ცნობილი ბრენდები თავიანთი უპირატესობის უკეთესად წარმოსაჩენად ხშირად იყენებენ კონკურენტების ნაკლოვანებებს და მოგებულებიც რჩებიან, თან ამას კარგი მარკეტინგული ხრიკებით იმგვარად ახერხებენ, რომ არც კანონს არღვევენ და უარყოფით ემოციებსაც არ იწვევენ საზოგადოებაში.
მსგავს ხრიკს მიმართა სულ ცოტა ხნის წინ სარეკლამო სააგენტო “TBWA”-მ Mcdonald’s-ის სასარგებლოდ.
ახლახანს, საფრანგეთის პატარა ქალაქ ბრიუდში Mcdonald’s-მა გახსნა McDrive, რომლის ერთადერთი კონკურენტი სწრაფი კვების ობიექტი ამ ქალაქში Burger King 258 კილომეტრის დაშორებით მდეარეობს. ამ ფაქტის ხაზგასასმელად კი McDonald’s-მა Burger King-ს საკამაოდ დიდი ბილბორდი აჩუქა, რომელიც თავისი სარეკლამო ბილბორდის გვერდით განათავსა.
წყარო: marketer.ge
მარიამ ტაკაშვილი