• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გემრიელი” ბავშვობა – განადგურებული ჯანმრთელობა და ფსიქიკა – რჩევები მშობლებს

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
“გემრიელი” ბავშვობა – განადგურებული ჯანმრთელობა და ფსიქიკა – რჩევები მშობლებს
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პუტკუნა ლოყები და ნაკეცები ფეხებსა და ხელებზე ალბათ ცოტას თუ დატოვებს გულგრილს, ყველას მოგვწონს პატარა ფუმფულა ბავშვები. თუმცა ხშირად მშობლები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ. სიმსუქნის პრობლემა საჭიროა ბავშვობიდანვე დაიძლიოს, მაქსიმალური პასუხისმგებლობა მშობლებმა, ბებიებმა თუ ბაბუებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააიგივონ ჭარბი კვება ჯანმრთელობასთან.

ჭარბიწონაჭარბწონიანობა ვნებს  ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ექიმები ბავშვის ჭარბწონიანობის სამ მიზეზს გამოჰყოფენ. ეს არის ენდოკრინოლოგიური პრობლემები, მემკვიდეობითი განწყობა და არასწორი კვება.

ბავშვის ჭარბწონიანობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმს მივმართოთ. საჭიროა სხვადასხვა ანალიზის ჩატარება: ჰორმონალური, შაქრის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და სხვა. აუცილებლად ინიშნება დიეტა, მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები და ფეხით სიარული. რა თქმა უნდა, რთულია  პატარა ბავშვს აუხსნა თუ რატომ არ შეიძლება ბევრი ტკბილეული. რატომ უნდა იკვებოს ბავშვმა განსხვავებულად, როდესაც ოჯახის წევრები  ჩვეულ რაციონს მიირთმევენ, სწორედ ამიტომ, საჭიროა ოჯახმა ხელი შეუწყოს  ბავშვს  და ჩვენც უარი უნდა თქვათ სწრაფი კვების ობიექტებზე, ბევრ ტკბილეულზე, ჩიფსებსა  და ბურგერებზე.

ხშირად მშობლები თვალს ხუჭავენ ბავშვის წონაზე ეს კი დიდი შეცდომაა. არავითარ შემთხვევაში არ დახუჭოთ თვალი ბავშის ჭარბწონიანობაზე და ნუ მოიქცევით ისე ვითომ ყველაფერი რიგზეა.

ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ თქვენ ის გიყვართ ყველაფრის მიუხედავად, თუმცა წონაში დაკლება აუცილებელია მისივე ჯანმრთელობისთვის. უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჭარბი წონის ანუ სიმსუქნის პრობლემას. ასეთ ბავშვების დიდ ნაწილს მოწიფულობაშიც აღენიშნებათ ჭარბი წონა, რაც გულსისხლძარღვთა დაავადების, დიაბეტის მომატებული არტერიული წნევის და სხვა სერიოზულ დაავადებათა მიზეზი ხდება. სიმსუქნის მიზეზი გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად შეიძლება იყოს ცხოვრების უმოძრაო წესი და ჭარბი კვება.

ენდოკრინოლოგი ანა მალაზონია: “ბავშვთა ჭარბწონიანობა დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად ითვლება მსოფლიოში, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. თუ ბავშვი არის წონის მატებისკენ მიდრეკილი აუცილებელია მშობელმა აქტივობებით დატვირთოს. თუ ბავშვმა სერიოზულად მოიმატა, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ პედიატრს, შემდეგ ის თავისი სურვილით გადაამისამართებს ენდოკრინოლოგ – დიეტოლოგთან.”

10153531_1095806960451203_572785775_n

ანა მალაზონია „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვების მიმართ, სიმკაცრით მიდგომა საჭირო არ არის, სასურველია ტკბილი შეიზღუდოს, თუმცა იოგურტის თაფლის და ხილის სახით მივაწოდოთ ორგანიზმს, ბავშვს უნდა ჰქონდეს მისი ულუფა, რომელიც არ იქნება  გადაჭარბებული. ბავშვი უნდა დაიტვირთოს სპორტით და არა მკაცრი დიეტებით. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მეთოდს, არაა სახარბიელო. ზედმეტად ჭარბი წონის შემთხვევაში, როდესაც იწყება ნივთიერებათა ცვლა შეგვიძლია მსუბუქი ხარისხის მედიკამენტი მივაწოდოთ. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ეს არის:

1. დილის საუზმე;

2. დროულად დაძინება (რადგან სწორედ ძილში მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ამ დროს ყალიბდება ბავშვი, იზრდება და ვითარდება);

3. სპორტული აქტივობა (როდესაც ბავში აქტიურია მას ნაკლებად შეექმნება პრობლემები წონაზე).

12822224_1095807067117859_1804175496_nსანდრო ზაბახიძე  დიდი ხანია უკვე ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა, ჭარბი წონა დღეს უკვე მისი ბავშვობის მოგონებად რჩება. არანაირ დისკომფორტს არ განიცდიდა, წონას ყურადღებას არ აქცევდა თუმცა ერთ დღეს სარკეში ჩაიხედა და მიხვდა, რომ საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა. სწორედ ეს გახდა მოტივაცია იმისა, რომ ერთ წელიწადში მან შეძლო და სწორი კვებით 87 კილო დაიკლო.

