სტამბოლში აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შეცდომით გაააქტიურა მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდა.
ვინაიდან აფეთქების ადგილის ირგვლივ გაცილებით უფრო ხალხმრავალი ადგილებიც არის.
აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:55 საათზე მოხდა, რა დროსაც ქუჩაში შედარებით ნაკლები ადამიანი იყო.