„შატო მუხრანის“ სასახლეში (მუხრანი, მცხეთა) HR hub-ის რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის HR ექსპერტი უძღვებოდა.
საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიც არის “თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის” და “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები, რომლებიც HR hub-ის წევრები არიან.
შეხვედრის დასასრულს, მოეწყო ტური „შატო მუხრანის“ სასახლეში და ღვინის დეგუსტაცია.
ღონისძიების მხარდამჭერია კომპანია „შატო მუხრანი“.
ინფორმაციისთვის, HR hub სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით შეიქმნა. კლუბის შექმნის მიზანი HR სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაზიარება და HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა.














