• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აზიისა და წყნარი ოკეანეთის 10 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

10 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
აზიისა და წყნარი ოკეანეთის 10 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის მესამე ანგარიში ეხება აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს. რეგიონიდან ხუთი საუკეთესო ქვეყანა, ათეულში ისევ იმ ადგილს იკავებს, რაც გასულ წელს ჰქონდა და სტაბილურად განაგრძობს ეკონომიკური პროცესების მართვას.

ერთი წინადადებით, რომ შევაფასოთ აზიის ქვეყნების უმეტესობა წლიდან წლამდე უფრო მეტ პროგრესს განიცდის, ვიდრე რეგრესს, რაც ჩანს სტატისტიკებსა და ანგარიშშიც. მაგალითისთვის, ლაოსი რომელსაც წლების წინ სიღარიბის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა 140 ქვეყანაში  წელს 83-ე ადგილს იკავებს მშპ-ს რაოდენობით. კამბოჯა სიაში 90-ეა, ნეპალი მე-100, ბანგლადეში 107-ე, რეგრესისკენ მიდის მონღოლეთი, რომელმაც 104-ე ადგილი დაიკავა და ბჰუტანი 105-ე ადგილით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგები 12 მაჩვენებლის გაერთიანებით დგინდება. გთავაზობთ აზიის კონკურენტუნარიან ქვეყნების ათეულს.

12767288_1133710403326901_1153390208_n

სინგაპური გამორჩეულია არამხოლოდ აზიური სამყაროსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვისაც. იგი მთლიან რანჟირებაში მეორე, ხოლო აზიურ ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. 12-დან შვიდ კატეგორიაში ქვეყანამ უმაღლესი შეფასება მიიღო. ის მოწინავეა შრომითი, ფინანსური, სასაქონლე ბაზრებისა და განათლების სისტემის ეფექტურობით. ვხვდებით საუკეთესო ხარისხის ინფრასტრუქტურას, ეფექტურ ინსტიტუციონალური სისტემასა და მყარ ორგანიზაციულ სტრუქტურას. ერთ-ერთ სისუსტედ თვლიან სამუშაო ადგილებში ქალთა რაოდენობის სიმცირეს.

იაპონია მსოფლიო მასშტაბით მე-6, ხოლო აზიური ქვეყნებში მე-2 ადგილს იკავებს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ქვეყანას, სინგაპურთან შედარებით, დაბალი ქულები აქვს მიღებული კატეგორიაში –  ქალთა მონაწილეობა და სამუშაო ძალაში ჩართვა. თუმცა, განვითარებულია ინოვაციებითა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ქვეყანა მოწინავეა საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და მსოფლიოსში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ჯამრთელობის სისტემაში,რაშიც იგულისხმება მოქნილი სადაზღვევო პაკეტები. ფინანსური ბაზარი და მაკროეკონომიკური გარემო განვითარების პროცესშია.

ჰონგ-კონგი მსოფლიო რანჟირებით მე-7, ხოლო აზიის ქვეყნებში მესამე ადგილს იკავებს. „საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა მსოფლიოში“-ასე ახასიათებენ ეკონომისტები მას. როგორც სინგაპურს მასაც კარგი შედეგები აქვს ფინანსურ და სასაქონლო ბაზრებზე. ტექნოლოგიური განვითარება მას მოწინავეს ხდის სხვა აზიურ ქვეყნებთან შედარებით. ერთ-ერთ სისუსტედ ინსტიტუციონალურ დონესა და ორგანიზაციული სტრუქტურის არასტაბილურობას ასახელებენ.

ტაივანი, ჩინეთი – აზიურ ქვეყნებში მეოთხე, ხოლო გლობალური მაჩვენებლით მე-15 ადგილს იკავებს. 12 კატეგორიიდან მე-11 და მე-17 ადგილებს იკავებს შვიდ მათგანში, ხოლო ხუთში მე-20 ადგილს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესებულია წინა წლის მაჩვენებელი მაკროეკონომიკურ კატეგორიაში, დაბალანსებულია ბიუჯეტი, იკლებს ვალი და სამუშაო ბაზარი უფრო მოხერხებულია. თუმცა, დანარჩენ კატეგორიებში სერიოზული პრობლემები შეინიშნება.

