“ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ,” – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას აქტიურად ადევნებს თვალს. გიორგი მარგველაშვილმა ეს პროცესი მოსახლეობაზე თავდასხმად შეაფასა.
“ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს გამოძიებას. ვურთიერთობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე აღვიქვამ უაღრესად სერიოზულად. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.













