საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ხუციშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
დავით ხუციშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2013 წლის ნოემბრიდან ეკავა.
დავით ხუციშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით ხუციშვილმა ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი დაასრულა.
1996 – 2012 წლებში დავით ხუციშვილს წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, მათ შორის, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში.
დავით ხუციშვილი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.