ახლახანს დასრულდა რიოს ოლიმპიადის ფინალი ძიუდოში, სადაც ერთმანეთს ქართველი ვარლამ ლიპარტელიანი და იაპონელ მაშუ ბეიკერი დაუპირისპირდნენ.
ქართველმა ფალავანმა ვერ შეძლო აზიელი მეტოქის დამარცხება და მხოლოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა ცრემლები ვერ შეიკავა და იტირა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა ზაზა ფაჩულიამ კი სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “ბევრის მთქმელია ეს მომენტი. ძალიან მაგარი ადამიანი და სპორტსმენი – “ლიპო”