დონეცკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინელი მფრინავის განაჩენის გამოცხადების თარიღად 21 ან 22 მარტი დასახელდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინელი მფრინავი საბოლოო სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ის აგრძელებს მშრალ შიმშილობას და თუ რუსეთი საკუთარ შეცდომას არ აღიარებს და მას არ გაათავისუფლებს, მფრინავი განაჩენის გამოტანას არ დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მფრინავს 2 რუსი ჟურნალისტის მკვლელობას და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.
პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოსთვის 23 წლიან პატიმრობას ითხოვს.