიორში” (იოსებიძის ქ. 57) მზად ვარ პასუხი გავცე ყველა კითხვას ჩემს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან და ე.წ.”ციხის კადრების” საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ვიწვევ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს,ყოფილ მსჯვრდებულს,სასჯელაღსრულების სისტემის მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომელს”,- წერს ბედუკაძე.
09.07.13