საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილი სამეფოს პრინცს შეხვდა, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე.
პარლამენტის სპიკერმა მასპინძელს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„საქართველოს სტრატეგიული ვექტორები მიემართება არა მხოლოდ დასავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენაც,“ – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძე.