• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მიკროსაფინანსოების საქმიანობაში ეკონომიკური და სოციალური „ნაღმებია“, – ეროვნული ბანკი დუმს” – გიორგი მიქანაძე

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, ეკონომიკა
A A
“სიტყვის თავისუფლების მანტიის იმიჯით გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ” – გიორგი მიქანაძე
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mikanadze giorgi მიქანაძე გიორგი ლიბერალი

ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაში არსებულ საფრთხეებზე საუბრობს და ეკონომისტებს ამ მიმართულებით აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„ერთი ძალიან საინტერესო რამ ხდება ჩვენს ფინანსურ სისტემაში, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში და სამწუხაროდ, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. იმდენად არ საუბრობენ ამ თემაზე, რომ ხშირად მგონია, მიზანმიმართულად ხდება აქცენტების გადატანა სხვადასხვა საკითხებზე, რომ ამ მიმართულებას არ შეეხონ და გახდეს განხილვის საგანი. საუბარი მაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობაზე. ყველა შევამჩნევდით, რომ საგრძნობლად მომრავლდა მათი რიცხვი და მნიშვნელოვნად გააფართოვეს საკუთარი საქმიანობა.

 2014 წლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო კაპიტალი მილიარდ ლარამდე აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ზრდის საკმაოდ სწრაფი დინამიკით.

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული ვალუტის კურსის რყევის პირობებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურების კვალდაკვალ, ეს მოცულობა შეიძლება გაორმაგებულიც არის. ეს მონაცემები ეროვნულმა ბანკმა საჯარო უნდა გახადოს და დასვას ამ საკითხზე მსჯელობის აქცენტები. ღიად ისაუბროს საფრთხეებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები.

ამ ყველაფერში სავალალო გახლავთ ის, რომ მიკროსაფინანსოების მაღალ პროფესიონალური მარკეტინგული მუშაობის საფუძველზე საზოგადოებაზე ადვილად ყიდიან კაბალური პირობების მომსახურებებს, შემდგომ საკმაოდ ხისტი მომსახურების პირობებს სთავაზობენ, უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას მხოლოდ 50% თვითღირებულებით აფასებენ. საგულისხმოა, რომ ისინი მომხმარებლებს ფაქტიურად ყველა სახის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობენ, რასაც ჩვეულებრივი კომერციული ბანკები. ერთი გამონაკლისის გათვალისწინებით, მათ არ აქვთ დეპოზიტების, საზოგადოებიდან თანხების მიღების. თუმცა, აქაც გამოინახა გამოსავალი და ისინი თამასუქებს (ფასიანი ქაღალდი) ყიდიან მოსახლეობაზე, სადაც კატასტროფულ 9-დან 36% დარიცხვას სთავაზობენ ფულის შემტანს (ფაქტიურად დეპოზიტის შინაარსს ახორციელებენ). ეს ფაქტი კატასტროფული არის იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ გარანტიები, რომ თავს გაართმევენ შესაბამისი პირობებით მომსახურების შესრულებას, საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად, დგას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერიოზული ლიკვიდურობის პრობლემა. ზემოთ ხსენებული საზოგადოებისთვის, როგორც სოციალური თვალსაზრისით, – ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, სერიოზული საფრთხეების შემცველია.

მოსახლეობა ვერ ერკვევა აქ ჩადებულ რისკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ნდობა მკვეთრადაც კი იზრდება (30% გადასცდა). გამომდინარე მოსახლეობის დაბალი ელემენტარული ფინანსურ-ეკონომიკური განათლების დონისა და თვითშეგნებიდან, ისინი ადვილად მიდიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მარკეტინგულად მაღალ დონეზე შეფუთულ კაბალურ პირობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ აქვთ რეგულაციები, განსაზღვრული ლიმიტები და ნორმატივები, შესაბამისად, სრულად თავისუფლები არიან ბაზარზე ოპერირებისას. ერთადერთი, მათი ზედამხედველობის ფუნქცია აქვს ეროვნულ ბანკს.

მაშინ, როცა ქვეყანაში ეროვნულ ვალუტას ასეთი პრობლემები აქვს, საუბარი იყო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის „შეთქმულების თეორიაზე“, – აქცენტებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მათ საქმიანობაზე, არავინ არ აკეთებდა. შემთხვევით აქაც ხომ არ არის ფარული ავანტიურა ჩადებული?

