• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,თამარ გერგედავას მერიისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსით არ მიუმართავს” – პროკურორის შვილის მეგობარი განცხადებას ავრცელებს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

tamar

პროკურორ ლეონიდ გერგედავას შვილის, თამარ გერგედავას მერიის მიერ სწავლის დაფინანსების შესახებ კამათი რ წყდება.
სოციალურ ქსელში  თამარ გერგედავას მეგობრის – ირაკლი სულაბერიძის  წერილი გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურორის შვილს მამის გავლენა არასოდეს გამოუყენებია და მოუწოდებსზოგადოებას, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ დაეყრდნოს.

,,მოკლედ, გადავწყვიტე დავარღვიო დუმილი. ბოლო დღეები ჩუმად ვარ, ვაკვირდები პოლიტიკურ კინკლაობას და გადავწყვიტე უფრო მეტი ნათელი მომეფინა ამ საქმისათვის და ადამიანებს, მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდო რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადამიანისათვის ცილისწამება,შეურაწყოფა და ცინიზმი სულ მინიმუმ არ შეიძლება. თაკო (თამარ) გერგედავა არის ჩემი მეგობარი. ყველამ, ჩემმა მეგობრებმა და არამხოლოდ ძალიან კარგად იცით ეს ფაქტი. ასევე ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ობიექტურობასთან მიმართებაში.შესაბამისად, ვეცდები ობიექტურად ვისაუბრო თაკოს გარშემო დატრიალებულ მოვლენებზე. თაკო ჩემი მეგობარია, უკვე 6 წელია. უნივერსიტეტის პირველივე კურსიდან ვმეგობრობთ. არის უნიჭიერესი ადამიანი,ძალიან შრომისმიყვარე და შეიძლება ითქვას თუ რამე ვიცი ჩვენს პროფესიაში არის მისი დამსახურება, რადგან ერთად ვმეცადინეობდით და სისტემატიურად მეხმარებოდა. თაკოს არასდროს უტრაბახია მამამისის თანამდებობით. ძალიან არ უყვარდა ამ თემით მანიპულირება, მეც ძალიან გვიან გავიგე რომ მამამისი ასეთ თანამდებობაზე იყო. უფრო მეტიც, ისეთ დროს არ გამოუყენებია მამის თანამდებობა როცა უნდა გამოეყენებინა, როცა უსამართლობები ხდებოდა ჩვენს გარშემო. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და მთავარზე რომ გადავიდეთ, დავამთავრეთ უნი, თაკომ ერთ წლიანი სისტემატიური მომზადება დაიწყო ფრანგულში,ამასობაში გამოცხადდა ვაკანსიები მერიაში და თაკომ გადაწყვიტა ბედი ეცადა და თუ გაუმართლებდა ერთი წელი სამუშაო გამოცდილება მიეღო.ორი კვირა თავაუღებლად იმეცადინა ის კანონები, გავიდა ტესტირებაზე და ჩააბარა წარმატებით… დაინიშნა სამსახურში…. მოგვივიდა პასუხი სორბონადან რომ თაკო ჩაირიცხა ფრანგულენოვან კურსებზე. როგორც მოგეხსენებათ, და თუ არ მოგეხსენებათ გეტყვით, რომ სორბონაში სწავლა ღირს “მხოლოდ” 500 ევრო. პარიზი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი,ძალიან ძვირია ცხოვრება, საცხოვრებლის დაქირავება მინ 600 ევრო ღირს, საკვები, წიგნები (მინინუმ 30-40 ევრო ერთი წიგნი). ამ დღეებში დავიწყეთ მცირე დაფინანსების მოძიება რომ მის ოჯახს ცოტათი მხარში ამოვდგომოდით, “პროკურორის შვილობა” არ ნიშნავს ყოვლისშემძლეობას. დამემოწმება ჩემი არაერთი ფბ მეგობარი, რომელთაც ვთხოვდი დახმარებას ფონდების მოძიებაში. ვიყავით არაერთ ფონდში, მაგრამ სამწუხაროდ უიმედოდ. ზოგან ვადა იყო გასული, ზოგან საფრანგეთს არ აფინანსებდნენ და ა.შ. შემდეგ, თაკომ გაიგო სამსახურში რომ შეეძლო მიემართა მათთვის და იფიქრებდნენ დახმარებაზე. პირადად მე ვეხმარებოდი ამ განცხადების დაწერაში და ძალიან დიდი დრო დავხარჯე რომ ეს განცხადება კომპიუტერიდან აღმედგინა.წაიკითხეთ ძალიან კარგად და გამოიტანეთ აზრი, რას ითხოვს თაკო, სად წერს რომ ის არის სოციალურად დაუცველი? ძალიან მარტივია იმის გააზრება რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ საკუთარი თავის დაფინანსების მოძიებას, რომლებიც ცდილობენ ოჯახს ტვირთი

შეუმსუბუქონ, დაეხმარონ მათ ვინც მასზე ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს მის კეთილდღეობისათვის. სამწუხაროდ ბევრს უჭირს ამის გააზრება. ეს ბრძანება არ ჩაბარებია თაკოს. მე არ მაინტერესებს პირადად ვისი პრობლემა იყო ამ ბრძანების დაწერა. ვინ ვის რა დაავალა და ხელი ვინ მოაწერა. ფაქტია რომ ზარალდება ერთი ათასი პროცენტით კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ იჯდეს და მეცადინეობდეს, ახლა უზომოდ ნერვიულობს ამ ფაქტზე, ამ ცილისწამებაზე. სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება რომ არსებობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარ თავებზე და ბევრს მეცადინეობენ, რომ განვითარდნენ და რომ ასეთ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება და ხელის გამართვა. სამწუხაროდ, მიწევს ამის თქმა, ქართველი საზოგადოების ნაწილს, ზიზღის ფრქვევის მეტი საქმე არ აქვს. იმედი მაქვს ის ობიექტური ჟურნალისტები ამ განცხადებასაც ისე აიტაცებენ, როგორც ის ბრძანება აიტაცეს. ჩამოაშორეთ თაკოს სახელი პოლიტიკის სიბინძურეებს. არსებობენ წარმატებული ადამიანები! ვტვირთავ განცხადებას!”, – წერს ირაკლი სულაბერიძე.

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ნათია მეზვრიშვილი: „ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება“

ნათია მეზვრიშვილი: „ოპოზიცია არ უჭერს მხარს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება“

8 years ago
3-12 მაისის ჩათვლით სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

3-12 მაისის ჩათვლით სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

5 years ago

საქართველოს პრეზიდენტი ბაბუა გახდა

10 years ago

დღეს სინოდის მორიგი სხდომა გაიმართება

13 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by