• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში პირველად, ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოში პირველად, ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლა იწყება. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, AMBEBI.GE-ს ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა გააცნო. ტატიშვილი, რომელიც ადრე ტრანსგენდერ “მაცაცოდ” იყო ცნობილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”.

12625852_1101918656527315_1804531224_n“სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით”, – განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ფიზიკურმა პირმა.

“მე მაქვს ჩემი ორგანიზაცია “სამოქალაქო მონიტორინგის და ასოციაციის ლგბტ უფლებათა დაცვის ცენტრი”, თუმცა სარჩელი არ შედის ორგანიზაციის სახელით, ის შედის გიორგი ტატიშვილის სახელით, ვინაიდან მე აქტიური ლგბტ უფლებადამცველი ვარ და ადვოკატი”, – განმარტავს იგი.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს.

“მოლოდინი გვაქვს ძალიან დადებითი, რადგან აქ მოყვანილია როგორც გერმანიის კონსტიტუცია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და აქედან გამომდინარე, უდიდესი მოლოდინია, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის შედეგად, შესაძლებელი იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა”, – აცხადებს ტატიშვილი.

AMBEBI.GE საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ესაუბრა. უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ საკითხი რთულია და დისკუსიას საჭიროებს.

ბატონო უჩა, რამდენად შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს ნორმა სამოქალაქო კოდექსში, სადაც წერია, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა?

– საბოლოო ჯამში, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რამდენად დასაშვებად სცნობს სასამართლო, არ ვიცი. ამ სარჩელის საფუძველზე, ოჯახის განსაზღვრებაში ქალისა და ქალის, ასევე მამაკაცისა და მამაკაცის ერთობლიობა ოჯახის მცნებაში ვერ განისაზღვრება. როგორ განისაზღვრება, კონსტიტუცია ვერ შეიცვლება, ხომ?

თუ სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმა გაუქმდება, დასაშვები გახდება ერთსქესიანთა ქორწინება?

– მთლად ასე არ არის, იმიტომ, რომ სერიოზული წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორისაც. ასე მარტივად არ არის – კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის მეუღლეების ერთობა. კონსტიტუციაში ქალი და მამაკაცი არ არის ნახსენები. მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია ნახსენები. რამდენად ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ კოდექსის ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ცოტა სადავო თემაა.

თქვენი აზრით, ეწინააღმდეგება?

– ეს საკმაოდ რთული თემაა, ამას კარგად უნდა შესწავლა და ნახვა – მე ვერ ვიტყვი, რომ ეწინააღმდეგება. ისეთი თემაა, რომ ამაზე საჭიროა დისკუსია. ასე მარტივადაც არ არის, ერთი გადაწყვეტილებით შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება და ერთსქესიანთა ქორწინება გახდეს შესაძლებელი.

წყარო: www.ambebi.ge

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

სერგეი შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყება შეიძლება

სერგეი შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყება შეიძლება

8 years ago

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სიას აქვეყნებს

10 years ago
ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

ხელვაჩაურში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

3 years ago
ოთხი ტელეკომპანია 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს

ოთხი ტელეკომპანია 24 საათით მაუწყებლობას წყვეტს

5 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by