• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხელოვანი, რომელიც შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს – როგორია ირაკლი კობახიძის პორტრეტი?!

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კობახიძევიკიპედიასა და  საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად ამისა, ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე არცერთ მნიშვნელოვან მოვლენას  მისი  კომენტარის გარეშე არ ჩაუვლია. „ირაკლი კობახიძის განცხადებით საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“ „პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას დროზე ადრე არავინ შეეხება,აცხადებს ირაკლი კობახიძე“ „კობახიძის თქმით კონსტიტუციას დახვეწა სჭირდება და „ქართული ოცნება ამას აუცილებლად გააკეთებს.“   „ვინ არის ირაკლი კობახიძე: „ჩვენი დროის გმირი“, თუ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი გაუგებრობა?!“ – ამგვარი სათაურებით მედიაში გავრცელებულ არაერთ სტატიას შეხვდებით.  უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური დაინტერესება მისი პერსონის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა.

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. 38 წლის პოლიტიკოსის რეზიუმე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. გერმანიის დიუსელდორფის უნივერსიტეტის მაგისტრი და შემდგომ დოქტორი. საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიწვეული და ასოცირებული პროფესორი, გაეროს რეგიონული და მუნიციპალური  განვითარების პროექტის მენეჯერი და ა.შ…  მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა  მხოლოდ 2012 წელს დაიწყო, დღეს უკვე „ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია.

დეტალები იხ. 41.ge/party

„იგი თავიდანვე იყო პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი – 2012 წელს მუშაობდა “ქართული ოცნების” საზოგადოებრივ სამუშაოებზე და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.  არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. ირაკლი კობახიძეს აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ის ორი სახელმძღვანელოს ავტორია. რაც მთავარია, გახლავთ პატიოსანი და ღირსეული პიროვნება“,– ასე ახასიათებს კობახიძეს „ლიბერალის“ კორესპონდენტთან პოლიტიკური თანამებრძოლი კახა კალაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს, როგორც პოლიტიკოსს მედიასთან ურთიერთობა უჭირს. ტელეკომაპანია რუსთავი2–ის ჟურნალისტები სხვადასხვა გადაცემაში სხვადასხვა თემაზე საუბრისას ხშირად ადანაშაულებენ მას დემაგოგობასა და პასუხის შეგნებულად არიდებაში და ამასთანავე ცდილობენ, ირონიით გაიხსენონ მისი „კუდიანი კითხვები“ კი თუ არა? კი თუ არა? კი თუ არა? უცნაურია, მაგრამ ამ ტიპის კითხვები, თითქოს, უკვე ასოციაციურად ირაკლი კობახიძეს უკავშირდება.

როდესაც ქვეყნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი  პოლიტიკური ფიგურა ხდები, ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება ინტერესი ოჯახის მიმართ. ირაკლი კობახიძის შემთხვევაშიც ოპონენტებმა აპელირება მოახდინეს მამის, გია კობახიძის, პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე. ისინი ამბობდნენ, რომ მამა–შვილის ოპოზიციურ პარტიებში ყოფნა ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ირაკლის მამამ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო“ დატოვა, მედია და ოპოზიციური პარტიები აღნიშნავდნენ, რომ მამამ ეს ნაბიჯი  შვილისთვის პოლიტიკური კარიერის ხელშესაწყობად გადადგა.

კობახიძეების ოჯახში აღნიშნავენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი სტატუსი უნივერსიტეტელობაა. ირაკლი, მისი და, ქეთევან კობახიძე, მამა, და მეუღლე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.

მამა – გიორგი კობახიძეა, იგი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გახლავთ, ეროვნული მოძრაობიდან წამოსული, ერთერთი პარტიის ლიდერი, ყოფილი ვიცე–სპიკერი.

დედა– ქალბატონი თამარ ზაალიშვილი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

და – ქეთევან კობახიძე, თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად ჟურნალისტი და მხატვარი.

მეუღლე – ნატალია მოწონელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტ–პროფესორია.

დეტალები იხ. www.tsu.ge

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არაერთი ცნობილი პოლიტიკოსია, ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ ოჯახში მთავარი ყურადღება ეთმობა პატარებს: 5 წლის  გიორგისა და ერთი წლის ნიკოლოზ კობახიძეს.

„ოჯახის რეალიზებაში ისინი წამყვან როლს ასრულებენ“,– აღნიშნავს „რეპორტიორის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძე.

პოლიტიკური ასპარეზობის მიღმა მის პიროვნებაში ბვერი საინტერესო ფაქტი და დეტალი იმალება. დღეს მმართველი პარტიის წამყვანი ფიგურაა, წლების წინ მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა და ფორტეპიანოს მიმართულებით შვიდწლედი დაამთავრა. პროფესიული თვალსაზრისით არ უმუშავია, მაგრამ ისწავლა გიტარაზე დაკვრა, გამოცემული აქვს რომანი „დაბრუნება ტერანოვაში“.  იყო დაინტერესებული  კულინარიითაც. რთულია, განსაზღვრო რა დრო რჩება ახლა პოლიტიკოსს სამზარეულოში საქმიანობისთვის, მაგრამ რომ  ერთ–ერთ ინტერვიუში კობახიძე იმისაც კი აღნიშნავს, რომ საახალწლო სუფრაზე საცივი და გოზინაყი სწორედ მისი დამზადებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, ზოგჯერ კი მთელი ღამე მუშაობს, იმდენად მზრუნველია, რომ მუდამ ახერხებს, შეავსოს ეს დრო და ჩვენთან ერთადაც ხშირად იყოს. სიმართლე გითხრათ, თავადაც მიკვირს, როგორ ახერხებს ამ ყველაფერს“,– ამბობს ირაკლის მეუღლე ნატალია მოწონელიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მედიაში ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით მთავარი კითხვა ჯერ კიდევ აქტუალურია: გახდება თუ არა ის პარლამენტის თავმჯდომარე? კი თუ არა? კი თუ არა? კი თუ არა?

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

 

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

2016 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

10 years ago
„რიკოთი – აქ მგზავრობა უსაფრთხოა?“ – რიკოთის უღელტეხილიდან საგნაგაშო ფოტოები ვრცელდება

„რიკოთი – აქ მგზავრობა უსაფრთხოა?“ – რიკოთის უღელტეხილიდან საგნაგაშო ფოტოები ვრცელდება

3 years ago
ბათუმში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ბათუმში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

1 year ago
„ბიჭები რომლებიც ჩვენს სახლთან შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილან…იმ დღეს მისვლა დამაგვიანდა“ – მოკლული გიგა ავალიანის დედა მედიასთან

„ბიჭები რომლებიც ჩვენს სახლთან შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილან…იმ დღეს მისვლა დამაგვიანდა“ – მოკლული გიგა ავალიანის დედა მედიასთან

10 months ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by