• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სანამ ააფეთქებ, დაფიქრდი!

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ასაფეთქებლებიროგორ წარმოგიდგენიათ ახალი წელი ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლების გარეშე? მხიარულ განწყობას ხომ ყველა ხმაურით ეგებება. თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს – პიროტექნიკის გამოყენებით, საავადმყოფოებს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.

წელს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა -ბურბუშელაში საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად გადაყლაპა. შპს „დავლათს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, მას პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

ბავშვმა პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან არ გართულებულა და ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ასაფეთქებლის დაღეჭვის შემთხვევაში კი, ნივთიერება პირში აუცილებლად აფეთქდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია.
დეკემბერის დასაწყისში ზრდასრულმა ადამიანმა შუშხუნა სამარშრუტო ტაქსიში შეაგდო, რის შედეგადაც, მძღოლმა თვალი დაკარგა.

რუსკა და ნინუცა მაყაშვილების პატარა ძმას საახალწლო შუშხუნა ხელში აუფეთქდა და სხეულზე დაზიანებები მიიღო.

მარტო 2014 წლის მონაცემებით მსგავსი დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს 22-მა პაციენტმა მიაკითხა. რამდენიმე დაშავებული სხვა კლინიკაშიც მოათავსეს.

ექიმ ბექა გაბაშვილის განცხადებოთ, პიროტექნიკა რამდენიმე მიმართულებითაა საშიში:

,,უპირველეს ყოვლისა, მაღალი სიხშირის ბგერები, რომლებსაც გამოსცემს ასაფეთქებლები, საზიანოა სმენისთვის. ასევე, უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებში. სმენისა და გულსისხლძარღვთა სისტემების გარდა, აღსანიშნავია, მავნე ზეგავლენა ნერვულ სისტემაზე. ახალი წლის პერიოდში პაციენტებში ხშირია სხვადასხვა მაშხალისა თუ ფეიერვერკის არასწორად გამოყენების შედეგად გამოწვეული დამწვრობები“ – აღნიშნავს ბექა გაბაშვილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი პიროტექნიკის აკრძალვას მოითხოვს. წწწ.მანიფესტ,გე -ზე უკვე ორი პეტიცია დევს, ერთ მათგანს უკვე 7 000 ადამიანის თანხმობა აქვს. პეტიციების ადრესატი საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტია.

პეტიციის ავტორები ე.წ. სათამაშო ასაფეთქებლებით ვაჭრობისა და მათი გამოყენების აკრძალვას მოითხოვენ.
,,აკრძალვა დარეგულირდეს შესაბამისი კანონის მუხლით, ან საგანგებო განკარგულებით, არ იყოს ერთჯერადი და სამართალდამრღვევი დაისაჯოს“, – წერია პეტიციაში.

ჯერჯერობოთ უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, თუმცა კულუარებში არ წყდება საუბარი იმაზე, რომ ამ კუთხით გარკვეული პოლიტიკის გატარება იგეგმება.

ქალბატონი ციური მაისურაძე ერთ–ერთი დაზარალებულია. მას პატარა ბავშვებმა ჩუმად ჯიბეში ასაფეთქებელი ჩაუდეს. მომხდარი მოულოდნელი ფაქტის გამო ციური შეუძლოდ გახდა, იქ მყოფ საზოგადოებას სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ციური მაისურაძის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, მან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა.

ვერც მარიამ კვირკველია გადაურჩა ასაფეთქებლისგან მიყენებულ ზიანს, რომელიც პიროტექნიკის არასწორმა შეფუთვამ გამოიწვია.

,,ასაფეთქებელს ხელის მოსაკიდებელი ჰქონდა, ამიტომ ლოგიკურად ვიფიქრე, რომ მისი ხელში დაჭერა შეიძლებოდა. მოკიდების დროს კი ისეთი ძალით გაისროლა, წინ და უკან მატრიალა. საბედნიეროდ, მხოლოდ ქურთუკის მკლავი დავიწვი“– ამბობს ჩვენთან საუბარში მარიამ კვირკველია.

