• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,რაც მე და ჩემს მოსწავლეებს გვაერთიანებს, ისაა, რომ არასოდეს ვსაუბრობთ ნიშნებზე“

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მასწავლებელიმსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი მეინის შტატის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და ტესტირებებისა და გამოცდების ნიშნებს არაფრად დაგიდევთ. ნენსი ეტველმა სწავლებისა და ცოდნის ცენტრი 25 წლის წინ გახსნა და ყველაფერი იღონა, რომ საკლასო ოთახი მოსწავლეებისთვის ცოდნისა და ბედნიერების კერად ექცია. გასულ თვეს მისი ნახევარსაუკუნოვანი პროფესიონალიზმი და შრომა მსოფლიომ იმით დააფასა, რომ ნენსის წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მიანიჭა. ამ ჯილდოს განათლების სისტემაში ნობელის პრემიასთან აიგივებენ.

ეტველის სკოლა მეინის შტატში, ეჯკომბის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს. ეს ჩვეულებრივი სკოლა არ არის და არც თავად ნენსია ჩვეულებრივი მასწავლებელი. მის სკოლაში ყველა საკლასო ოთახს დამოუკიდებელი ბიბლიოთეკა აქვს. აქ სტანდარტული ტესტირებები აკრძალულია. კლასში 7-8 მოსწავლეა. სკოლა იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ყველა რელიგიურ და კულტურულ დღესასწაულს აღნიშნავენ. მოსწავლეები იმ წიგნების შესახებ წერენ, რომლებიც თავად აირჩიეს და წაიკითხეს. ყოველწლიურად ისინი დაახლოებით 50 წიგნს კითხულობენ, რაც არცთუ ურიგო შედეგია.

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოება წელს დუბაიში გაიმართა. მიღებული ფულადი ჯილდო, რომელიც 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ნენსი ეტველმა თავის ცენტრს შესწირა. მან აღნიშნა, რომ სკოლას ახალი ჭერი და ღუმლები სჭირდება. ასევე წიგნები, რომელთა რაოდენობა არასოდესაა საკმარისი.

ნენსის სასკოლო კარიერა 25 წელზე მეტს ითვლის. ის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ცხრა წიგნის ავტორია, რომელთაგან ერთი, „In the Middle”, ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ნენსი ბედნიერია, რომ მისი სკოლა მოსწავლეებისთვის ცოდნასა და სიხარულთან ასოცირდება და არა სტრესსა და იმედგაცრუებასთან.

ნენსის სამასწავლებლო კარიერა მოულოდნელად დაიწყო. თურმე ამ პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვერ გადაწყვიტა, რა ექნა ინგლისური ლიტერატურის სპეციალისტის დიპლომისთვის და გეგმა B-ს მიჰყვა – კერძო რეპეტიტორი გახდა:

– პირველივე გაკვეთილის შემდეგ მივხვდი, რომ ეს საქმე მიყვარდა. მოსწავლეებთან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შინ. ვგიჟდებოდი ლიტერატურაზე, მოსწავლეებისა და ლიტერატურის ნაზავი კი ჩემს სამყაროს განუმეორებელს ხდიდა.

1973 წელს ნენსი ეტველმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ნიუ–იორკში. მეშვიდე და მერვეკლასელებს ასწავლიდა. ამბობს, რომ ეს ასაკი დღესაც მისი ფავორიტია:

– როცა მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებს რამეს აჩვევ, ეს მათ მთელი ცხოვრება მიჰყვება. ამ ასაკში მოზარდები სხვა თვალით იწყებენ სამყაროს ყურებას და ინტერესით აკვირდებიან „დიდების” ცხოვრებას.

