• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 12 ავტომანქანა დაუბრუნდებათ

11 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 12 ავტომანქანა დაუბრუნდებათ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროკურატურასაქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდებათ. როგორც “თბილისი თაიმსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის მორიგი 3 ფაქტი. პროკურატურის ცნობით, მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდებათ. “კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა შპს “მათემოტორსის” დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას უნდა შეეძინა 10 ერთეული “TOYOTA HILUX”-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის ამ მოთხოვნას. 2010 წლის 27 ივლისს, გელა ბარკალაიას წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებიდან პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს “ტოიოტა ცენტრი თბილისისგან” 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსის” მარკის ავტომანქანა. აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ გელა ბარკალაიას მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადასაცემი ავტომანქანების გადაფორმების საკითხების ორგანიზება უნდა მოეხდინა”, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ვახტანგ ბოჭორიშვილმა ბრალდებულ გელა ბარკალაიასთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების შენიღბვისა და ავტომანქანების გადაფორმების პროცესისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოძებნა მასთან დაახლოებული ორი სანდო პიროვნება, რომლებმაც მათ სახელზე ბარკალაიას მიერ ნაყიდი ავტომანქანების გაფორმების შემდეგ, ისინი სახელმწიფოს აჩუქეს. “ამ გზით შეინიღბა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის ავტომანქანების ჩუქების ფაქტი. ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემიდან მეორე დღესვე, 2010 წლის 3 აგვისტოს გელა ბარკალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და 2010 წლის 17 აგვისტოს, პროკურატურამ მასთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი, თუმცა საპროცესო შეთანხმების ოქმსა და სასამართლო განაჩენში გელა ბარკალაიას მიერ ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა არ ასახულა”, – ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, მანქანის იძულებით ჩამორთმევაში გამოძიების მიერ ასევე მხილებულია შსს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რევაზ ფერაძის ოჯახის წევრები დაიბარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ დაათმობინა ავტომანქანა “მერსედეს ბენც E320”. “ავტომანქანის დათმობის შემდეგ კი რევაზ ფერაძესთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც რევაზ ფერაძეს დაეკისრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 4000 ლარი”, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, ქონების ჩამორთმევაში მხილებულია, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც 2010 წლის 9 თებერვალს, თავისთან დაიბარა თაღლითობისათვის ბრალდებული გივი ღუჭაშვილი და გადასცა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა, რომ მისი კუთვნილი “ნისან მურანოს” მარკის ავტომანქანა – თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაეცა. “ნიკოლოზ ძიმცეიშვილისვე გადმოცემით აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში გივი ღუჭაშვილს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კვლავ დააკავებდნენ. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, გივი ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სარგებლობდნენ სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები. მოგვიანებით მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქმეზე გაგრძელდება გამოძიება მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ორგანიზატორ და დავალების გამცემ თანამდებობის პირებზე”, – ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურისვე ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი სამივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 3 დაზარალებულის დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესმენ გელა ბარკალაიას დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული 10 ავტომანქანა, ხოლო დანარჩენ ორ დაზარალებულს დაუბრუნდებათ 2 ავტომანქანა. “ამ დროისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი, მხილებული 15 საჯარო მოხელე და დაზარალებულად ცნობილია 21 პირი, რომელთაც დაუბრუნდათ და ამჟამად დაბრუნების პროცესშია 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები, რომელთა ღირებულებაც მთლიანობაში, დაახლოებით, 1 939 000 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026

საინტერესო

თბილისი – რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

თბილისი – რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

10 years ago
მთავრობის სხდომაზე დღეს 28 საკითხის განხილვაა დაგეგმილი

მთავრობის სხდომაზე დღეს 28 საკითხის განხილვაა დაგეგმილი

12 years ago

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

9 years ago
წლის ბოლომდე თბილისში 24 სახეობის ნაგავშემკრები მანქანა და სპეციალური ტექნიკა შემოვა

წლის ბოლომდე თბილისში 24 სახეობის ნაგავშემკრები მანქანა და სპეციალური ტექნიკა შემოვა

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by