• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kviirka„უმასპინძლე საქართველოში“–რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა.

პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, გააფორმოს „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ დაეხმარება რეგიონებში მოღვაწე მეწარმეებს, წამოიწყონ საკუთარი საქმე სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში, ააშენონ ახალი სასტუმროები, გააფართოონ და გადააიარაღონ არსებული ინფრასტრუქტურა.

“დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება. პროგრამა. “უმასპინძლე საქართველოში” მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინასებას,“–განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

“მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და სხვადასხვა ახალი მიმართულებები რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ”,- აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით და წელს კომპანია “ვიზეარი” საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის.

“ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი საერთაშორისო მიმართულება, რომლებიც ძალიან აქტიურია და რომელი მიმართულებებიდანაც საქართველოში უამრავი ვიზიტორი შემოდის. ეს გახლავთ უნგრეთში – ბუდაპეშტი, პოლონეთში –კატოვიცე და ვარშავა, ლიტვაში – ვილნიუსი და კიდევ 7 ახალი მიმართულება დაემატება, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ტურისტებს, რომ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში მოგზაურობა და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ევროპისკენ მიმართულებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თუ ამას დავამატებთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის უდიდესი პერსპექტივა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იხსნება, მათ შორის წვრილი ბიზნესმენებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ მათ იმოგზაურონ ევროპაში და დაიწყონ ახალი ბიზნესი ამ მიმართულებით, რომლის მომავალიც დაუკავშირდება ევროპას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმას წარადგენს. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ
ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„ეს იქნება სრულიად ახალი გზები ქუთაისი აბასთუმანის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ქუთაისი-სვანეთის მიმართულებით, ეს იქნება ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს გომსა და რაჭას, ეს იქნება ის ძირითადი მაგისტრალური გზები და ძალიან სწრაფი დასრულება მაგისტრალური სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარეშეც საქართველოს დაკავშირება რეგიონის ბიზნესებთან იქნება აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს არის აბრეშუმის გზის ის პოტენციალი და დინამიზმი, რომელიც მოაქვს კავკასიაში და საქართველოს გავლით ევროპაში”,- განმარტა პრემიერმა.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

2 years ago

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნას მიესალმება

10 years ago
ვინ არის ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა

ვინ არის ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა

4 years ago

მარინა მიზანდარი: “აღვიდგინეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის უფლება თბილისის ტერიტორიაზე“

13 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by