მუშაობის პირველ წლებში ნენსიმ გააცნობიერა, რომ მოსწავლეები მოტივირებულნი არ იყვნენ იმ დავალებებისთვის, რომელთა შესრულებას სასწავლო გეგმა ითხოვდა. მასწავლებელმა ალტერნატიული მეთოდების ძიება დაიწყო და შეჩერდა პროფესორ დონალდ გრეივის ნაშრომზე „წერის გამოცდა”. ეს გახლავთ წყარო, რომლის მეშვეობითაც ნენსიმ თავისი კარიერა სწორად წარმართა. „წერის გამოცდა” მთლიანად მოსწავლის სურვილებსა და თვითგამოხატვაზეა ორიენტირებული. ნენსის გაკვეთილზე მოსწავლეებმა სურვილისამებრ დაიწყეს საკითხავი ლიტერატურის არჩევა. მისი წაკითხვის შემდეგ თემებსაც თავად ირჩევდნენ და საკუთარი ნააზრევი ფურცელზე გადაჰქონდათ. ამან ნენსის მოსწავლეები გაააქტიურა და მოტივაცია შესძინა. მასწავლებელმა მალე შეამჩნია, რომ მოზარდები სასწავლო პროცესში სიამოვნებით მონაწილეობდნენ.

საჯარო სკოლაში სწავლების დროს ნენსის უფლება არ ჰქოდა, თავისი სტრატეგია გამოეყენებინა და სკოლის შინაგანაწესისთვის გადაეხვია:

– კარი ჩავკეტე და მოსწავლეებთან საუბარი დავიწყე. მაშინვე მივხვდი, რომ ყველა მოზარდმა იცის, რა არის მისთვის საინტერესო და მიშვნელოვანი; საკმარისია, ოდნავ ვუბიძგოთ.

1990 წელს ნენსი ნიუ–იორკს ტოვებს და საცხოვრებლად მეინის შტატში გადადის, სადაც საკუთარ სკოლას აარსებს. სწავლებისა და ცოდნის ცენტრი ყოველწლიურად 80 მოსწავლეს იღებს და მერვე კლასამდე ზემოხსენებული პროგრამით ასწავლის. გარდა ამისა, სკოლის მთავარი პრინციპი ერთმანეთის კულტურული და რელიგიური გრძნობების პატივისცემაა:

– ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ჩინურ ახალ წელს, მიცვალებულების დღეს, რამადანსა და ყველა სხვა რელიგიურ დღესასწაულს. მინდა, ყველა მოსწავლეს ფართო ცოდნა ჰქონდეს ერთმანეთის კულტურისა და რელიგიის შესახებ, ასევე – თანაგრძნობა და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ.

ამერიკის სხვადასხვა შტატში მცხოვრები მასწავლებლები ყოველწლიურად ჩადიან ნენსის სკოლაში, აკვირდებიან სასწავლო პროცესს, იღებენ ახალ გამოცდილებას და უკან ბრუნდებიან. ნენსის იმედი აქვს, რომ მასთან ნანახს სტუმრად მოსული მასწავლებლები თავიანთ საკლასო ოთახში წაიღებენ და მოსწავლეებს ახალ მეთოდებს გააცნობენ.

მერვე კლასის დასრულების შემდეგ ნენსის მოსწავლეები კოლეჯსა თუ სხვა სკოლაში გადასასვლელად საჭირო გამოცდებში 97%-იან შეფასებას იღებენ. ეტველი გამუდმებით კითხულობს მათ ამბებს და ბრაზობს, რომ მის მოსწავლეებს მაინც უწევთ გამოცდების ჩაბარება და ნიშნებისთვის ბრძოლა.

– ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მე და ჩემს მოსწავლეებს გვაერთიანებს, ისაა, რომ ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ ნიშნებზე, – ამბობს ნენსი დუბაიში გამართულ დაჯილდოებაზე და თავის სოფელს უბრუნდება.

წყარო: www.mastsavlebeli.ge

ნატალია ჯალაღონია

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“კომენდანტის საათი” ხომ არ გადავწიოთ ან გავაუქმოთ? – „ოცნების“ დეპუტატი ტიკარაძეს

“კომენდანტის საათი” ხომ არ გადავწიოთ ან გავაუქმოთ? – „ოცნების“ დეპუტატი ტიკარაძეს

5 years ago
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

8 years ago

თურქეთი ა.შ.შ-რუსეთის შეთანხმებას დადებითად აფასებს

13 years ago
“მაესტროს” ჟურნალისტები: “არ ვგეგმავთ შპს “სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას”

“მაესტროს” ჟურნალისტები: “ჩვენი პოზიცია უცვლელია”

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by