• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ეს უპრეცედენტო პროგრამა საქართველოს საცდელ ქვეყნად აქცევს“

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
,,ეს უპრეცედენტო პროგრამა საქართველოს საცდელ ქვეყნად აქცევს“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვის მიხედვით, ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. კვლევის თანახმად, დაავადებულია 200 ათასი ადამიანი.  ეს, რა თქმა უნდა, არასრული მონაცემია და რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო დიდია. როგორც ერთი თვის წინ ბრიფინგზე, აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თითო პაციენტის მკურნალობა 80-დან 100 ათას დოლარამდე ჯდება, ხოლო სახელმწიფო, აშშ-ის მთავრობისა და კომპანია ,,გილეადის“ დახმარებით,  სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ აძლევს პაციენტებს.

ც ჰეპატიტი

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ – ვალერი კვარაცხელიან აღნიშნა,  საერთაშორისო გამოხმაურება უდიდესია. ,,ყველა გვიყურებს, მსოფლიოში ყველა კონფერენციაზე გვიწვევენ, რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ. დიდი დაინტერესებაა, თუ როგორ გავაკეთებთ ამ პროექტს.“

საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია ,,გილეადს” შორის მემორანდუმს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის ახალი პრეპარატით უფასო მკურნალობას ითვალისწინებს, ხელი 2015 წლის 21 აპრილს  მოეწერა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობაა. რაც, უპირველეს ყოვლისა, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.

ელიმინაციის პროგრმა 2015 წლის მაისში ამოქმედდა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2015 წელი С ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა.

სერგეენკოელიმინაციის პირველი ეტაპი 5 000 ადამიანს უნდა გაეარა, თუმცა, ამერიკელი პარტნიორების გადაწყვეტილებით,  პროგრამაში 6 300 ადამიანი ჩაერთო. რაც შეეხება მეორე ეტაპს – ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი რეალურად დაწყებულია, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ალბათ იანვარში მოეწერება ხელი,”  –  განაცხადა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა – დავით სერგეენკომ  19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სავარაუდოდ, მეორე ეტაპში 20 000-მდე პაციენტი ჩაერთვება.

იქამდე კი, სანამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოუთმენლად ელის პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებას,  მსოფლიო მედიას გადავავალოთ თვალი.

როგორც ზემოთ წარმოდგენილი ციტატიდან ვიგებთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ჩნდება ეჭვი, თუ რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მსოფლიო მედიაში ხშირად იწერებოდა საქართველოსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ. სტატიები საკმაოდ რადიკალური და კრიტიკული იყო. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

სააგენტო „როიტერი“: ,,ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი ცდილობს, მსოფლიო მთავრობები და საერთაშორისო სააგენტოები დაარწმუნოს, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში სადემონსტრაციო პროექტით არის შესაძლებელი, რომლის ფარგლებშიც უფასო პრეპარატებს მათ შესთავაზებს, ვისაც ეს სჭირდებათ.

უპრეცედენტო პროგრამის ფარგლებში, საქართველო საცდელი ადგილი გახდება, სადაც დაავადებასთან საბრძოლველად ეფექტურ, თუმცა ძვირადღირებულ აბებს – ,,სოვალდის” და შედარებით ახალ პრეპარატ – ,,ჰარვონის” გამოიყენებენ.“

რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ  წლის ბოლოდან  დაიწყება ელიმინაციის გრძელვადიანი პროექტი. პრეპარატ ,,სოვალდისთან” ერთად მივიღებთ ,,ჰარვონსაც”.  მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ, რიგ შემთხვევებში, ეს პრეპარატები ბევრად უფრო ეფექტურია.

ერთ-ერთ ინტერვიუში კომპანია ,,გილეადის“ წარმომადგენელმა – გრეგ ალტონმა აღნიშნა, რომ საქართველო, პრეპარატების ეფეექტურობის შეფასების გასაკეთებლად, შესანიშნავი ქვეყანაა და აქ მიღებულ გამოცდილებას კომპანია მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენებს.

გამოცემა  New  Eastern Outlook-ი წერს:  „რადგან არავინ იცის, თუ რა გავლენას მოახდენდა ესა თუ ის ახალი წამლები ადამიანზე, აქამდე წამლებს ცხოველებზე ცდიდნენ,  ახლა კი, ქართველებზე ჩაატარებენ ზუსტად იმავე ცდებს, როგორსაც აქამდე ცხოველებზე ატარებდნენ. მათი ხელისუფლება კი, არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად – საკუთარი მოსახლეობის ნდობით ბოროტად სარგებლობა არის სწორედ ის საფასური, რისი გადახდითაც საქართველოს მთავრობა დასავლეთის მხარდაჭერას მიიღებს.“

სხვადასხვა გამოცემაში მოწოდებული ინფორმაციის თანხმად,  ამერიკული ბიოლოგიური კომპანია „Gilead Sciences“ ცდილობს დაარწმუნოს აშშ–ის მთავრობა, რომ მის წამლებს შეუძლია განკურნოს C ჰეპატიტი. ამისთვის მას განზრახული აქვს განახორციელოს პროექტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დაავადებულ მოსახლეობას უფასოდ დაურიგებს თავის წამლებს. ეს უპრეცედენტო პროგრამა საქართველოს აქცევს საცდელ ქვეყნად.

ამ ცდების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, კომპანიის მესვეურნი იმედოვნებენ, რომ წამალს აშშ–ის ხელისუფლება დაამტკიცებს.

New Eastern Outlook –ის  სტატიაში აღნიშნულია, რომ  სახელმწიფოს სუსტი რეგულაციები და მოსახლეობის გაუნათლებლობა არის მიზეზი იმისა, რომ გაჭირვებული ხალხი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს.

გამოცემა აქვე ისტორიულ პარალელებს ავლებს:

,,1997 წელს, ბილ კლინტონმა  ამერიკელების წინაშე,  „ტუსკიგის ექსპერიმენტის“ გამო,  საჯაროდ მოიხადა ბოდიში.  ეს ექსპერიმენტი  1932 წლიდან 1972 წლამდე გრძელდებოდა და გულისხმობდა ალაბამას შტატში, ქალაქ ტუსკიგიში, აფროამერიკელი მოსახლეობის სიფილისით განზრახ დაავადებას,  ამ დაავადების სტადიების შემდგომი შესწავლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ 1947 წლიდან პენიცილინი მიიჩნევა ამ დაავადების სამკურნალო საშუალებად,მოსახლეობას არაფერი უთხრეს მის შესახებ, – მეცნიერებმა, აშშ-ის ხელისუფლების მითითებით, გააგრძელეს კვლევები და პაციენტებს პენიცილინის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს. ამავდროულად, მკაცრად აკონტროლებდნენ, რათა კვლევებში ძალადმონაწილეთ, შემთხვევით არ მიემართათ სხვა საავადმყოფოებში სამკურნალოდ. შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, ბევრმა გადასდო თავის მეუღლეს, გაჩნდნენ ბავშვები თანდაყოლილი მწვავე ავადმყოფობით. ექსპერიმენტი მხოლოდ 1972 წელს დასრულდა, როცა პრესაში შემთხვევით გაჟონა ინფორმაციამ და ამბავმა სკანდალი გამოიწვია. თავად ამერიკელები ამ ექსპერიმენტს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინოს უწოდებენ.

,,თბილისი თაიმსმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებისგან კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. იქამდე კი, სანამ ელიმინაციის მეორე ეტაპის ციებ-ცხელება დაიწყება, მოსახლეობა ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და მეტ ინფორმირებულობასა და მკაფიო პასუხებს ელის.

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In