• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2016 დაიწყო

11 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საბათიბისი ბანკმა ლიტერატურულ კონკურს „საბას“ დაწყება გამოაცხადა.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წლევანდელი, რიგით მე-14 „საბა“ ბევრი სიახლით იქნება გამორჩეული – ათის ნაცვლად, თორმეტი გამარჯვებული, ავტორიტეტული ლიტერატორებისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო, ფართო საზოგადოების ჩართულობა კონკურსის მსვლელობისას – ეს ის ცვლილებებია, რომლებიც 2016 წლის „საბას“ კიდევ უფრო საინტერესოს და პრესტიჟულს გახდის.

კონკურსზე წიგნების წარდგენა დღეიდან უკვე შეუძლიათ ავტორებსa და გამომცემლებს. საკონკურსო განაცხადების ელექტრონულად შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 12 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

წელს, „საბას“ კონკურსზე, არაერთი სიახლეა:

კონკურსს ყავს მრჩეველთა საბჭო. მასში, პრემიის დამფუძნებლის და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან „საბას“ პრემიის ლაურეატები ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ – ლიტერატორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე; პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. სწორედ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს „საბას“ წლევანდელ ჟიურის, რომლის ვინაობაც, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე გაცხადდება.

წელს პირველად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. ლიტერატურისმოყვარული საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური დაასახელებს კონკურსის ფინალისტებს, ყველა ნომინაციაში. მათგან ნომინაცია „საუკეთესო დებიუტი“ გატანილი იქნება საჯარო შერჩევაზე და მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში შეძლებენ „საბას“ ვებგვერდზე და ფბ გვერდზე.

მკითხველების მიერ არჩეული ლაურეატი, ჟიურის მიერ გამოვლენილ სხვა გამარჯვებულებთან ერთად, სექტემბერში დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯილდოვდება „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით. მნიშვნელოვანია, რომ ჟიური ტრადიციულად დაასახელებს თავის რჩეულს დებიუტის ნომინაციაშიც. შედეგად, წელს „საბას“ ორი გამარჯვებული დებიუტანტი ეყოლება – ჟიურის რჩეული და მკითხველის რჩეული.

კიდევ ერთი დამატებითი ლაურეატი და ახალი ნომინაცია „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ – ასევე წლევანდელი “საბას“ სიახლეა! საუკეთესო ელექტრონული წიგნისათვის სპეციალური პრემია დააწესა „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლმა. ამ ნომინაციის გამარჯვებული, სხვა ლაურეატების მსგავსად, „საბას“ პრიზითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

შესაბამისად, წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. 7.    საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი
  11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

ჟიური მუშაობას თებერვლიდან შეუდგება. ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი, ორი დამატებითი ლაურეატის გამო, 8 ათასი ლარით გაიზარდა და წელს უკვე 52 ათასი ლარი შეადგინა.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

„საბას“  მედიაპარტნიორია ტელეკომპანია „იმედი“, რომლის ეთერშიც გადაიცემა „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში.

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

საზღვარი ამერიკასა და კანადას შორის შენობაზე გადის

საზღვარი ამერიკასა და კანადას შორის შენობაზე გადის

11 years ago

მიხეილ ჯანელიძე გაეროში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრებს შეხვდა

10 years ago

“საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული”

10 years ago
საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

8 years ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by