• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღირსებისშემლახავი პირობები ბენეფიციარებისთვის- ომბუდსმენი ხონის ფსიქიატრიულზე შემაშფოთებელ დასკვნას ავრცელებს

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები „- ეს არის ამონარიდი სახალხო დამცველის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც მან ხონის ფსიქიატირული დაწესებულების მონახულების შემდეგ გააკეთა.

გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ასევე ბენეფიციარების მიმართ არასწორ მიდგომასა და ჰოსპიტალიზაციის უარყოფით მხარეებზე.

უკვე წლებია დარგის ექსპერტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ბევრად ეფექტური გამოსავალი არა ადამიანების გამოკეტვა ერთ სივრცეში, არამედ თემზე დაფუძნებული სერვისების მიწოდება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ქვეყანაში დღემდე ფუნქციონირებს ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც საკმაოდ ბევრი პრობლემა და ხარვეზი იკვეთება.

ამ გამოწვევებსა და რისკებზე, ასევე იმ დარღვევებზე, რომელიც ფსიქიატირულ კლინიკებში იკვეთება სახალხო დამცველის აპარატმა “თბილისი თაიმს” მოაწოდა უახლესი კვლევა და მონიტორინგის შედეგები.

ამ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა უამრავი პრობლემა, მათ შორის ბენეფიციარების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახავი ქმედებები, ასევე ბენეფიციარების სრული არაინფორმირებულობა საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ხარვეზების გათვალისწინებით უკვე წლებია ომბუდსმენი მიმართავს რეკომენდაციებით მთავრობას და მოუწოდებს მათ მეტი ჩართულობისკენ ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთვის გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან, პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არსებობს ამ კუთხით, მაინც უცვლელია.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. პრობლემას  წარმოადგენს  ფსიქიკური  დახმარების  ბიოფსიქოსოციალური   მოდელის პრაქტიკაში დანერგვა, სფეროს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად განვითარება. პრობლემებია  როგორც  დაფინანსების,  ასევე  ადმინისტრირების  კუთხით.  „

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში.

რამდენად უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მსგავს პირობებს ბენეფიციარის ჯანმრთელობასა და მისი მკურნალობის საქმეზე და რა არის პრობლემის გადაჭრის გზა, “თბილისი თაიმსს” ამ საკითხებზე ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე ესაუბრა .

„საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა. სახელმწიფო პროგრამა შედგება, როგორც სტაციონარული , ასევე ამბულატორიული კომპონენტისგან. მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფსიქიატრიული დაწესებულება და ასევე სხვადასხვა მრავალპროფილური ცენტრი, ასევე   ფსიქიატრიული დეპარტამენტები აწვდიან ფსიქიატრიულ მომსახურებას მოსახლეობას.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტორს და პროფესიული საზოგადოების ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებულია 2015-20 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქიატრიული სერვისების ხელმისაწვდომობის, ხარისხის და ეფექტურობის გაზრდას. ამავე გეგმაში ხაზგასმულია თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების გაფართოება და სტაციონირების საჭიროების მაქსიმალურად შემცირება. მთავარი პრინციპი პაციენტისთვის მისაღები, ხელმისაწვდომი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდებით მკურნალობის მიწოდებაა.

როგორც ამბულატორიული ასევე სტაციონარული სერვისები დღეს მრავალი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დგას, რაც ერთის მხრივ რესურსების სიმწირით (როგორც მატერიულური ასევე, პიროვნული), ხოლო მეორე მხრივ,  ქართულ საზოგადოებაში სტერეოტიპული და სტიგმის მომცველი დამოკიდებულებით არის განპირობებული. არსებული რესურსების არაეფექტური გამოყენებაც შესაძლოა ერთ-ერთ პრობლემად მოვიაზროთ, რაც ასევე არასასურველ პოზიციაში აყენებს დღევანდელ ქართულ ფსიქიატრიას.

ფსიქიატრიული დაწესებულებები არსებობს და ფუნქცონირებს მთელ მსოფლიოში და დეინტიტუციონალიზაციის პროცესი არ ნიშნავს ფსიქიატრიული სპეციალიზირებული დაწესებულების გაქრობას. დღეისათვის ხელმისაწვდომია ძირითადი ფსიქიატრიული დაავადებების მართვის პროტოკოლები და გაიდლაინები ქართულ ენაზე, ხოლო სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის გაიდლაინების მოძიებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას.

ჩემთვის ძნელი სათქმელია ყველა დაწესებულების შესახებ, რამდენად თანამედროვე მიდგომებით ხორციელდება პაციენტებზე ზრუნვა და შემიძლია მოგახსენოთ იმ სერვისის შესახებ, რომელშიც მე თავად ვმუშაობ. თბილისში არსებული კრიზისული ინტერვენციის სამსახური, რომელიც საოჯახო მედიცინის ეროვნული სასაწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს და ატარებს სახელმწიფო პროგრამას მოზრდილთათვის და მუნიციპალურ პროგრამას ბავშვებისათვის, ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით და საერთაშორისოდ აღიარებული დაავადების მართვის პროტოკოლებით. სხვა შემთხვევაზე საუბრისას აუცილებელია ვითარების შესწავლა და აუდიტი, რომელშიც მე კომპეტენტური ვერ ვიქნები.

რაც შეეხება ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცუდი პირობების აღმოჩენას, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც სახალხო დამცველი აქვეყნებს ამ კონკრეტულ დაწესებულებაზე დასკვნას, სადაც არა მარტო პრობლემებზე არის გამახვილებული ყურადღება, არამედ გარკვეულ პროგრესულ ცვლილებეზეც.

რა თქმა უნდა,  ჯერ კიდევ ნამდვილად შორია საუბარი საერთაშორისო სტანდარტის დონის დაცვაზე და ამ შემთხვევაშიც, როგორც დასაწყისში აღვნიშნე პრობლემას რესურსების სიმწირესთან ერთად, მათი ეფექტური და მიზნობრივი გამოყენებაც წარმოადგენს.

არასახარბიელო პირობებს და მომსახურე პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობა ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში (და არა მხოლოდ) პაციენტზე პირდაპირმნიშვნელოვნად უარყოფით ზეგავლენას ახდენს. თავისთავად ფსიქიატრიული დაწესებულება გამონაკლის არ წარმოადგენს.

პაციენტს აქვს უფლება მიიღოს მომსახურება, რომელიც დაფუძნებული იქნება ეთიკურ პრინციპებზე და არ დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მის უფლებებს.

ფსიქიატრიული ზრუნვის სპეციფიკიდან გამომდინარე ,ჩემი აზრით , პაციენტი-ექიმის და ასევე სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ალიანსი მნიშვნელოვან და უმთავრეს რგოლს წარმოადგენს მართვის პროცესში და თავისთავად არაჯანსაღი დამოკიდებულება, ორივე მხრიდან, უარყოფითი გამოსავალის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.”

ანა ურუშაძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა

პარლამენტი თბილისში მუშაობას შეუდგა

8 years ago

ძიუდოს ფედერაციის პოზიცია დავით ქევხიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

12 years ago
კელი დეგნანი – აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

კელი დეგნანი – აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

6 years ago

ილია მეორე: „აჭარაში საოცრება ხდება – ინათლებიან გამუსულმანებული ქართველები”

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by