• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,დევიდ ბოუიმ, წასულების მოსახსენიებლად, მოულოდნელად, ,,მამაო ჩვენო“ წაიკითხა სცენიდან“

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
,,დევიდ ბოუიმ, წასულების მოსახსენიებლად, მოულოდნელად, ,,მამაო ჩვენო“ წაიკითხა სცენიდან“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დევიდ ბოუმდავით  ზურაბიშვილი ამა წლის 10 იანვარს  გარდაცვლილ მუსიკოსზე- დევიდ ბოუვიზე აქვეყნებს პოსტს:

,,უკვე ბევრი დაიწერა დევიდ ბოუის გარდაცვალებაზე, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოვყვე არ შემიძლია.  ნამეტნავად პოსტმოდერნულია. მოკლედ, ოთხმოცდათორმეტის აპრილია და ფრედი მერკურის ხსოვნის კონცერტის პირდაპირი რეპორტაჟია უემბლიდან საქართველოს რომელიღაც ტელევიზიით. არ მახსოვს “იბერვიზია” იყო თუ რამე სხვა არხი, მაგრამ ფაქტია, გადმოსცეს თავიდან ბოლომდე. ან რა ენაღვლებოდათ? ლიცენზია და ეგეთი რაღაცეები სულ ცალ ფეხზე ეკიდათ მაშინ. ეს ის დროა, როცა ქალაქში იარაღიანი ტიპები დადიან და ჯერ გაეროს წევრიც არა ვართ. ჰოდა, ეს რეპორტაჟი მიჰყავს ორ ტიპს, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობენ და ძირითადად აცხადებდნენ: ეს გამოდის, ის გამოდის და ა.შ. არც იმათი ვინაობა მახსოვს, მართალი გითხრათ, მაგრამ აი როდესაც დევიდ ბოუიმ სიმღერის ბოლოს ცალ მუხლზე დაჩოქილმა წასულების მოსახსენიებლად მოულოდნელად მამაო ჩვენო წაიკითხა სცენიდან, ჩვენი წამყვანები აშკარად დაიბნენ. ჯერ იყო და ერთმა სცადა სინქრონულად ეთარგმნა და დაიწყო “მამა, რომელიც არის ზეცაში და მისი სახელი არის… ” თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ გაიჭედა და ამ დროს მეორე წამოეშველა და ამბობს: “დევიდი კითხულობს მთავარ ლოცვას.” აი ასეთი ამბავი იყო. და ამ ყველაფერს მე ვუყურე თბილისში,სახლში და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ, არამი იყოს ის სიხარული სულით და გულით, რეპორტაჟის დროს მიღებული ღვინო და პური. გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს… ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს.“- წერს დავით ზურაბიშვილი.

გადაცემა მეორე არხზე გადიოდა და ზუსტად ამ დღეს სერგი გვარჯალაძე თარგმნიდა კონცერტს. დევიდ ბოუის საყვარელი თემა რელიგიური და სულიერი ძიება იყო. როგორც ამბობენ, იგი ბუნებით ნამდვილი ასკეტი იყო. მისი ბრენდის ,,დევიდ ბოუის” განცხადებით, ბოლო და ყველაზე პოპულარული დისკის (გაყიდვ ებში პირველ ადგილზეა), ,,ბლექსთარის” გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა სიმსივნური დაავადებების კვლევასა და მის დაძლევას მოხმარდება. 

მუსიკოსმა დისკის გამოცემამდე იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის გამთლიანებაში შეტანილი წვლილისთვის. არაოფიციალური ვერსიით, 2000 წელს დევიდ ბოუიმ უარი განაცხადა ბრიტანეთის სამეფო იმპერიის კომანდორის ორდენის მიღებაზე.

მრავალი გამოკითხვის თანახმად, დევიდ ბოუი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკმუსიკოსად მიიჩნევა. კომპანია ,,ზიპოს” ვერსიით, ის მეოთხე ადგილზეა „როლინგ სთოუნზის”, ,,ქვინისა” და ,,ბითლზის” შემდეგ. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც 10 წლისამ ტელეფონით ცნობილ საქსოფონისტს დაურეკა და დაჟინებით მოთხოვა მეცადინეობა: ,,მშობლებმა ვალით საქსოფონი მიყიდეს და თქვენ უნდა მასწავლოთ”. ”დევიდ ბოუიმ იცის, რა გააკეთოს მომავალშიც”, წერდნენ დღეს. მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური პერსონა – დევიდ ბოუი კიბოსთან 18-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 69 წლის ასაკში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. საკუთარ 69-ე დაბადების დღეზე, 2016 წლის 8 იანვარს, მან უკანასკნელი ალბომი Blackstar გამოუშვა.

ნატალია ჯალაღონია

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ყარაბაღის დამოუკიდებლობა ა.შ.შ-ს ოთხმა შტატმა აღიარა

13 years ago
თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ

თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ

9 years ago
გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს”

გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასწიეს”

13 years ago
თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

10 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by