• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარლამენტმა სახალხო დამცველის ინიციატივა განიხილა

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვას იწყებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

parlamenti5საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების შესახებ მომზადებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც  სასამართლოს უფლებამოსილებისა და შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოვებას გულისხმობს.

დღემდე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. კანონპროექტი გვთავაზობს, რომ ამ თვალსაზრისით შემოწმდეს ასევე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება სცდება ნორმათა კონტროლის მოდელს და ახორციელებს რეალური სარჩელის საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს. მსგავსი მოდელი ეფექტიანად მოქმედებს ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო.

ინდივიდუალურ აქტებთან და საერთო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელების დასაშვებობის წინაპირობაა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა. თუმცა, კანონპროექტი უშვებს გამონაკლის შემთხვევებსაც.

კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მისი მოქმედების შეწყვეტას შესაბამისი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შეფასებისას, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო გადაწყვეტილებას, ეს გამოიწვევს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმე ხელახალი განხილვისთვის განსჯად სასამართლოს გაეგზავნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მოსარჩელის მოთხოვნით დაადგინოს კომპენსაციის გაცემის ან ზარალის ანაზღაურების საკითხი. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ არსებობს ამის განხორციელების სხვა სამართლებრივი საშუალება.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დაშვებულია 1995 წლის 24 აგვისტოს შემდეგ საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელთა გასაჩივრების ვადა გასულია. აღნიშნული გამონაკლისი არის ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. აღნიშნული მექანიზმის შემოღებით გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოვლინდეს და გამოსწორდეს მართლმსაჯულების ის ხარვეზები, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნები დაირღვა.

გასული წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა და ამ ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ართმევდა, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს უსამართლოების მსხვერპლთათვის სამართლიანი განხილვის უფლების ჯეროვანი იმპლემენტაციის გარკვეული საშუალება და მექანიზმი.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილებები შედის „საქართველოს კონსტიტუციაში“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს  კანონში და სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოვება შესამჩნევად გაზრდის მის დატვირთვას, შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების რიცხვის ზრდას. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის გაძლიერების მიზნით თითოეულ მოსამართლეს დაენიშნება მინიმუმ ერთი თანაშემწე.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული ინიციატივის შემდგომ განხილვებში. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გაითვალისწინებენ საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი… ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ – რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

1 month ago
ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

12 years ago
“გიგი თევზაძემ ხელი ყველაზე ცუდი მიმართულების ლექტორებს შეუწყო” – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი

“გიგი თევზაძემ ხელი ყველაზე ცუდი მიმართულების ლექტორებს შეუწყო” – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი

11 years ago

რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

8 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by