• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნათლისღება – უფლის „განცხადების“ დღესასწაული

11 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ნათლისღება – უფლის „განცხადების“ დღესასწაული
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მამაო იაკობი„განცხადება“  ასე უწოდებენ ნათლისღებას, რომელიც ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ეს დღე ღრმა შინაარსისა და დატვირთვის მატარებელია ქარისტიანულ რელიგიაში და ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე დგას.

საინტერესოა,  რა  „განცხადდა“  ნათლისღებით? მართმადიდებლური სწავლების მიხედვით, მაშინ როდესაც იესო ქრისტე ინათლებოდა მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემლის მიერ,  პირველდ ქვეყნიერებას ერთარსება ღმრთის სამგვარობა გამოეცხადა, ადამიანისთვის  ყოვლადწმინდა სამების საიდუმლო უფრო ნათლად გასაგები, აღსაქმელი გახდა.

“ძველ-ქართულ ტერმინოლოგიაში ნათლისღებას ჰქვია „ღვთისა გამოჩინება“, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა ახალ აღთქმაში, როდესაც ყოვლადწმინდა სამება გვეცხადება-„მამა, ძე და სული წმინდა“. ძე განკაცებულია, რადგან ნათელს იღებს იორდანეში იოანეს მიერ, მამა ამოწმებს ძის შესახებ: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”, ხოლო  „სული ღმრთისა“ ანუ სულიწმინდა გარდამოვიდა არა როგორც მეტრედი, არამედ „ვითარცა მტრედი“. ამას გულისხმობს „განცხადება ღვთისა“.- აღნიშნა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ჯვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იაკობ მუჯირმა.

მნიშვნელოვანია  ასევე, თუ რატომ ინათლება ღმერთი წყლით, და თანაც ადამიანის მიერ ? იოანე ნათლისმცემელი ხომ  სინანულის ნათლობას აღასრულებდა, რომელიც ადამიანისათვის ცოდვისგან  განწმენდის საშუალება იყო და მაცხოვნებელი დატვირთვა არ ჰქონია. სჭირდებოდა მას განწმენდა? როგორც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: „ღმერთი, რომლისაგან ყოველი შეიქმნა, უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, მონისაგან, იოანესაგან ღებულობს ნათლისღებას. ამიტომაც იყო, რომ იოანე ნათლისმცემელი აყენებდა მაცხოვარს და ეუბნებოდა: „ეს მე უნდა მივიღო შენგან ნათლისღებაო.“ მაგრამ აქ გამოჩნდა, მორჩილება ღვთისა, მაგალითი მისი თავმდაბლობისა, – უფალმა ნათელიღო თავისი ქმნილებისაგან.“ ასევე, მაცხოვარმა მდინარე იორდანეში შესვლით განწმინდა წყლის სტიქია, რითაც  შესაძლებლობა მისცა მორწმუნე ადამიანს „ახლად შობილიყო“, ცოდვათა მიტევება მიეღო.

ამ ბიბლიური ეპიზოდის გასაცოცხლებლად, ტრადიცულად, 19 იანვარს უფლის ნათლისღების დღეს, იერუსალიმის პატრიარქი მდინარეს აკურთხებს, მასში ჯვრის სამგზის შთაფვლით. ნაკურთხ მდინარეში კი  მორწმუნეები ინათლებიან.  ცნობილია სასწაული, რომელიც აქ აღესრულება,  ჯვრის მესამედ შთაფვლისას, მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი აღმა იწყებს სვლას.

ნათლისღებაამდენად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაც ნათლისღების დღესასწაულთან ასოცირდება და იგი ნაკურთხ წყალში სამ გზის შთაფვლით  სრულდება, რაც უდიდეს პასუხიმგებლობას წარმოადგენს როგორც ნათლიისთვის,  ისე  ნათლულისთვის. სამჯერ წყალში შთაფლვა სიმბოლურად  ქრისტეს სამი დღით დაფლვას და შემდეგ მკვდრეთით აღდგომას განასხიერებს.  ნათელ-ღებული, მონათლული ადამიანი ახალი აღთქმის ეკლესიის წევრი ხდება  და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა უფლება  მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის სხვა საიდუმლოებებში.

ნათლისღების დღესასწულზე ყველა მოქმედ მართმადიდებლურ ეკლესიაში აღესრულება წყლის კურთხევა დიდი აიაზმის წესით. ნაკურთხი წყალი არ იხრწნება.

და ბოლოს სტატიას დავამთავრებ მამა იაკობის სიტყვებით: „ნათლისღება უკავშირდება ძველის გარდაცვალებას და ახლის დაბადებას, იმოტომ რომ ამით „ახალი“ კაცი იბადება, უფალი ბრაძანებს:  “უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა” (იოან. 3.5)“.

სოფიკო ნინიკავილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share4Tweet2

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

ეკონომიკის სამინისტრო – 2016 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.0% შეადგინა

10 years ago
საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა

საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა

11 years ago
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

ბანკებმა შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებს ვალი აპატიონ

11 years ago
“ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა”

“ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა”

12 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by