კიდევ ერთი დაზარალებული მეოთხე კლასელი მაგდა კვეზერელია. მაგდას დედა – ლალი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბავშვს ასაფეთქებელი ფეხებს ქვეშ ჩუმად შეუგდეს. მაგდას კი შიშის ფონზე დიაბეტი დაემართა.
ასაფეთქებელს ცეცხლი მოუკიდა, მეტი ეფექტისათვის შუშაში ჩადო და გადაგდებისას ხელებში აუფეთქდა. დიდხანს მკურნალობდნენ 8 წლის ნიკოლოზ ბანძელაძეს, რომელიც დასახიჩრებას გადაურჩა.
საინტერესოა, რამდენად აკონტროლებენ მშობლები საკუთარ შვილებს, რომლებიც თავისუფლად ყიდულობენ ასაფეთქებლებს და ამით ერთობიან?!

ერთ–ერთი მშობელი – მაია ჩალახეშაშვილი, რომელსაც 7 წლის გოგონა ჰყავს ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კონტროლს ეფექტი ყოველთვის არ აქვს და იმის შანსი, რომ ბავშვი ჩუმად რაიმეს გააკეთებს, ყოველთვის მაღალია.

,,მაღაზიებში უხარისხო და დაზიანებული ასაფეთქებლებიც იყიდება, რომლებიც, შესაძლოა, ხელში აღებისთანავე აფეთქდეს. პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვა აუცილებლად უნდა დაწესდეს. მე უფრო მეტად ის მაშინებს, ვინმემ ჩუმად არ დაგიგდოს და შიშისგან ნერვული შეტევა არ დაგემართოს. ამ დროს მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ხომ არავინ ფიქრობ?“–ამბობს მაია.

,,ჩემი აზრით, არა მარტო ახალი წლის დღეებში, საერთოდ უნდა აიკრძალოს პიროტექნიკა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება – მხოლოდ სახელმწიფო აწყობს ფეირვერკების შოუს. საახალწლო დღეებში ქუჩაში გადაადგილების მეშინია“ – ამბობს ნათია გერგედავა.

საახალწლო ასაფეთქებლები მაღაზიებში თავისუფლად იყიდება. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადამიანების სიცოცხლე თუ ჯანმრთელობა ვიღაცის ბიზნესინტერესებს არ უნდა შეეწიროს.

,,ვყიდი, რადგან მოთხოვნადია. პიროტექნიკის შემოტანა და გაყიდვაც არაა აკრძალული. თუმცა ამას ვერ დავარქმევდი ,,ბიზნესს სხვისი სიცოცხლის ფასად.“ პიროტექიკა მთელს მსოფლიოში თავისუფლად იყიდება, განსხვავება კი, საქართველოსთან მიმართებით, ხარისხშია. სწორედ ესაა პრობლემა“– აცხადებს ერთ–ერთი მაღაზიის მენეჯერი – მანანა გნოლიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მიმართავს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება და პასუხისმგებლობა მწარმოებელთან ერთად რეალიზატორსაც დაეკისრება. სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტის აღმოჩენისას, დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე.

ამ დროს კი – საზოგადოების ერთი ნაწილი კვლავ განაგრძობს ბრძოლას ე.წ. ასაფეთქებლების წინააღმდეგ, ნაწილი კი – აქტიურადაა ჩაბმული სადღესასწაულო სამზადისში და, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, პიროტექნიკას იმარაგებს. ,,სანამ ააფეთქებ, დაფიქრდი!“ – ამ ლოზუნგით შეიარაღებული ადამიანები ჯერ კიდევ არ აპირებენ დანებებას. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო სექტორი და მოხერხდება თუ არა მიღებული დადგენილებით საზოგადოების ყველა ფენის დაკმაყოფილება?

ნატალია ჯალაღონია

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ყავს

გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ყავს

9 years ago
მახარაძე, ვარდოსანიძე, მარტინენკო, ფალავანდიშვილები – მთაწმინდაზე ჯამში 26 ადამიანი დააკავეს

მახარაძე, ვარდოსანიძე, მარტინენკო, ფალავანდიშვილები – მთაწმინდაზე ჯამში 26 ადამიანი დააკავეს

4 years ago

კვირას თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

11 years ago

მაკრონის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by