“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 22 მარტს, ბელგიისდედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების სერიას,” – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“შეძრწუნებულნი ვართ განხორციელებული ბარბაროსული ქმედების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და ამ უმძიმეს წუთებში სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულიტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე დამიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ტერაქტის შედეგადდაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას,” – ნათქვამია განცხადებაში.