„ჩემ შემთხვევაში განსაკუთრებული სირთულეები არ ყოფილა, არ მქონდა  დისკომფორტი, არ მაინტერესებდა საზოგადოების აზრი თუ რას იტყოდნენ ჩემზე, მოვეწონებოდი თუ არა ვინმეს, არც ჯანმრთელობის პრობელემი მქონდა დიდი წონის გამო, ვცხოვრობდი ჩვეულებრივ რეჟიმში. ბევრი მეუბნებოდა ბავშობიდან, განსაკუთრებით ჩენი ოჯახის წევრები, რომ უნდა დამეკლო წონაში, ხშირად იყო შეურაცმყოფელი სიტყვებიც, ალბათ თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის სტიმული, მაგრამ მე არ მაინტერესებდა არავის აზრი.წონა

გადამწყვეტი გაქტორი იყო ერთი დღე, როცა ჩავიხედე სარკეში და მივხდი, რომ ჩემი თავი ძალიან არ მომეწონა. სულ დავიკელი 87 კგ, 1 წლის განმავლობაში, სწორი კვების შედეგად. რაც შეეხება საზოგადოებას, ხშირად მიგვრძვნია დაცინვაც მათი მხრიდან, ხშირად დამინახავს როგორ იშვერენ ხელს და ამბობენ შეხედე რამხელაა, და ჰგონიათ, რომ ძალიან ბევრს ჭამ (1 გოჭს ერთ ჭამაზე).

მე ყურადღებას არ ვაქცევდი და შესაბამისად კომპლექსები არ მქონია, ბევრისთვის შეიძლება ეს დამთგრუნველი აღმოჩნდეს და ამასთან ერთად სტიმულიც”.

დაცივნა და შეურაცმყოფელი კომენტარები ხშირად  შედარებით სუსტ ადამიანს  ფსიქიკას უნადგურებს. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც.

12084182_1095807023784530_996948009_nთ.ს.უ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა სოფიო თევდორაძემ “თბილისი თაიმსთან” საუბრისას  განაცხადა:

“ჭარბ წონიან ბავშვებს შეიძლება ადვილად ჩამოუყალიბდეთ უარყოფითი „მე“, გახდნენ თანატოლების დაცინვისა თუ აბუჩად აგდების ობიექტები რაც თავისთავად უარყოფითად ილექება ბავშვის ცნობიერებაზე და მისი ფსიქიკა არასრულფასოვნად  ვითარდება. ბავშბოვის პერიოდში, როდესაც პატარა ჯერ იდევ ვერ აცნობიერებს როგორია ლამაზი ან ნაკლებად ლამაზი სხეული, როდესაც მას არ შეუძლია თავს კონტროლი გაუწიოს ან მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ამ დროს ოჯახია პასუხისმგებელი იზრუნოს თავიანთი პატარის ფიზიკური ფორმის ჩამოყალიბებაზე.”

ფსიქოლოგი საუბრობს ასევე იმაზე, რომ აუცილებელია სწორად შერჩეული რაციონი და სპორტული აქტივობა.

“ბავშვის კვება უნდა იყოს რაციონალური კვების რაოდენობა და სიხშირე უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის ასაკიდან. საღამოს 6 საათის შემდეგ ბავშვს რძის პროდუქტები შესთავაზეთ, შეამცირეთ ცომეული პროდუქტი მის რაციონში. ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას მხოლოდ მშრალი საკვები მიიღოს- ყველი და პური, ძეხვი და პური, ფუნთუშეულები, პეჩენიები.  უნდა იკვებოს სრულფასოვნად მიიღოს როგორც წვნიანი კერძები, ფაფეული და მშრალი საკვებიც. დააკავეთ  სპორტით. მიიყვანეთ ბავშვი  მისთვის სასურველ სპორტზე მაქსიმალურად ეცადეთ აამოძრაოთ ის და ნაკლები დრო გაატაროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან. ხშირად ისეირნეთ მოაწყვეთ შეჯიბრებები, ითამაშეთ აქტიური თამაშები, იცეკვეთ და აშ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვები  პატარა ინდივიდები არიან, შეეცადეთ მათი თვალით შეხედოთ სამყაროს.  აუცილებელია მშობელმა გაიაზროს, რომ ის ბავშვისთვის მაგალითია.“

მარიამ ფანჩულიძე

Share7Tweet5

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

Forbes : რა არის „საზიარო ეკონომიკა“ და რატომ ითვლება ის „ხალხის ეკონომიკად”?

Forbes : რა არის „საზიარო ეკონომიკა“ და რატომ ითვლება ის „ხალხის ეკონომიკად”?

9 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მთავარსარდალს სეხვდა

12 years ago
ბათუმის 68-ე მაჟორიტარული ოლქის 42-ე უბანზე გადასატანი ყუთი გაუქმდა

უახლესი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,61 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27,04 %, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი 4,99 % მიიღო

10 years ago

მამა კახაბერ გოგოტიშვილი: ეკლესა იმედს დასავლეთში, ამერიკაში ან რუსეთში არ ეძებს

9 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by