ამ ყველაფრის საფუძველს მაძლევს და ჩემს არგუმენტებს მიმტკიცებს სტატისტიკური მონაცემები. 2012 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 218% არის გაზრდილი (2015 წლის I კვარტლის მონაცემებით). საინტერესოა შემდგომი პერიოდი, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა „წუხილი გამოთქვეს მოჭარბებული მოგების მიღების გამო“, ეს მედიის საშუალებით გააკეთეს ამ ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა და ცნობილია. საზოგადოებას ბოდიშსაც კი უხდიდნენ, რომ არ ჰყოფნიდათ ცოდნა, რომ მიკოსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პირობებზე არ წასულიყვნენ. სწორედ მიმდინარე წლის პერიოდის მონაცემები, როცა ლარის მერყეობა და ბაზარზე ფინანსური რყევები იყო, ჩემთვის ხელმისაწვდომი ვერ გახდა. შესაბამისად, სურათი უფრო დრამატული იქნება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 70-ს გადასცდა. მათი რიცხვი საგრძნობლად სწორედ ბოლო პერიოდში გაიზარდა. ვის ხარჯზე ნახულობენ მოგებას? რატომ გახდა ასეთი პოპულარული ეს ბიზნესი? უფრო მეტი მდიდრდება და საქმდება? თუ უფრო მეტი საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ღარიბდება? ვინაა პასუხისმგებელი? ამით საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობა მატულობს თუ კლებულობს? ამ ყველაფერზე, ამ ეტაპზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკია.

გასათვალისწინებელია, რომ ის მცირე მოცულობის თანხები, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ სესხად, სწრაფადვე ხვდება ბაზარზე და ნაკლებად იხარჯება საინვესტიციო მიმართულებით ან საწარმოო კაპიტალის გაძლიერებისთვის. უფრო მეტიც, ძირითადად ხდება იმპორტირებული საქონლის შეძენა, რაც თანხების დიდწილად ქვეყნიდან გადინებას ნიშნავს. თავის მხრივ კი, ბაზარზე ჭარბად მოხვედრილი ფულის მასა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეროვნულ ვალუტას. საგულისხმოა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთავარი კრედიტორი, ფინანსრური სახსრების მიმწოდებელი კომერციული ბანკები არიან. კომერციულ ბანკებს მეტი ინტერესი სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობაში აქვთ, სადაც ნაკლები რეგულაციები და შეზღუდვები ხვდებათ.

არ ვარ მომხრე, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდოს, თუნდაც რეგულაციები დაუწესდეს. მთავარია, ქვეყანაში საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდას ჰქონდეს ადგილი. ისინი კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან და ორიენტირებული არიან მოგებაზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააცნობიეროს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა დაცული იყვნენ მომხმარებლები. ამის პარალელურად სასწრაფოდ მისაღებია ზომები, რომ ამაღლდეს მოსახლეობაში თვითშეგნების დონე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა პანიკურ მოვლენას და სწრაფად გამოითხოვა მომხმარებლებმა მომსახურება, დადგება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლიკვიდობის პრობლემა. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სოციალური ფონის გაუარესებას, იქნება მძიმე დარტყმა ფინანსურ სისტემაზე და დამატებით სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.

როცა განვითარებულმა მსოფლიომ დაინახა ფისკალური და მონეტარული უწყებების დამოუკიდებელი მუშაობის ხარვეზები, ურთიერთკოორდინაციის პრობლემები, 2008 წლის კრიზისების შემდგომ მაკროპრუდენტულ მათვის სტილზე დაიწყეს ეკონომიკებმა გადასვლა. სამწუხაროდ, ჩვენთან უწყებებს შორის მოშლილია კოორდინაციის სისტემა და ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც ადვილად მისახვედრია, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, შეიძლება ითქვას, ინდივიდუალური პოლიტიკით მოქმედებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო „კონტრაშიც” კი არიან ერთმანეთთან. მმართველობის ეს სტილი სასწრაფოდ სისტემაშია მოსაყვანი და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არის გასატარებელი, მჭიდრო ურთიერთკოორდინაციით, სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს როგორც საზოგადოებრივი, ისე – ბიზნეს ინტერესების დაცვა და განვითარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იჩენს თავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსგავსი პრობლემები და საფრთხეები. რაზედაც ზემოთ მქონდა საუბარი. სისტემურად არ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ კონკრეტულ ინდივიდებს ჰქონდეთ სამსახურებრივი ბერკეტები – ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხელი შეუშალონ ეკონომკიის სფეროში მიმდინარე პროცესებს“ – აცხადებს მიქანაძე.

აღნიშნული განცხადება გიორგი მიქანაძემ „საზოგადოება 20/30″ ორგანიზებით, მეორე ეკონომიკური ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა, მიღწევები და გამოწვევები”გაიმართულ ფორუმზე გააკეთა. შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილული იყო საქართველოს ეკონომიკის მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები.

წყარო:

http://reportiori.ge/old/?menuid=11&id=80841

Share3Tweet2

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად”

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არგენტინის კიდევ ერთ − მოდერნიზაციის სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს“

10 years ago
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია

12 years ago
ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“

3 years ago
არაერთი სირთულე და ბიზნესი ნულიდან – ნინო შოშიაშვილის პერსონა

არაერთი სირთულე და ბიზნესი ნულიდან – ნინო შოშიაშვილის პერსონა

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by