საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღმზრდელო დაწესებულებებში სააგენტოს მიერ ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად.
კერძოდ, იმისათვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეაჩერებს სააღმზრდელო პროცესს.