ახალი ზელანდია  წარმატებით მიიწევს წინ. მისთვის ნამდვილად საზეიმოა ის შედეგები, რასაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი გვაძლევს. ქვეყანა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 9 საფეხურით მაღლა აიწია და 25-დან მე-16 ადგილზე მოგვევლინა. საუკეთესო ათეულის მაჩვენებელშია შემდეგ კატეგორიებში, როგორიცაა ინსტიტუციონალური მოწყობა, ჯანმრთელობა და განათლება, შრომითი ბაზრის ეფექტურობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე ქვეყნისთვის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების ნაკლებობა ითვლება.

მალაიზია გლობალურ შკალაზე მე-18, ხოლო აზიურ ქვეყნებში მე-6 ადგილს იკავებს. მალაიზიაზე შეიძლება ითქვას, რომ განვითარებულზე მეტად, განვითარებადია. ის ავითარებს იმ პოზიციებს, რომელიც მას ოთხი წლის წინ ჰქონდა. 12 კატეგორიიდან უმეტესობა მათგანში საუკეთესო 50-ეულშია, ხოლო საუკეთესო ათეულში ადგილი მხოლოდ ორი კატეგორიიდან მიიღო: სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა და ფინანსური ბაზრის განვითარება. მალაიზიის სისუსტედ ტექნოლოგიური პროცესების შეფერხება და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის სიმცირე ითვლება.

ავსტრალიას სერიოზული ვარდნა ჰქონდა 2015 წელს, მსოფლიო შკალაზე 21-ე ადგილი დაიკავა, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს შორის კი მე-7 ადგილი. ქვეყანა წლიდან წლამდე აუმჯობესებს თავის ერთ-ერთ სუსტ კატეგორიას – სამუშაო ბაზარს. 12 კატეგორიიდან ამ წელს ის საუკეთესო 36 ქვეყანას შორის მოხვდა. საუკეთესო ათეულშია სამი შემდეგი კატეგორიით: ფინანსური ბაზრის განვითარება, ჯანმრთელობა და განათლება.

კორეის რესპუბლიკა მსოფლიოს 15 საუკეთესო მაკროეკონომიკური ქვეყნის რიგში შედის. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანა მნიშვნელოვან პოზიციებზეა. ფინანსური ბაზრის განვითარება, შრომითი ბაზარის ეფექტურობა და ინსტიტუციური მდგომარეობა უმჯობესდება.

საინტერესოა, რომ ამ სიაში ჩინეთი მე-9, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 28-ე ადგილს იკავებს. ექსპერტების აზრით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანის მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი ის ეკონომიკური პროგრესია, რასაც ჩინეთმა ბოლო ათი წლის განმავლობაში მიაღწია. თუ სურს ჩინეთს გაიუმჯობესოს მდგომარეობა ან სტაბილურად გააგრძელოს ამ პოზიციაზე ყოფნა, მან აუცილებელად, ყურადღება უნდა  მიაქციოს ფინანსურ ბაზარს და მისი  ფუნქციონირების მოქნილობას.

ტაილანდმა  ექვსი პოზიციით გააუმჯობესა მდგომარეობა და მსოფლიო შკალაზე 32-ე, ხოლო აზიურ ქვეყნებში მე-10 ადგილი დაიკავა. ქვეყანა ტექნოლოგიური პროგრესისთვის მზადყოფნას განაგრძობს. ძირითადი პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტსა და ქვეყნის შიდა მდგომარეობას უკავშირდება. კორუფცია, გართულებული ბიუროკრატია და პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორებია.

წყარო: weforum.org

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

“არის საშიშროება იმისა, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ”

11 years ago
ანა ონოფრიშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ანა ონოფრიშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

5 years ago

წლის საუკეთესო მიკრომეწარმე ოთარ დანელიამ დააჯილდოვა

11 years ago
ოთარ დანელია: “რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის  მზად არის”

ოთარ დანელია: “რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის მზად არის”

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by